imedi /  25 თებერვალი 2020, 14:33 / სანდო წყარო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ყველა სიახლე

ბოჭორიშვილის კლინიკა

30 მარტი 2020, 19:28

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ორი პაციენტის ტესტების პასუხებს ელოდებიან

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ორი პაციენტის ტესტების პასუხებს ელოდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა მედეა კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ორი პაციენტის ბიოლოგიური სინჯების კვლევა მიმდინარეობს. კლინიკაში ასევე მოთავსებულია ერთი ახალი პაციენტი, რომლის ბიოლოგიური სინჯი ჯერ აღებული არ არის და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. სულ კლინიკის ბოქსირებულ დეპარტამენტში ამ ეტაპზე 12 პაციენტია, რომელთაგანაც 5 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ახალი შემთხვევები კი დღეს არ გამოვლენილა.

დავით ბაქრაძე

30 მარტი 2020, 19:26

COVID19

დავით ბაქრაძე: ამ რთულ დღეებში ხელისუფლებას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება

„ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მთავარი ღირებულება, ამიტომ სახელმწიფოც და ხელისუფლებაც ვალდებულია გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე. რაც არ უნდა მკაცრად მოგვეჩვენოს ეს ნაბიჯები, ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, დღეს მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ ამ ნაბიჯების აუცილებლობას ვხედავთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

30 მარტი 2020, 19:23

COVID19

როგორი სისტემით არეგულირებს „თბილისი მოლი“ რიგს. ვიდეო

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდვებია დაწესებული სავაჭრო დაწესებულებებში, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან შენობაში მყოფ ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა და მათ შორის სოციალური დისტანცია. როგორი სისტემით არეგულირებს „თბილისი მოლი“ რიგს, ნახეთ ვიდეო.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 19:15

COVID19

რა წესები იმოქმედებს ადვოკატებისთვის საპატიმროების მართვის ახალ ეტაპზე გადასვლისას

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რა წესები იმოქმედებს ადვოკატებისთვის საქართველოს საპატიმროების მართვის ახალ ეტაპზე გადასვლისას. როგორც თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პირობები ისევ მკაცრი დარჩება, როგორც აქამდე იყო. კერძოდ, ადვოკატი საპატიმროში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ბრალდებულის საქმის პროცედურული საკითებია მოსაგვარებელი.სხვა შემთხვევაში იმოქმედებს მინის ბარიერი, როდესაც ადვოკატიც და პატიმარიც სპეციალურად აღიჭურვება.

გემი USNS Comfort

30 მარტი 2020, 19:14

COVID19

ნიუ-იორკში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო 1000 პაციენტს ე.წ. მცურავ ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკიდან ნიუ-იორკში ე.წ. მცურავი ჰოსპიტალი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. გემი USNS Comfort-ი 1000 პაციენტზეა გათვლილი და მასში ქალაქის სხვა კლინიკებიდან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს გადაიყვანენ, გათავისუფლებულ ადგილებზე კი კორონავირუსით ინფიცირებულებს მოათავსებენ.

30 მარტი 2020, 19:13

რეგიონი

ბათუმში ხვალ დილიდან ბლოკპოსტები განთავსდება

ბლოკ-პოსტებს, რომლებიც ბათუმის შესასვლელებთან განთავსდება, მოქალაქეები გაივლიან თერმოსკრინინგს.ბლოკპოსტებში ვითარებას და საგანგებო მდგომარეობას შს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების დანაყოფები გააკონტროლებენ. საველე ოპერაციების შტაბს კი თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2020, 19:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა

მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „კორონავირუსთან ბრძოლაში ფედერალურმა მთავრობამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმე გააკეთებდა. მძინარე ჯო პრეზიდენტო რომ ყოფილიყო ახლა, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა. კორონავირუსთან ბრძოლაში უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. ზოგადად, პრეზიდენტად უნდა გვყავდეს ადამიანი, ვისაც უნარები გააჩნია. ჯო ბაიდენი ასეთი ადამიანი არ არის, ჩემი აზრით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 19:04

COVID19

საგანგებო რეჟიმის განმეორებით დამრღვევს დააპატიმრებენ და ცალკე საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებენ

სანქციების მხრივ რამე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თეა წულუკიანის განმარტებით, ძალაში რჩება ის ჯარიმები, რაც საგანგებო რეჟიმის პირობებში დაწესდა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:55

COVID19

მაია ცქიტიშვილი: 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება

21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

აჭარის მთავრობა

30 მარტი 2020, 18:54

COVID19

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ეს ბათუმში მერვე შემთხვევაა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა იმ პირებიდან ერთ-ერთთან, რომლებსაც კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდათ და ახლა ბათუმში გადიან მკურნალობას.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 18:47

COVID19

საქართველში ყველა სანოტარო ბიურო ორი დღით დაიკეტა

მე როგორც უწყების ხელმძღვანელს, გამიჩნდა განცდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც ბოლო დღეებში მქონდა იმის შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს, ან ნოტარიუსის თანაშემწეს, გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისათვის, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, არაერთმა მოქალაქემ ეს დღეს უკვე შეამჩნია, დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველში, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაიკეტა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოსსხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:38

COVID19

გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, თითქოს სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ, ეს სიცრუეა

თუ ხვალ იქნება აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. ან თუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებული ვარ, აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვპასუხობდე, ისე როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სწრაფი ტესტების შესახებ დასმული შეკითხვის ავტორს განუცხადა.

30 მარტი 2020, 18:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ჩემი აზრით, ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო და აღნიშნა, რომ თავიდან პრეზიდენტი უარყოფდა ქვეყანაში ამ პრობლემის არსებობას. „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. მას უამრავი პრობლემა აქვს. იგი ქვეყნის და მისი ოჯახის სირცხვილია. რა საშინელი განცხადება გააკეთა. ერთადერთი, რაზეც ყოველთვის კონცენტრირდებოდა, იმპიჩმენტი იყო. პანდემიასთან დაკავშირებით არასოდეს უთქვამს რამე. იმპიჩმენტი წააგო და სულელივით გამოიყურებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:30

COVID19

მაია ცქიტიშვილმა ე.წ. კომენდანტის საათის დროს ტრანსპორტის გადაადგილების სქემა განმარტა

„ასევე არის ნებადართული იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდს, დამატებით გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ ის სატრანსპორტო საშუალებები რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი. ეს შეეხება მედიის წარმომადგენლებსაც და უნდა მიმართოთ სპეციალურ საკოორდინაციო შტაბს. იმოქმედებს ცხელი ხაზი 144, რომელზეც მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს და ბიზნესს დამატებითი განმარტებების მიღება შეეძლებათ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 18:29

საზოგადოება

წულუკიანი ამომრჩევლების მონაცემების ბაზის გავრცელებაზე: დადასტურებით ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა

იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები მუშაობენ იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა და საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

30 მარტი 2020, 18:26

სამართალი

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ ,,გოლდთან“ ორმა პირმა ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთხელ გასროლეს. დაკავებულებ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 თორნიკე რიჟვაძე

30 მარტი 2020, 18:25

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მედპერსონალს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მედპერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე პროცესებზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და კლინიკების მზადყოფნაზე ისაუბრეს.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:24

COVID19

მაია ცქიტიშვილი: არ მივაწყდეთ მაღაზიებს, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი

შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი პროდუქციის მომარაგებაში შეფერხება არ არის.

თბილისის მერია

30 მარტი 2020, 18:22

COVID19

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:10

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურეობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უწევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ ეს საავადმყოფო და მისი მზაობა გვენახა. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ეს ჩვენთვის სულერთია“, - აღნიშნა გახარიამ. მისივე განცხადებით, სადაც იქნება საშუალება, საქართველოს ხელისუფლება ყველას მიეხმარება, როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე ყველა იმ საშუალებით, რომელსაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უწევს.