imedi /  23 თებერვალი 2020, 15:44 / სანდო წყარო

ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია

სოფელი კირბალი

სოფელი კირბალი

ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

საქართველოს მოქალაქე ალეკო შიუკაშვილი ოკუპანტებმა გასულ ღამეს სოფელ კირბალიდან გაიტაცეს, სადაც ის ტყეში შეშაზე იყო წასული. გატაცების შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 20:57

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

23 სექტემბერი 2020, 20:47

საზოგადოება

ფონიჭალაში 7000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ახალი გაზმარეგულირებელი სადგურის (გსმ) მონტაჟი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების გამო რაიონის 7000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო

ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხდა.

კელი დეგნანი

23 სექტემბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მისასალმებელია, რომ საარჩევნო ქცევის კოდექსს ხელი ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა

ვიმედოვნებ, 2020 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ პოლიტიკური ქცევის წესებს ბევრმა პარტიამ ხელი მოაწერა. „საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელია ტემპერატურის ზრდა, თუმცა გამამხნევებელი და იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის კოდექსს. მეტიც, არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ერთად შეიმუშავეს. ეს ძალიან კარგი და გაბედული ნაბიჯია მათი მხრიდან.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:19

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს

ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება სათანადო რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს.

იოსებ ხახალეიშვილი

23 სექტემბერი 2020, 20:01

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი

საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეულია, მისთვის მნიშვნელოვანია.

დიმიტრი პესკოვი

23 სექტემბერი 2020, 19:57

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნება.

23 სექტემბერი 2020, 19:55

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. უბანში მცხოვრები 120-მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.

ალეკო ელისაშვილი

23 სექტემბერი 2020, 19:47

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან, ოღონდ მევახშეობა აიკრძალოსო რომ წავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი

ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან და „ლელოსგან“, ნებისმიერ ინიციატივას, მაგრამ „მევახშეობა“ აიკრძალოსო და ლამისაა, ახლა მოითხოვონ ბანკები აიკრძალოსო, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გუნდის, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძე ინიციატივას კერძო იპოთეკარების აკრძალვაზე. მისი თქმით, გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გასაგებია, რომ უცნაური რაღაცებიც უნდა თქვან მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.

23 სექტემბერი 2020, 19:46

COVID19

შემოსავლების სამსახურის 596 თანამშრომელს მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა

COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 18-23 სექტემბერს, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი 2“, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“, საერთო ჯამში 596 პირს) გამოკვლევა ჩაუტარდა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

23 სექტემბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ზურაბ ჯაფარიძე

23 სექტემბერი 2020, 19:37

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მევახშეობა არის ფულის გასესხება პროცენტზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას აკეთებს კარგად შეფუთული საბანკო ოფისი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კერძო პირი

მისი თქმით, მევახშეობა არის ფულის გასესხება პროცენტზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას აკეთებს კარგად შეფუთული და კარგად გარემონტებული საბანკო ოფისი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კერძო პირი. „მევახშეობა არის მევახშეობა, მთელი ცხოვრება რითიც იყო დაკავებული ბატონი ხაზარაძე. ბანკის საქმე არის მევახშეობა, ანუ ფულით ფულის კეთება”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

თამარ გაბუნია

23 სექტემბერი 2020, 19:33

COVID19

თამარ გაბუნია: საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის

ცნობილია, რომ კოვიდის შემთხვევაში ჰოსპიტალური მოვლა სჭირდება 20%-ს, ჩვენი გამოცდილებაც ამას მიუთითებს. დანარჩენის მართვა შესაძლებელია ჰოსპიტალს გარეთ. ამის რესურსი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. დღეს მობილიზებულია 3000-მდე საწოლი და ნახევარზე ნაკლები არის დატვირთული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჭარაში ჟურნალისტებს განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის.

კახა კუკავა

23 სექტემბერი 2020, 19:32

პოლიტიკა

კახა კუკავა: ხაზარაძე ლაპარაკობს საკრედიტო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციაზე, გიგა ბოკერია ადამიანის უფლებებზე და ალბათ, კახა ოქრიაშვილი მალე დაიწყებს საუბარს წამლის ფასების შემცირებაზე

ხაზარაძე ლაპარაკობს საკრედიტო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციაზე, გიგა ბოკერია ადამიანის უფლებებზე და ალბათ, კახა ოქრიაშვილი მალე დაიწყებს საუბარს წამლის ფასების შემცირებაზე, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძე ინიციატივას კერძო იპოთეკარების აკრძალვაზე. მისი თქმით, ეს საარჩევნო კამპანია კი არ შექსპირის 66-ე სონეტაა, სადაც ყველაფერი გადაბრუნებულია და ყველაფერი უკუღმა ხდება ამ ქვეყანაში.

23 სექტემბერი 2020, 19:26

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 1-ლი მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თამარ გაბუნია

23 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

თამარ გაბუნია: შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი

შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი, რაც პროგნოზულად კეთილსაიმედოა, რადგან ლოკალიზებული ეპიდემიის მართვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჩვენ დღეს დავინახავდით შემთხვევების თანაბარ მატებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

კელი დეგნანი

23 სექტემბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

კელი დეგნანი: სასარგებლოა, როცა ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაცია შეუძლიათ

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობას შორის კომუნიკაციის არხი წლებია, არსებობს, ის მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს და იმედია, ასეც გაგრძელდება, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობებისთვის ქმედებების კოორდინაციისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

23 სექტემბერი 2020, 19:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 640 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 640 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

მარია ზახაროვა

23 სექტემბერი 2020, 19:08

მსოფლიო

მარია ზახაროვა: რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას.

23 სექტემბერი 2020, 19:02

COVID19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.