Imedi /  21 თებერვალი 2020, 12:09 / სანდო წყარო

გიორგი გახარიამ ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებს, ასევე პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით და თანამშრომლობას საზღვაო სფეროში.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს. ამ კონტექსტში აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა, ვინაიდან, ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ ფორმატში, გასული წლის ნოემბერში, პირველად ეწვია; ასევე - ნიდერლანდების სამეფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების სტუმრობას თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია, მეზვრიშვილი დაესწრო.

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საქართველოს მეგობარი ქვეყნები ეხმაურებიან, რასაც სრულად იზიარებს ნიდერლანდების სამეფო. 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2024, 09:44

სპორტი

NBA-ს ჩემპიონი „ბოსტონ სელტიკსი“ გახდა🏀

მატჩის MVP-ს ტიტულის მფლობელი „სელქტიკსის“ ფორვარდი ჯეილენ ბრაუნი გახდა, რომელმაც ბოლო თამაშში 21 ქულა, 6 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.

18 ივნისი 2024, 09:14

სპორტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატები „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩზე წარმატებას უსურვებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს ისტორიულ მატჩზე წარმატებას უსურვებენ და იმედოვნებენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ წარმატებულ ნაბიჯად შევა.

გივი მიქანაძე

18 ივნისი 2024, 09:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამ კანონის მიღებას. საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს

„მათი დამფინანსებლები მათგან ითხოვენ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ კანონის მიღებას, მაგრამ ამავდროულად, მათ იციან, რომ წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ. ამიტომ, მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს“, - მიიჩნევს მიქანაძე.

რატი იონათამიშვილი

18 ივნისი 2024, 08:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია

„პირველი მოსმენები ითვალისწინებს განხილვას პრინციპების დონეზე. და რა არის პრინციპები - ვიზიარებთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხს ან დასაშვებია თუ არა ლგბტ პროპაგანდა და ლიტერატურა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, უნდა ტარდებოდეს თუ არა არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციები. ეს არის პრინციპის საკითხები და როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

18 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ბრიუსელში ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხუთ წელიწადში ერთხელ აირჩიონ თუ ყოველ ნახევარ წელიწადში. ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ალბათობით თანამდებობას მეორე ვადით შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

18 ივნისი 2024, 08:35

პოლიტიკა

ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.

გურამ კაშია

18 ივნისი 2024, 08:24

სპორტი

გურამ კაშია: ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა

ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები, - ამის შესახებ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა.

18 ივნისი 2024, 08:18

სპორტი

რეგიონებში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის სპეციალური საქომაგო სივრცეები ეწყობა

საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ემზადებიან რუსთავშიც, სადაც თურქეთთან მატჩის ღია ჩვენება, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ „ოქსიგენ ფესტის“ სივრცეში გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის 18.00 საათიდან მოწყობილი იქნება კვების, ლუდის და დასასვენებელი სივრცეები. ზუსტად 20.00. საათზე, კი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, რუსთაველები ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს.

18 ივნისი 2024, 08:12

სპორტი

„იმედი“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაშისთვის ემზადება

დღევანდელი ისტორიული საფეხბურთო მატჩისთვის ტელეკომპანია „იმედში“ განსაკუთრებული სამზადისია. ცენტრალური შენობის ეზოში მოწყობილია სივრცე, სადაც „იმედელი“ ქომაგები შეიკრიბებიან და დიდ ეკრანზე ერთად უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს.

18 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს⚽

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

18 ივნისი 2024, 01:49

მსოფლიო

იერუსალიმში, ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ბილ ბლერი

18 ივნისი 2024, 01:09

მსოფლიო

კანადის თავდაცვის მინისტრი: ახლა არ არის შესაფერისი დრო უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ გადაწყვიტა, შეაჩეროს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2024, 00:50

ტაბლოიდი

Asap Rocky ბრენდ Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ფოტოგალერეა 📸

Asap Rocky ბრენდ Bottega Venetaს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

იანოშ ბოკა

18 ივნისი 2024, 00:26

მსოფლიო

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ანჯელინა ჯოლი

18 ივნისი 2024, 00:16

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ჯონ კირბი

18 ივნისი 2024, 00:00

მსოფლიო

ჯონ კირბი: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

17 ივნისი 2024, 23:38

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ კურდღლის ნიღაბი მორგებული

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.