imedi /  20 თებერვალი 2020, 18:40 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს და დომინიკ რააბს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ საფრთხეების შესამცირებლად აშშ-სთან თანამშრომლობას განაგრძობს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრმა საერთაშორისო გამოძიების შედეგთან დაკავშირებულ პოსტში აღნიშნა, რომლის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

„ძალიან ვაფასებთ მაიკ პომპეოსგან მიღებულ მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და კიბერსივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტის მკაცრ დაგმობას. ჩვენ განვაგრძობთ აშშ-სთან თანამშრომლობას ასეთი რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად“, - წერს დავით ზალკალიანი. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიტანეთის მხარდაჭერასაც გამოეხმაურა. 

„ჩვენ მადლიერნი ვართ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის, დომინიკ რააბის მიმართ, რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევის ასე ხმამაღლა დაგმობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს, დომინიკ რააბს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 00:17

კულტურა

ჯვრის მონასტრის პროექტმა აშშ-ის ელჩის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და მისი კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება

„მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, რომელსაც ასევე აშშ-ის მთავრობა აფინანსებს დაემატება შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათს რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

19 სექტემბერი 2020, 00:16

სპორტი

ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაირკვა

ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაირკვა. იმ შემთხვევაში თუ „დინამო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების ჩემპიონს „კლაკსვიკს“ დაამარცხებს, ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა მოლდოვის „შერიფისა“ და ირლანდიის „დანდალკის“ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, „გრანადას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გიორგი ჭიაბრიშვილს მომზადებულ გუნდს ზაგრების „ლოკომოტივსა“ და „მალმიოს“ შორის საუკეთესო შეხვდება. ისევე როგორც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი-ოფშიც საქართველოს ორივე გუნდს თამაშების სტუმრად გამართვა მოუწევს.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2020, 00:04

COVID19

დონალდ ტრამპი: აპრილისთვის თითოეული ამერიკელისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა გვექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპრილისთვის თითოეული ამერიკელი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინით იქნება უზრუნველყოფილი.

18 სექტემბერი 2020, 23:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: COVID19 კვალს ტოვებს სასუნთქ სისტემაზე, ფილტვში ფიბროზული ზონები რჩება

რა კვალს ტოვებს COVID19 ჯერ არ ვიცით. არსებობს ერთეული კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება უკვალოდ არ ჩაივლის, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 23:36

სპორტი

საფეხბურთო კლუბმა „ინტერ მაიამიმ“, რომლის პრეზიდენტიც დევიდ ბექჰემია, გონსალო იგუაინი დაიმატა

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბმა „ინტერ მაიამიმ“, რომლის პრეზიდენტიც დევიდ ბექჰემია, გონსალო იგუაინი დაიმატა. 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაიამელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. იგუაინის 9-ნომრიანი მაისური გადაეცა და სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ, ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. იგუაინი 2016 წლიდან „იუვენტუსში“ გამოდიოდა და ამ ხნის მანძილზე გამართულ 149 შეხვედრაში „ბებერ ქალბატონს“ 68 გოლითა და 16 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

18 სექტემბერი 2020, 23:26

რეგიონი

ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჟამად, მაჟორიტარობის კანდიდატების მორიგი შეხვედრა მამია ვარშანიძის, ახმეტელისა და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებთან შედგა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა, მოსახლეობის საჭიროებებისა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების მოგვარებაზეც, რომელსაც ადგილობრივები მოითხოვენ. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 23:16

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: 10 წელზე მეტია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და რატომ ითვლება ეს არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი

„მე არ ვიცი, კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ "ქართული ოცნების", კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად არ ვიცი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ტიაგო ალკანტარა

18 სექტემბერი 2020, 23:12

სპორტი

ტიაგო ალკანტარა „ლივერპულში“ გადავიდა

ტიაგო ალკანტარა „ბაიერნიდან“ „ლივერპულში“ გადავიდა. მერსისაიდელებმა მიუნხენელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადეს და ესპანეთის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ტიაგო „რეკორდმაისტერში“ 2013 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე გამართულ 150 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. განსაკუთრებულად წარმატებული მისთვის გასული სეზონი იყო, როდესაც „ბაიერნთან“ ერთად ტრიპლეტი შეასრულა „ლივერპულში“ ალკანტარა 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 23:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: არ ყოფილა დაშვებული ისეთი შეცდომები, რომელიც გავლენას მოახდენდა ეპიდემიის მსვლელობაზე

ჩემი, როგორც ექსპერტიზის მოსაზრებაა, რომ არ ყოფილა დაშვებული რაიმე ისეთი შეცდომები, რომელიც გავლენას მოახდენდა ეპიდემიის მსვლელობაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 სექტემბერი 2020, 23:06

COVID19

ჯანმოს დირექტორი: საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 23:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების კანონპროექტით მოსამართლების შერჩევის სტრუქტურა არსებითად იცვლება

სამი ძირითადი რეკომენდაცია სათანადოდ ასახულია საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ. მესამე მოსმენა ორი კვირის შემდეგ შედგება. ამის შემდეგ, საბოლოოდ იქნება დახვეწილი პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 22:54

რეგიონი

ყვარლის ცენტრალურ ქუჩებს სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ყვარლის ცენტრალურ ქუჩებს სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ. პროსცესში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე - მაშველები და სახანძრო - სამაშველო ტექნიკა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი.

ანრი ოხანაშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:47

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საერთო სასამართლოების კანონპროექტზე: ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს

ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს, იქნება ეს კონსტიტუციურობისა თუ ვენეციის კომისიის საკითხი. ეს პროექტი სრულად პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტს და ტესტს, რომელიც არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციის ზრდის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია

„ჩვენ მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ მისი მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბატონ გიორგის და ბატონ კალოიანის იგივე მოსაზრება, მე მართალი რომ გითხრათ, არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თუ ის ასე ამბობს - ასეა“.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:37

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ოთხნიშნა რიცხვამდე მატების რეალური საფრთხე არ არის

„მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და მიმაჩნია, რომ ოთხნიშნა რიცხვის მატების რეალური საფრთხე საქართველოში არ არის. გაცილებით მეტია ალბათობა სამნიშნა მატებები იყოს და მერე დაიწყოს კლება“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 22:22

სამართალი

ქუთაისში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო ქუთაისში, რესტორან „ტაიკო“-ში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში, გაზქურას გაუჩნდა. რესტორანში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძროს ორი ეკიპაჟი ცდილობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

იოსებ ხახალეიშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:14

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ტრადიციებით, კულტურით და ცნობილი, ისტორიული ტოლერანტობით ევროპაში ახალი გზა უნდა გავჭრათ

ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი, - ასე მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მაჟორიტარი კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილებს. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტზე ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ბორის ჯონსონი

18 სექტემბერი 2020, 22:10

COVID19

ბორის ჯონსონი: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებს ვხედავთ - ეს გარდაუვალი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია.

18 სექტემბერი 2020, 22:01

სამართალი

პროკურატურამ მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

18 სექტემბერი 2020, 22:00

სამართალი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცი შენობაში შეიარაღებული შევიდა, რასაც მენეჯერის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. უცნობია, რამდენჯერ მოხდა გასროლა. შემთხვევისას კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დაიჭრა და, არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.