imedi /  23 თებერვალი 2020, 13:14 / სანდო წყარო

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი

იუნკერები

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი.

პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

ყოველწლიურად პარლამენტში წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ხარების სახელობის სამლოცველოში სასულიერო პირები მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდს იხდიან. ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, ასევე იუნკერთა შთამომავლები, ჩოხოსნები და საპატიო სტუმრები ესწრებიან.

ღონისძიებები პარლამენტის შენობის ეზოში იმართება, ვინაიდან დაღუპული იუნკერები ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის - ახლანდელი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში დაკრძალეს. 1921 წლის თებერვალში რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველებმა საბრძოლო მოქმედებებით უპასუხეს. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელასთან არაერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. ვიდეო

კორონავირუსის ფონზე მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. წყვლმა ვიდეო საკუთარი სახლის მყუდრო სავარძლიდან გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. სიმღერა ვერა ლინს ეკუთვნის და „ჩვენ ისევ შევხვდებით“ ჰქვია. ვიდეოს independent ავრცელებს.

02 აპრილი 2020, 01:10

COVID19

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში რუსეთის მისიის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გაეროში რუსეთის მისიის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობა გამოუგზავნა.

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

ინდოეთში 20,000 მატარებელში საკარანტინო სივრცეებს მოაწყობენ

ინდოეთში 20,000 მატარებელი კორონავირუსის გამო საკარანტინო სივრცედ გადაკეთდება და დაახლოებით 320,000 პაციენტს დაიტევს. ეს გადაწყვეტილება ინდოეთის პარლამენტმა მიღო. BBC-ის ინფორმაციით, თითო ვაგონში 16-მდე საწოლით იქნება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ვარაუდოებენ, რომ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ქვეყანას 10,000 პაციენტზე მხოლოდ 8 ექიმი ჰყავს, როცა ეს ციფრი იტალიაში 41, ხოლო სამხრეთ კორეაში 71-ია.

მეუფე საბა

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა

ვიცი, რომ ელოდებოდით პასუხს და გეტყვით, რომ არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მეუფე საბამ მრევლს მოუწოდა, რომ ილოცონ კორონავირუსით დაინფიცირებულ სასულიერო პირებზე და სთხოვა, რომ სახლში ილოცონ, ხოლო თვითონ ტაძარში ილოცებს მათთვის

02 აპრილი 2020, 01:05

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსისგან დასაცავად უსახლკაროებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მოათავსებენ

ავსტრალიაში უსახლკაროებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში თვითიზოლაცია არ შეუძლიათ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაიყვანენ. ამის შესახებ გამოცემა independent-ი წერს. ქალაქ პერთის 20 უსახლკაროს, რომელიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება, ერთი თვის განმავლობაში სასტუმრო Pan Pacific-ში მოათავსებენ. ამ დროისთვის ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4,862 შემთხვევა დაფიქსირდა, 21 ადამიანი კი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ძაღლი საჭესთან

02 აპრილი 2020, 01:05

ტაბლოიდი

აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელიც თავის ძაღლს მანქანის ტარებას ასწავლიდა

უცნაურად მოძრავი ავტომობილის შესახებ სამართალდამცველებს შეშინებულმა მოქალაქეებმა შეატყობინეს. დაკავებული მანქანამ ორი ავტომობილი გაიტანა და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოაჩინეს, რომ საჭესთან ავტომობილის მფლობელის ძაღლი იჯდა.

02 აპრილი 2020, 00:58

COVID19

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ცეკვავენ. ვიდეო

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ერთად ცეკვავენ. ვიდეოს independent-ი twitter გვერდზე ავრცელებს.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:55

საზოგადოება

გიორგი გახარია: ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არავის უნდა ეპატიოს

„ყველამ ერთი რამე უნდა იცოდეს, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი გაფრთხილება: ამ ბრძოლის პროცესში პოლიტიკური პოპულიზმი არის ყველაზე საშიში მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება სრულად შეცვალოს ყველაფერი, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ასეთი გამოწვევის, ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არის ის, რაც არავის უნდა ეპატიოს, ეს არის ის, რამაც შეიძლება ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნას,

უელსი თხები

02 აპრილი 2020, 00:55

COVID19

კარანტინის შედეგად დაცარიელებულ უელსის ქალაქს ველური თხები შეესივნენ

კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შედეგად დაცარიელებულ ქალაქს ლანდუდნოს ველური თხები შეესივნენ. უელსის ქალაქში თხები ახლომდებარე მთებიდან ჩამოვიდნენ და ქუჩებში დაიწყეს სეირნობა. ჩვეულებრივ ეს ცხოველები მთებს არ ტოვებენ და ქალაქში იშვიათად შედიან, მაგრამ ცარიელი ქუჩები მათთვის ძალზედ მიმზიდველი აღმოჩნდა.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:52

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში, მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.

ბულბული

02 აპრილი 2020, 00:48

ტექნოლოგიები

კლიმატის ცვლილების გამო ბულბულებს ფრთები უმოკლდებათ

ესპანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბულბულებს ფრთები დაუმოკლდათ. მეცნიერები შიშობენ, რომ ზამთარში ეს ფრინველების მიგრაციის პროცესში სირთულეებს შექმნის.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:44

COVID19

გიორგი გახარია: არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული, ყველა ჩვენი მოქალაქეა და მათზე უნდა ვიზრუნოთ

„ეს არის ჩვენი ვალდებულება, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისებისა და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და მოქალაქეები, როგორც ცხინვალის რეგიონიდან. ასევე ენგურის მეორე მხარიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაიკ პენსი

02 აპრილი 2020, 00:42

COVID19

მაიკ პენსი: აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იტალიაში ეპიდემიის მასშტაბებს შეიძლება შევადაროთ

აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იტალიაში ეპიდემიის მასშტაბებს შეიძლება შევადაროთ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტელეკომპანია СNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ვფიქრობთ, რომ ახლა იტალია ყველაზე უფრო აშშ-ის შესადარია ვირუსის გავრცელების კუთხით“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:35

COVID19

გიორგი გახარია: როდესაც შესაძლებელია რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და დარწმუნებული ვარ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება, რომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთლობაზე და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ - - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. პრემიერის განმარტებით რეკომენდაციების გაცემა უკვე ეკლესიამაც დაიწყო, თუმცა გახარია მოსახლეობას ურჩევს შეძლებისდაგვარად რელიგიური რიტუალები სახლში აღასრულონ.

იუან გვინფორ ჯონსი და ბიდიგ მეი უილიამსი

02 აპრილი 2020, 00:33

ტაბლოიდი

უელსელ კაცს 72 წლის წინ ბებიამისის მიერ დაწერილი სასიყვარულო წერილები დაუბრუნეს

ბიდიგ მეი უილიამსმა წერილებს თავის შეყვარებულ იუან გვინფორ ჯონსს 1948 წელს, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე წერდა, რადგან ის მისგან 100 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. ყოველი წერილი შემდეგი მისალმებით იწყებოდა: „გამარჯობა, ჩემო ძვირფასო“.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:27

COVID19

გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლებას მოუწევს იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და დღეს, ამ ბრძოლიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა. მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს და ასეთი დახმარებაც იქნება.

02 აპრილი 2020, 00:27

COVID19

საგარეო უწყების განმარტებით, ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან სამართალდამცველების მობილიზება საგანგებო მდგომარეობას უკავშირდებოდა

"პოლონეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია ადამიანების მასობრივი თავშეყრა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც საელჩოსთან მოგროვდა გარკვეული რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების და მათთან შესახვედრად გამოვიდა საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, ამ დროს სამართალდამცველები გამოჩნდნენ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახსენეს საელჩოს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლება, მოქალაქეთა მასობრივი შეკრება და მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ, როგორც საელჩოს თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს", - განმარტეს საგარეო უწყებაში.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:27

ეკონომიკა

გიორგი გახარია ლარის კურსზე: ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის სისტემურია

„ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის სისტემურია. კურსთა შორის სხვაობის დაზღვევის კომპინენტი ჩვენს ამ პაკეტში უკვვე არსებობს. მოგეხსენაბთ, რომ ჩვენ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე მომწოდებლებს ეს კურსთა შორის სხვაობა დავუზღვიეთ და ამ ნაბიჯებს გავაგრძელებთ იქამდე, სანამდე ეს ტურბულენტობა გაგრძელდება ეკონომიკაში“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი

02 აპრილი 2020, 00:15

COVID19

გიორგი გახარია: სახელმწიფოს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი აქვს

„ქართუს“ დახმარება ყოველთვის სისტემური იყო. ის ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, ბიუჯეტს და სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო ყველაზე მეტად შეზღუდული ან ქვეყანას სჭირდებოდა ექსტრემალური დახმარება-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

02 აპრილი 2020, 00:08

COVID19

გიორგი გახარია: 112-ზე დარეკვის შემდეგ პაციენტები კონსულტაციას მათივე საცხოვრებელი რეგიონის სპეციალისტებისგან მიიღებენ

„ჩვენ შევქმენით პირველი ცხელი ხაზი ვირუსთან ბრძოლის. ეს იქნება სატელეფონო ხაზი, რომელიც მოემსახურება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ექნება შეგრძნება ცხელების, ან რამე სხვა რისკფაქტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება პირველადი კონსულტაცია და ადამიანი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან დარეკავს 112-ზე და მიიღებს პროფესიონალი ექიმების რჩევას. „სწორედ ისინი ეტყვიან, მისი სიმპტომებიდან გამომდინარე, როგორ იმოქმედოს პაციენტმა - დარჩეს სახლში თუ მიმართოს სპეციალურ სტაციონარს, ან ოჯახის, ან სოფლის ექიმი მივა მასთან. ეს არის ვირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი, რომელიც უახლოეს დღეებში გაეშვება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.