Telegraph-ი საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაწილეობაზე წერს
ფოტო: CNN
ბრიტანული უშიშროება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის განყოფილებას საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს, ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს.
უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს ქმედება შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი იყოს
უშიშროების სამსახურები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურულ ერთეულს ადანაშაულებენ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში და იქვე აჟღერებენ შიშებს, რომ ეს შეიძლება, უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისი იყოს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის დომინიკ რააბის თქმით, ოქტომბერში სახელმწიფო აპარატის, სამაუწყებლო კომპანიებისა და მათი ინტერნეტ საიტების ონლაინ შეტევა „სრულიად უგუნური და უსირცხვილო ქმედება“ იყო.
საქართველომ დღეს მისთვის ჩვეული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთი ამ შეტევაში. მას მყისვე დაუჭირეს მხარი გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა, ხოლო სხვა ქვეყნებისგან მოგვიანებით ველოდებით განცხადებებს.
ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სრულიად უგუნური და უსირცხვილო კიბერთავდასხმის კამპანია სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია“.
„რუსეთის მთავრობის წინაშე მდგარი არჩევანი ნათელია: ის აგრესიულ ქმედებას გააგრძელებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ან საერთაშორისო სამართლის პატივისცემით გახდება პასუხისმგებლიანი პარტნიორი“.
„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამომჟღავნებას, ვინც სრულიად უგუნურ კიბერთავდასხმებს განახორციელებს და მოკავშირეებთან მუშაობას აგრძელებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საგანგაშო ქცევების დასაძლევად“.
ოქტომბერში განხორციელებულმა შეტევამ საქართველოს სამაუწყებლო კომპანიები „ნოკაუტში“ ჩააგდო და 2000-ზე მეტი საიტი დაადუმა. მათ შორის იყო საქართველოს მთავრობისა და სასამართლო სისტემის ინტერნეტ გვერდები.
ზოგიერთ საიტზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოისახებოდა შემდეგი მინაწერით: „მე დავბრუნდები!“
შეტევის შემდეგ ბრიტანული გაზეთის The Telegraph-ის რედაქცია აცნობიერებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით ქართველმა სამართალდამცველებმა ოპერატიულად მოახერხეს ჰაკერული თავდასხმის წყაროს მიკვლევა.
ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში დღეს ბრიტანულმა სამთავრობო კომუნიკაციების სათავო დაწესებულებამ განაცხადა, რომ ალბათობის 95 პროცენტით, „თითქმის ზედმიწევნითი სიზუსტით“ კიბერთავდასხმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ არის განხორციელებული.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საჯაროდ პირველად ასახელებს და გმობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურული ერთეულის ქმედებას, რომელიც მათი დიდი რწმენით, ამ კონფრონტაციული ქმედების უკან დგას.
კიბერთავდასხმების პროგრამას ახორციელებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი, რომლის კოდური სახელი მისი საფოსტო ინდექსიდან მომდინარეობს - 74455.
ბრიტანელები ახლახან გააფრთხილა გიგანტურმა ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა - გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტმა - ყურადღება მსხვილი კონფლიქტების ნაცვლად რუსეთის კიბერთავდასხმებსა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე გაემახვილებინა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურული ერთეული ასევე მიიჩნევა 2015-დან 2017-მდე პერიოდში უკრაინაში ინტერნეტით გავრცელებული ვირუსის გამოყენებით კონფრონტაციული ქმედებების სერიის უკან მდგომად.
მათ ადანაშაულებენ ელექტროენერგიის სადგურის გათიშვაში, რამაც უშუქოდ დატოვა 200 000-ზე მეტი ადამიანი, კიევის მეტროპოლიტენი და ოდესის აეროპორტი.
გაზეთი The Telegraph-ი აცნობიერებს, რომ გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახურები შეშფოთებულნი არიან საქართველოში წინა წლის ოქტომბერში განხორციელებული შეტევის გამო, რაც შეიძლება მსგავსი ინფრასტრუქტურული ობიექტების გათიშვის კამპანიის დასაწყისი იყოს და მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციას ისახავდეს მიზნად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პოზიციას და „რუსეთის მიერ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა დაგმო“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 14:03
მსოფლიო
The Times: ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ბრიტანეთში, შესაძლოა, სურსათის დეფიციტი შეიქმნას
დიდი ბრიტანეთი ირანთან ომის შედეგების ფონზე სურსათის დეფიციტისთვის ემზადება. სტატიას ამ შინაარსით The Times-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა - გადაწყვეტილება ობსერვატორიის მეცნიერულ საჭიროებებს უკავშირდება, ხოლო მისი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება არასერიოზულია
აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციაა და არა რეალური პრობლემა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაკავშირებულია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია-ს საქმიანობასთან და მის მეცნიერულ საჭიროებებთან. მცდელობა, რომ ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდეს არასერიოზულია - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
ხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?
ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინავების ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს და ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „,მეორეხარისხოვანსა" და ,,ტვ უკანასკნელს" ეს რაში აინტერესებთ? - წერს X-ზე ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.
16 აპრილი 2026, 13:56
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მორიგ სიყალბეში, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ცა გადაკეტა, სიახლე არაფერია, უნიჭო ნაცპროპაგანდისტების კრეტინობაა; მეცნიერებმა ობსერვატორიიდან დაკვირვებისთვის ითხოვეს საჰაერო ტრასის ჩაკეტვა
უსაშველო დეზინფორმატორების "არსენალში" ხშირად ჩნდება ისეთი ჩლუნგური ცნობები, რომ ივანიშვილმა "ხეები მოგლიჯა", სანაპირო ზოლი "მიიტაცა", გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება "რესტორნებისთვის სჭირდება", "ისინი დააპატიმრა" და ა.შ. - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
16 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციამ ტრენერად ვინმე ბლაჟევიჩი აირჩია. მისი გააქტიურება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე
„საბოლოოდ, პოლიტიკაში შედეგს განსაზღვრავს არა კონსულტანტების ცვლილება, არამედ ნდობის აღდგენა, მკაფიო ხედვა და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება, რომელთაგან ოპოზიციას არცერთი არ გააჩნია. ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს რადიკალური სცენარების რეალიზება, მხოლოდ თეორიულ მსჯელობად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ ეროვნულობის განცდა და არ აქვთ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
16 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“ იგორ ბლაჟევიჩი იპოვა, რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს - ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის
ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“, იგორ ბლაჟევიჩი იპოვა. რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს. თუმცა ოპოზიცია, როგორც ჩანს, ვერ ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის, - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 13:46
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას
„მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. კანონის პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 13:46
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა. ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,7744 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ათ ცალად დაფასოებული განათავსა. ამასთან, 35 ცალად დაფასოებული 13, 65 გრ. „ალფა-პვპ“ შეინახა თბილისში, სპეციალურ სამალავში.
16 აპრილი 2026, 13:46
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:38
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
16 აპრილი 2026, 13:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება
ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
16 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა
უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ელექტროენერგიის წვდომის საკითხებზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 13:27
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:25
მსოფლიო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:24
საზოგადოება
ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა
პროექტის თანახმად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.


