imedi /  20 თებერვალი 2020, 20:49 / სანდო წყარო

ესტონეთის საგარეო უწყება კიბერშეტევაზე: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად

კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული სხვა აქტიური ზომები მიუღებელია და უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში 2019 წლის ოქტომბერს განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (გრუ) აკისრებს. ამ კიბეროპერაციის მიზანი იყო ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა. ეს უგუნური საქციელი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის უპატივცემულობას პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ქცევის ნორმებისადმი, აგრეთვე ამცირებს სტაბილურობას კიბერსივრცეში. არალეგალური კიბეროპერაციების პრაქტიკის შედეგად, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს არსებული საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად. ბოლოდროინდელი მავნე კიბეროპერაციები რუსეთის მიერ ჰიბრიდული და დივერსიული მოქმედებების ნაწილია, რომელიც მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებას, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სიტუაციის გაუარესებას და დეზინფორმაციის კამპანიის გააქტიურებას. კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებული სხვა აქტიური ზომები საქართველოს ტერიტორიებზე, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეების ტერიტორიებზე, მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია ესტონთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება.

„დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მავნებლური კიბერაქტივობების გამო და განაგრძობს მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და დაცული კიბერსივრცის ხელშეწყობას”, - ნათქვამია Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2024, 12:12

საზოგადოება

აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგი უტარდებათ

მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვისაც, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადება ხდება.

19 ივნისი 2024, 12:06

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს

ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება.

19 ივნისი 2024, 11:45

მსოფლიო

AFP: ჰაჯის დროს სულ მცირე 550 მომლოცველი დაიღუპა

დაღუპულთა შორის სულ მცირე 323 ეგვიპტელია. უმეტესობის გარდაცვალების მიზეზი სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები გახდა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებით, ორშაბათს, მექის დიდ მეჩეთში ტემპერატურამ 51,8 გრადუსს მიაღწია.

19 ივნისი 2024, 11:22

სპორტი

ტელეკომპანია „იმედის“ ეზოში ეროვნულ ნაკრებს „იმედის“ თანამშრომლებმა ერთად უგულშემატკივრეს

გათამაშდა ერთი საგზური პორტუგალიასთან თამაშზე დასასწრებად და ის „ქრონიკის“ ჟურნალისტმა რატი მეტრეველმა მოიგო.

19 ივნისი 2024, 11:21

სპორტი

უცხოური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს დადებითად აფასებენ

„საქართველოს მწვრთნელის თქმით, ნაკრები გააკეთებდა ყველაფერს პირველ დიდ შეჯიბრზე, რაც ზუსტად ასე მოხდა თამაშის პირველივე წუთიდან. დორტმუნდის ქულების გარეშე დატოვების მიუხედავად, მომავალ თამაშებზე ბევრი პოზიტივი ელით“ წერს BBC.

19 ივნისი 2024, 11:19

სპორტი

საქართველოში დარჩენილი ქომაგები ეროვნული ნაკრების მატჩს ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებთან ადევნებდნენ თვალს

ეროვნულ ნაკრების დებიუტს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოში დარჩენილი ქომაგები ქვეყნის მასშტაბით, ქუჩაში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებთან ადევნებდნენ თვალს და ყველა ერთად მხარს უჭერდა ქართველ ფეხბურთელებს. ახლა ყველა მომდევნო თამაშს ელოდება.

ნინო წილოსანი

19 ივნისი 2024, 11:17

სპორტი

ნინო წილოსანი: გილოცავთ ევროპის ჩემპიონატზე პირველ გოლს. მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებისთვის!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ნაკრებს მადლობას უხდის.

19 ივნისი 2024, 11:10

ეკონომიკა

ჯუბო ტურაშვილი: აჭარაში ამ დროისათვის ბუნებრივი აირი მიეწოდება 118 ათასზე მეტ აბონენტს, რაც მთლიანი რეგიონის 80%-ზე მეტია

გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა არასდროს მოიხმარდა. გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

19 ივნისი 2024, 11:09

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავა, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა

ვინჩენცო მონტელა

19 ივნისი 2024, 11:00

სპორტი

ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია - ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა, - ამის შესახებ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია.

19 ივნისი 2024, 10:57

სამართალი

პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“ სასწავლო პროგრამა დაიწყო

სასწავლო კურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, თეორიული საფეხურის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, გენოციდისა და აგრესიის განმარტებები და ფარგლები; ისტორიული კონტექსტი და საერთაშორისო სისხლის სამართლის ევოლუცია; ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიების საფუძვლები და გამოწვევები; მსხვერპლთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩო და მასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგის მეორე ეტაპი აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე მტკიცებულებათა შეგროვებასა და ანალიზს შეეხება. სესიებს ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.

19 ივნისი 2024, 10:30

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის კონსულტანტის, ფუტკრის დაავადებათა ექსპერტის ნინო ყიფიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია მეფუტკრეები ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც პერიოდულად ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.

19 ივნისი 2024, 10:30

ტაბლოიდი

ნევადის უდაბნოში იდუმალი ობელისკი აღმოაჩინეს

ობიექტი ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იპოვეს, როდესაც უდაბნოში დაკარგულ ადამიანს ეძებდნენ. ის მაღალია და მართკუთხა ფორმა აქვს. სამართალდამცველებმა მონოლითის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დასვა კითხვა: „ეს აქ როგორ აღმოჩნდა?“

ჯასტინ ტიმბერლეიკი

19 ივნისი 2024, 10:17

კულტურა

ჯასტინ ტიმბერლეიკი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს

ტიმბერლეიკი კუნძულ ლონგ-აილენდზე, ქალაქ საგ-ჰარბორში დააკავეს. პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომღერალმა არ გააჩერა ავტომობილი ნიშანთან STOP, შემდეგ კი თავისი ზოლის ფარგლებს გაცდა. ეს სამართალდამცველმა შენიშნა, რომელმაც მომღერალს გაჩერება მოსთხოვა. ტიმბერლეიკმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა.

გია აბაშიძე

19 ივნისი 2024, 10:00

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ძებნილი კრიმინალის, ავაზაკი ზურაბ ადეიშვილის უსინდისოდ შემფარებელი უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, ჟურნალისტური გამოძიების გამო უმაღლეს რადაში დაიბარეს

ძებნილი კრიმინალის, ავაზაკი ზურაბ ადეიშვილის უსინდისოდ შემფარებელი უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, ჟურნალისტური გამოძიების გამო უმაღლეს რადაში დაიბარეს. საქმე ეხება მისი მოადგილის, დმიტრი ვერბიცკის ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

19 ივნისი 2024, 09:57

რეგიონი

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.

19 ივნისი 2024, 09:49

სპორტი

არდა გიულერმა, კრიშტიანუ რონალდუმ და პეპემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდები დაამყარეს⚽

ევროპის ჩემპიონატზე გუშინ რამდენიმე ასაკობრივი რეკორდი დამყარდა - სამივე მათგანი F-ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.

ანდრეი კოსტინი

19 ივნისი 2024, 09:33

მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურორი ჟურნალისტური გამოძიების გამო რადაში დაიბარეს

ცნობას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამ-გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კოსტინის რადაში დაბარებას, 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა. გენერალური პროკურორი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დღეს უნდა წარდგეს.

პიტერ მაგიარი

19 ივნისი 2024, 09:24

მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტიაში“ უნგრეთის ოპოზიციური პარტიის წევრები შევიდნენ

„მოხარული ვართ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა 97%-ით მხარი დაუჭირა ჩვენს შეყვანას. შევძელით და 30%-იანი მხარდაჭერით ევროპარლამენტში 7 ადგილი მოვიპოვეთ. ეს უნგრეთის ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, 2006 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია“, - აღნიშნა პარტიის დამფუძნებელმა პიტერ მაგიარმა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2024, 09:08

სპორტი

მამუკა მდინარაძე: მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის

„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის!!! ბრძოლა ბოლომდე!!! ყველაფერი წინ არის!!!და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ასევე ისტორიული დღეა - საქართველომ, ისტორიაში პირველად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე!!!“ - წერს მდინარაძე.