imedi /  23 თებერვალი 2020, 11:20 / სანდო წყარო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ოთხ ირანელს A და B ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ირანის მოქალაქეები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი, რენტგენოლოგიური კვლევები და სისხლის შემადგენლობის ანალიზები ჩაუტარდათ. პირველადი ინფორმაციით, მათ სისხლში A და B ტიპის ვირუსი არ ფიქსირდება. ასევე არ ფიქსირდება განსაკუთრებული ცვლილებები, რომლებიც კორონავირუსს ახასიათებს.

ინფექციურ კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებს ელოდებიან, რომლებიც ნაცხს აიღებენ და ლაბორატორიაში კვლევისთვის გადააგზავნიან. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, აქვთ თუ არა ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი. ისინი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმების განცახდებით, მათ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

„ოთხივე ირანელს აღენიშნება ცხელება, ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვების ანთება, A და B ტიპის ვირუსი, არ დასტურდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, მათ შორის ლეიკოპენია და ლიმფოპენია. დიდი ალბათობით, მათ შემთხვევაში კორონავირუსიით ინფიცირება არ დადასტურდება, ახლა ველოდებით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ტესტის პასუხებს დღის ბოლომდე შეგვატყობინებენ“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ქრონიკის“ ინფორმაციით, გვიან ღამით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სხვა უწყებების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

თეირანიდან თბილისში ჩამოსული ირანის 4 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 13:39

პოლიტიკა

ოპოზიციამ ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმების პრინციპების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

მიზანი, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაა. ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების- “გირჩის”, ევროპული საქართველოს”, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების შემდეგ ექსტრაორდინალურ რეფორმებს განახორციელებენ.

28 სექტემბერი 2020, 13:38

საზოგადოება

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს როგორიც არის საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.

28 სექტემბერი 2020, 13:37

სამართალი

ბოლნისში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოკითხვები გრძელდება

„გოგი მეშველიანის პლაკატების გასაკრავად ნახიდურში ჩავედით, ჩაის დასალევად შევედით ჩაიხანაში, სადაც შეკვეთას ველოდებოდით და უეცრად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, რასაც მოყვა ჩაიდნების, სკამებისა და ჯოხების სროლა მოჰყვა. საბოლოოდ, პარტიის ოფისთან ფიზიკურად გაგვისწორდნენ „ნაციონალური მოძრაოვის” აქტივისტები. წარმოაჩინეს ისე, თითქოს ჩვენ დავესხით თავს, მაშინ როცა ჩვენ ვართ დაზარალებულები და ჩვენი ორი აქტივისტი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან“, - განაცხადა ლევან ქუქჩიშვილიმა.

ტოკიო ოლიმპიური თამაშები 2021

28 სექტემბერი 2020, 13:30

სპორტი

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის დაწყების თარიღი ცნობილია

ესტაფეტა 2021 წლის 25 მარტს დაიწყება. მისი სლოგანი იქნება „იმედი გზას გვინათებს“. ესტაფეტა ფუკუსიმას რეგიონში დაიწყება, სადაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფა მოხდა და იაპონიის 47 პრეფექტურას გაივლის.

28 სექტემბერი 2020, 13:24

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, თურქეთის მიერ კონტროლირებად ნაწილზე, 4.6 მაგნიტუდოს სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:12 საათზე მოხდა. ბიძგები 37.57 კილომეტრის სიღრმეზე შეინიშნებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლომდებარე დასახლება 17 კილომეტრში, საბერძნეთში მდებარე აიონ-ოროსის რეგიონია.

ირაკლი სესიაშვილი

28 სექტემბერი 2020, 13:16

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ

„ის არის აბნეული თავის ტყუილებში თავის ვითომდა პოლიტიკურ ინტერესებზე გათვლილი განცხადებებით და თავისთვის შეინახოს ეს ყველაფერი. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნაბიჯები კეთილდღეობისკენ და ქვეყნის გაძლიერებისკენ, ვინც ამის ირგვლივ გაერთიანდება, მადლობა ყველას", - განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

28 სექტემბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

„ძალიან რთული ვითარებაა, არ ჩანს სურვილი და მიდგომა არც ერთი მხარის მხრიდან, რომ ცეცხლი შეწყდეს, საერთაშორისო აქტორებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ“.

თამარ ჟვანია

28 სექტემბერი 2020, 13:03

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირენბული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.

28 სექტემბერი 2020, 13:01

ეკონომიკა

რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, რუსული რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დაეცა. დილის 10:18 საათისთვის დოლარის ღირებულება 78,75 რუბლამდე გაიზარდა, რაც მარტის ბოლოდან, რუსული ვალუტის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროს ღირებულება კი 91,69 რუბლამდე გაიზარდა.

28 სექტემბერი 2020, 13:01

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს და აცხადებს, რომ ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ.

28 სექტემბერი 2020, 12:59

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს

სემინარზე საერთაშორისო ექსპერტმა ჯორჯო არდუინომ ქართველ კოლეგებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა და მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა (გზამკვლევი)“ წარუდგინა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 12:54

მსოფლიო

The NYT: დონალდ ტრამპი საშემოსავლო გადასახადს 10 წლის განმავლობაში არ იხდიდა

​„გასული 15 წლიდან 10-ის განმავლობაში ის საშემოსავლო გადასახადს საერთოდ არ იხდიდა. ძირითადად იმიტომ, რომ გაცილებით მეტ ფულს კარგავდა, ვიდრე იღებდა“, - წერია სტატიაში.

28 სექტემბერი 2020, 12:51

რეგიონი

გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.

28 სექტემბერი 2020, 12:38

რეგიონი

კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეებმა მოსავლის რეალიზაციით 204 მლნ ლარი მიიღეს

28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2020, 12:38

საზოგადოება

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას

ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან საყურადღებოა რაც ხდება, ხდება, მაგრამ ეს არ არის შემთხვევათა დრამატული ზრდა, რომ პანიკა შეიქმნას ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: როცა ვაქცინა დაშვებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, შესაბამისი მარაგი უნდა შეიქმნას

„ბევრი კომპანია მუშაობს ისეთ ვაქცინაზე, რომელიც ე.წ. „შპრიცდოზაში“ იქნება და მას არ სჭირდება არავითარი შპრიცი და ნემსი. როცა მოახლოვდება ის დრო, როცა ვაქცინა დაშვებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, რა თქმა უნდა, იქამდე დიდი ხნით ადრე გვეცოდინება, ეს ვაქცინა ჩამოსხმული იქნება ფლაკონებში, ე.წ. „შპრიცდოზებში“ თუ სხვა და შესაბამისი მარაგი უნდა შეიქმნას“.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის

არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „აჭარაში ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, მთლიანად ჯანდადცვის სისტემამ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უკვე აქტიურად ჩაერთო. კერძოდ, ეს პროცესი უკვე ეტაპობრივად ხორციელდება ქუთაისში, ბათუმში, თუმცა იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში.

ტესტები

28 სექტემბერი 2020, 12:23

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მარაგში ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი აქვს

„ამის წარმოება უკვე საქართველოშიც გახლავთ, ამიტომ კლინიკებს ის რა თქმა უნდა აქვთ და ასევე სტრატეგიულ მარაგში, მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს. ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაახლოებით ნახევარი მილიონი PCR-ტესტის მარაგი ამჟამად გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:21

COVID19

ამირან გამყრელიძე: სლოგანი, „დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ

„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.