imedi /  21 თებერვალი 2020, 00:36 / სანდო წყარო

სანდრა რულოვსი: ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სანდრა რულოვსი ვანო მერაბიშვილის სახლში გვიან ღამით მივიდა.

„ქრონიკის“ კითხვაზე თუ რასთან დაკავშირებით მივიდა იქ, რულოვსი ამბობს, რომ მერაბიშვილს ციხიდან გათავისუფლება უნდა მიულოცოს.

ასევე, კითხვაზე, თუ სად მოიაზრებს ის მერაბიშვილს, სანდრა რულოვსი პასუხობს, რომ ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს. რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას უცნობია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი კორპუსის ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

ყველა სიახლე

დოდო აბაშიძე

09 ივლისი 2020, 08:39

სამართალი

აფრასიძეების ოჯახი სხვანეთის სპეცოპერაციის საქმეზე კონკრეტული პირების დასჯას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

სვანეთში 2004 წელს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლის შეკრების შედეგად, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.

მელანია ტრამპის სკულპტურა

09 ივლისი 2020, 08:21

მსოფლიო

სლოვენიაში მელანია ტრამპის ძეგლი დაწვეს

ინციდენტი ქალაქ სევნიცაში ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. იანვარში სლოვენიაში პრეზიდენტ ტრამპის სკულპტურაც დააზიანეს.

ლაშა ლუსმანაშვილი

09 ივლისი 2020, 08:07

სამართალი

ლაშა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ თეთრპერანგიანი კაცი, რომელიც შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ კადრებში ფიგურირებს, თავადაა

„არაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთს გეტყვით, რომ ღამე ჩამოვედი ჩემს პირად საქმეზე და მოვხვდი არასწორ ადგილას არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის, უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა და დასარეკი არ მქონდა. ამირხანაშვილი მოვიდა ჩემთან და მე არ მივსულვარ მასთან“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა​​.

ავთანდილ ბილანიშვილი

09 ივლისი 2020, 08:01

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა შსს-ში 6 საათს გაგრძელდა

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამოკითხვის დროს თავისი უდანაშაულობა დაადასტურა. უფლებადამცველის თქმით, გამოძიებას ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები გადასცეს, რითაც დასტურდება, რომ ბილანიშვილი იმ დროს, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და არც უბნიდან გასულა. მისივე თქმით, ბილანიშვილი დაპირისპირებაში მონაწილეთაგან არავის იცნობს.

კორონავირუსი მსოფლიო

09 ივლისი 2020, 08:00

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივლისი 2020, 01:25

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეის მდგომარეობით კახეთში მელიორაცია ახალ სიცოცხლეს იძენს

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კახეთის სამელიორაციო სისტემა დეგრადირების და კვდომის პერიოდში იყო და 2000-იანი წლებისთვის ისეთი მდგომარეობა გვქონდა, რომ მელიორაცია, როგორც ასეთი, გაჩერებული იყო. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მელიორაცია ახალ სიცოცხლეს იძენს, ორი ძირითადი სამელიორაციო მიმართულებაა, ერთი ეს არის ალაზანი და მეორე - იორი, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივლისი 2020, 01:05

რეგიონი

როგორია ატმის წლევანდელი მოსავალი კახეთში

„კარგი მოსავალია ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც და ფასი არის ძალიან კარგი. იმაზე უკეთესი, ვიდრე შარშამ იყო და ამ ფასის ჩამოყალიბებაში მხოლოდ და მხოლოდ ბაზარი იღებს მონაწილეობას და უნდა აღინიშნოს, რომ დღე ფერმერები ღიად აღნიშნავდნენ და არ მალავდნენ კმაყოფილებას ფასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აისახება ყველა დასაქმებულ ადამიანზე“ - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივლისი 2020, 01:03

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი: სოფლის მეურნეობის დარგებიდან, დღეს ყველაზე მოწყვლადი და დაზარალებული მეღვინეობაა

დღევანდელი მოცემულობით კარგ ყურძნის მოსავალია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ სოფლის მეურნეობაში რომელიმე დარგი დაზარალდა, ან ყველაზე მეტად მოწყვლადი გახდა, ეს არის მეღვინეობა - კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“, მოახლოებულ რთველზე ისაუბრა. მისი თქმით, მევენახეობისა და მეღვინეობის დასახმარებლად მტავრობა ყველაფერს აკეთებს და სამომავლო გეგმებზე მალე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

მურა დათვი ბრუნო

09 ივლისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ამერიკელმა მურა დათვმა მდედრის ძიებაში 640 კილომეტრი გაიარა

მოგზაურმა დათვმა ყურადღება 10 მაისს მიიპყრო, როდესაც ვისკონსინის შტატის ქალაქ გილენჰემს გასცდა, სამხრეთის მიმართულებით გაემართა და მდინარე მისისიპი გადალახა. შემდეგი ორი თვის განმავლობაში ბრუნო აიოვის, ილინოისისა და მისურის შტატებში შენიშნეს. გასულ უქმეებზე ბრუნო სენტ-ლუისში ჩვიდა, სადაც ის მისურის ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიჭირეს.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან ახალი სახეებიც და გამოცდილებიც

დაგიდასტურებთ, რომ „ქართული ოცნებისკენ“ საარჩევნოს სიის დაკომპლექტება ფინალის სტადიაშია. ძაკიან ბევრის ვინაობა უკვე ცნობილია, ბევრზე კი გარკვეული კვლევები ტარდება და ძალიან მალე იქნება ცნობილი- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:41

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციას უნდოდა ბრძოლა საარჩევნო ყუთიდან, კიდევ ერთხელ, ქუჩაში გადაეტანა

პროცესმა კარგად გამოაჩინა ოპოზიციის სახე, როდესაც იმის წინააღმდეგ წავიდნენ, რასაც ითხოვდნენ, იმ იმედით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდებოდა და ამით პოლარიზება კიდევ უფრო გაიზრდებოდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. „არანაირი იმედი მაქვს, რომ პოლარიზება შემცირდება. რამდენიმე მათგანმა პირდაპირ თქვა, რომ მათი მოლოდინი და სურვილი იყო ამ შეთანხმების ჩავარდნა. აქ ნათლად ჩანდა, რომ მათ უნდოდათ კიდევ უფრო მეტი პოლარიზება და არა საარჩევნო ყუთთან ბრძოლა, არამედ ბრძოლის კიდევ ერთხელ ქუჩაში გადატანა.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:31

პოლიტიკა

აღდგა თუ არა სამართლიანობა - სოზარ სუბარის პასუხი

„ყველას ვერ გამოეკიდებ უბრალოდ და ვერ ასჯი იმიტომ, რომ უამრავი შემსრულებელია და მაშინ პრაქტიკულად გამოვა, რომ ისედაც ადამიანი არ უნდა დარჩეს. პირადად მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემიდან 600 კაცი გავუშვი და უამრავი მათგანი პასუხისგებაში მიეცა იმის გამო, რომ მათზე არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები ან პატიმრები ხელს ადებდნენ და ა.შ“- განაცხადა სოზარ სუბარი.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პანდემიის შემდეგ პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც ვისაუბრებ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე. ბუნებრივია ყყველა იმ საკითხზე, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტუალურია. ჩვენ ნატოელ პარტნიორებს მივაწვდი ინფორმაციას ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ ძალიან აინტერესებთ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები“- აღნიშნა დავით ზალკალიანი.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას

ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას და ეს არა ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას, საზღვრების გახსნას. მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:03

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: სუბსიდირებულ რეისებზე ფასები ისევე მკაცრად გაკონტროლდება, როგორც ეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იყო

სუბსიდირებულ რეისებზე მოლაპარაკების შედეგად იქნა გაცხადებული ბილეთების ფასი. ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდით საგანგებო სიტუაციის დროს, რომ არ მომხდარიყო რაიმე გადახვევა და დარღვევა, ასევე იქნება ახლაც, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

„ბოკო ჰარამი“

09 ივლისი 2020, 00:02

მსოფლიო

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ნიგერიის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არაფერზე არ ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა

მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს საოცარ წარმატებას კოვიდთან ბრძოლაში. საოცარ მობილიზებას ხალხის, ხელისუფლების, მედიკოსების, ექსპერტების და ყველასი. ამის შედეგია, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უპირობოდ გახსნა საზღვარი და მთლიანობაში, ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:50

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: ​სამშობლოში 14 000-ზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ და ეს მაჩვენებელი მართლაც საამაყოა

„ჩვენი მაჩვენებელი მართლაც საამაყოა. ასევე ის გადაწყვეტილება, რომელიც ფრენების განრიგზე მივიღეთ, არ იყო სპონტანური და ეფუძნება იმ ინფორმაციას, ანალიზსა და მონიტორინგს, რომელიც მუდმივად გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი საელჩოების მეშვეობით. ჩვენი საელჩოები ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას, თუ სად არის კრიტიკული მასა ჩვენი მოქალაქეების, ვინც გამოთქვამს სურვილს მყისიერად სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:44

ეკონომიკა

დავით ზალკალიანი: რაც არ უნდა ეცადონ, როგორც არ უნდა გვაკრიტიკონ, ამ სწორი მიმართულებიდან ვერ გადაგვახვევინებენ

ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო და მყისიერად გახსნა საზღვრები დღეს, ზოგიერთ რეგიონებში, უწევთ სრული საკარანტინო პირობების დაბრუნება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც პარალელურად ეკონომიკური აქტივობების გახსნას, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური აქტივობა გახსნილია და ჩვენი ქვეყანა, ნელ-ნელა იწყებს ამ მიმართულებით ძალიან თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებას იწყებს. ამ სიტუაციაში რომ ჩვენ კვლავ გაგვექცეს ინფიცირებულთა რაოდენობა და მოგვიწიოს ეკონომიკური აქტივობების კვლავ დახურვა ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ძალიან კარგად აწონ-დაწონილი და დაბალანსებული გადაწყვეტილება არის მიღებული“ - განაცხადა ზალკალიანმა.

08 ივლისი 2020, 23:34

სამართალი

პირი, რომელიც გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება, სავარაუდოდ იდენტიფცირებულია და დაკითხვაზე იმყოფება

რამდენიმე წუთის წინ შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა პირი, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ის თეთრპერანგიანი ახალგაზრდაა, ვინც 19 ივნისის ღამის კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის დიდუბეში მიკროავტობუსიდან და ხვდება იქვე მყოფ გურამ ამირხანაშვილს. ახალგაზრდა კაცი შსს-ში სავარაუდოდ ადვოკატთან ერთადაა მისული.