Imedi.ge /  25 თებერვალი 2020, 16:51 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილმა წარმატებული კადეტები დააჯილდოვა და ლიტერატურულ პერფომანსს დაესწრო, რომლითაც კადეტებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 15:26

მსოფლიო

სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა

სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ნათია თურნავა

28 სექტემბერი 2020, 15:13

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი იძლევა საშუალებას, საპენსიო აქტივების განთავსება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს

„დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა თურნავამ.

დიმიტრი პესკოვი

28 სექტემბერი 2020, 15:13

მსოფლიო

კრემლი: მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

„მივიჩნევთ, რომ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, კონფლიქტის დარეგულირებამ კი პოლიტიკურ-დიპლომატიურ ჩარჩოში გადაინაცვლოს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

28 სექტემბერი 2020, 15:09

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ბელარუსი დაკავება

28 სექტემბერი 2020, 15:00

მსოფლიო

ბელარუსში პოლიციამ საპროტესტო აქციის 350-ზე მეტი მონაწილე დააკავა

სამართალდამცველებმა აქციების მონაწილეების მიმართ სხვადასხვა სპეცსაშუალებაც გამოიყენეს, მათ შორის ცრემლმდენი გაზი.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 14:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: თბილისში ინფექცია ჯერ აქტიურად არ ცირკულირებს

„არავითარი კარავის დადგმა არ იგეგმება. ჩვენ თბილისში პილოტირება გავაკეთეთ და, კარავი გექნება, თუ მაგიდა, სამი დღის განმავლობაში ყველას შეეძლო მისვლა. მივიდა 988 ადამიანი და აღმოაჩნდა მხოლოდ შვიდს, რომელიც 0.7 პროცენტია. ანუ, თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს“.

ჰულუსი აქარი

28 სექტემბერი 2020, 14:58

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში.

28 სექტემბერი 2020, 14:50

მსოფლიო

ერთი წლის შემდეგ, Uber-მა ლონდონში ოპერირების ლიცენზია კვლავ მოიპოვა

ტაქსის ონლაინ-გამოძახების სერვისს, Uber-ს ლონდონში ოპერირებისთვის, ლიცენზია 18 თვით გაუხანგრძლივდა. ბრიტანეთის დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის უფლება Uber-ს ერთი წელია, აღარ აქვს. ეს მას შემდეგ, რაც ლონდონის სატრანსპორტო სამსახურმა კომპანიას ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განუცხადა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 სექტემბერი 2020, 14:32

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, ბელარუსის კრიზისში შუამავლის როლი შეასრულოს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

ბაქო, 27 სექტემბერი, აზერბაიჯანელ სამხედროებს გზაზე შეკრებილი მოქალაქეები აცილებენ

28 სექტემბერი 2020, 14:30

მსოფლიო

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება განახლდა - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, რის შედეგედაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობით, მათ კონტროლს დაუბრუნდა რამდენიმე რეგიონი, რომელიც კვირას მომხდარი დაპირისპირებისას დაკარგეს. რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას მათი კიდევ 15 სამხედრო დაიღუპა.

28 სექტემბერი 2020, 14:26

სამართალი

გურჯაანში დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში” მოათავსა. დაშავებულს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

28 სექტემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადახვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. სხდომაზე ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომეხთა სამოციქულო და ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებს მოუსმინა.

ოლივიერ რუსო

28 სექტემბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

ოლივიერ რუსო: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის

„ოფიცრის საქმიანობა გამართულად მიმდინარეობს. „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. იგი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და განსაზღვრავს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით, მაღალი რეალური შემოსავლიანობის მისაღწევად“, - აცხადებს რუსო.

გიორგი გახარია

28 სექტემბერი 2020, 13:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ონლაინ სწავლა

28 სექტემბერი 2020, 13:49

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 12-16 ოქტომბერს ჩატარდება საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის განცხადებით, მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სკოლები უნდა დაუკავშირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეფასების პროცესში სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ.

28 სექტემბერი 2020, 13:48

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

28 სექტემბერი 2020, 13:48

მსოფლიო

საომარი მოქმედებების გამო, აზერბაიჯანმა საერთაშორისო ფრენების ნაწილი გააუქმა

საომარი მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში, საერთაშორისო ფრენების ნაწილი გაუქმდა, 30 სექტემბერს დაგეგმილი, ბაქო-ნახჩივანი-ბაქოს ფრენები კი შეჩერდა. გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქოს რეისი, როემლიც 1-ელ ოქტომბერს უნდა შესრულებულიყო. 2 ოქტომბერს კი ბაქო-ბერლინი-ბაქოს რეისიც აღარ შესრულდება.

28 სექტემბერი 2020, 13:46

საზოგადოება

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს.

28 სექტემბერი 2020, 13:39

პოლიტიკა

ოპოზიციამ ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმების პრინციპების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

მიზანი, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაა. ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების- “გირჩის”, ევროპული საქართველოს”, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების შემდეგ ექსტრაორდინალურ რეფორმებს განახორციელებენ.

28 სექტემბერი 2020, 13:38

საზოგადოება

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს როგორიც არის საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.