imedi /  25 თებერვალი 2020, 23:48 / სანდო წყარო

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ვანო მერაბიშვილზე: მაგას იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, რომ უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა

ლია კრიალაშვილი

ლია კრიალაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო სისხლიანი მოძრაობა, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ განაცხადა. ლია კრიალაშვილის თქმით, გია ბარამიძემ ერთ-ერთ გადაცემაში მის ძმას კრიმინალი უწოდა.

„მეუბნება, რომ ორჯერ ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მე ვეკითხები ახლა ამ 7 წლის განმავლობაში თვითონ რამდენჯერ ჰქონდა გადატრიალების მცდელობა და ეს ხელისუფლება რატომ დუმდა, რატომ საკადრისი პასუხი არ გასცა იმ მცდელობის გამო? არ დასჯილა არავინ ამისთვის. არც 21 ივნისისთვის დაისაჯნენ საკმარისად. რომ ააფრიალებენ ამ სურათებს და დარბიან და ადარებენ 21 ივნისს 7 ნოემბერს და 26 მაისს, დიდი ბოდიში, ძალიან სხვაობა იყო ამ წლებს შორის, ამ აქციების დარბევის დროს“, - განაცხადა კრიალაშვილმა. 

მისი თქმით, სასამართლოს ვანო მერაბიშვილისთვის უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯა. 

„ვანო მერაბიშვილს, მე თუ მკითხავთ, უნდა ჰქონოდა წაყენებული უვადო პატიმრობა. მაგას იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, რომ უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა. რა თქმა უნდა,  ჩვენ, ადამიანები ვერ გადავწყვეტთ იმას, დაველაპარაკოთ თუ არ დაველაპარაკოთ. ეს უკვე სახელმწიფოს ბრალია და ხელისუფლებასაც ვადანაშაულებ აი ამ კოჰაბიტაცით და ასე ლოიალური მიდგომით“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 23:46

ვიდეო

გიორგი გახარია: ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავეხმაროთ კონკრეტულ მოქალქეებს სოციალური პრობლემების მოგვარებაში და დავეხმაროთ კომპანიებს, მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება...

02 აპრილი 2020, 00:27

COVID19

საგარეო უწყების განმარტებით, ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან სამართალდამცველების მობილიზება საგანგებო მდგომარეობას უკავშირდებოდა

"პოლონეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია ადამიანების მასობრივი თავშეყრა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც საელჩოსთან მოგროვდა გარკვეული რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების და მათთან შესახვედრად გამოვიდა საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, ამ დროს სამართალდამცველები გამოჩნდნენ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახსენეს საელჩოს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლება, მოქალაქეთა მასობრივი შეკრება და მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ, როგორც საელჩოს თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს", - განმარტეს საგარეო უწყებაში.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:27

COVID19

გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლებას მოუწევს იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და დღეს, ამ ბრძოლიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა. მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს და ასეთი დახმარებაც იქნება.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:27

ეკონომიკა

გიორგი გახარია ლარის კურსზე: ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის სისტემურია

„ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის სისტემურია. კურსთა შორის სხვაობის დაზღვევის კომპინენტი ჩვენს ამ პაკეტში უკვვე არსებობს. მოგეხსენაბთ, რომ ჩვენ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე მომწოდებლებს ეს კურსთა შორის სხვაობა დავუზღვიეთ და ამ ნაბიჯებს გავაგრძელებთ იქამდე, სანამდე ეს ტურბულენტობა გაგრძელდება ეკონომიკაში“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი

02 აპრილი 2020, 00:15

COVID19

გიორგი გახარია: სახელმწიფოს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი აქვს

„ქართუს“ დახმარება ყოველთვის სისტემური იყო. ის ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, ბიუჯეტს და სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო ყველაზე მეტად შეზღუდული ან ქვეყანას სჭირდებოდა ექსტრემალური დახმარება-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

02 აპრილი 2020, 00:08

COVID19

გიორგი გახარია: 112-ზე დარეკვის შემდეგ პაციენტები კონსულტაციას მათივე საცხოვრებელი რეგიონის სპეციალისტებისგან მიიღებენ

„ჩვენ შევქმენით პირველი ცხელი ხაზი ვირუსთან ბრძოლის. ეს იქნება სატელეფონო ხაზი, რომელიც მოემსახურება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ექნება შეგრძნება ცხელების, ან რამე სხვა რისკფაქტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება პირველადი კონსულტაცია და ადამიანი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან დარეკავს 112-ზე და მიიღებს პროფესიონალი ექიმების რჩევას. „სწორედ ისინი ეტყვიან, მისი სიმპტომებიდან გამომდინარე, როგორ იმოქმედოს პაციენტმა - დარჩეს სახლში თუ მიმართოს სპეციალურ სტაციონარს, ან ოჯახის, ან სოფლის ექიმი მივა მასთან. ეს არის ვირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი, რომელიც უახლოეს დღეებში გაეშვება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:02

COVID19

გიორგი გახარია: ადამიანი, რომლის ჯანმრთელობაზეც ჩვენ ვზრუნავთ, მის ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა ვიზრუნოთ

ძირითადი ამოცანა არის, რომ კრიზისის დამარცხების შემდგომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შევუნარჩუნოთ. ადამიანი, რომლის ჯანმრთელობაზეც ჩვენ ვზრუნავთ, მის ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა ვიზრუნოთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. პრემიერის აზრით, რთულია კრიზისის დროისა და სიმძიმის განსაზღვრა. გახარიას განმარტებით დღეს ხელისუფლებას ორი ძირითადი ამოცანა აქვს. „შეიძლება რაღაც პერიოდი გაგვიჭირდეს, და ეს მოხმარება და მოთხოვნილება ყველამ ერთად უნდა შევიმციროთ. ყველამ დაწყებული რიგითი მოქალაქიდან დამთავრებული ბიზნესით. ყველა სოციალურმა ჯგუფმა, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებმაც. მაგრამ რა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?! ვერცერთმა ძლიერი ეკონომიკის ქვეყანამ დღეს, პოსტკრიზისული განვითარების გეგმა ჯერ ვერ შექმნა. მარტივი მიზეზების გამო, შეუძლებელია დაგეგმარება სიღრმის, დროის ამ კრიზისში ყოფნის. ვერავინ ვერ განსაზღვრავს დღეს ზუსტად, რა თქმა უნდა აზრები ბევრია.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:01

COVID19

გიორგი გახარია: დღეს არ არსებობს ფორმულა, რითაც შეიძლება ამ პანდემიას ებრძოლო

რომ შევადაროთ ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობით იგივეა, რაც საქართველო, ნახავთ, რომ მათ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს თვენახევრით, ორი თვით დაგვიანებით, ვიდრე საქართველომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პირველივე ეტაპზე ხელისუფლებამ მოუსმინა პროფესიონალებს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და გააკეთა დასკვნა, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს არსებულ ვითარებაში გააჩნდა, იყო მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:59

COVID19

გიორგი გახარია: დღეს ჩვენ სხვა ბრძოლაში ვართ

დღეს ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს და სხვა ბრძოლაში ვართ, სხვა პროექტებსაც მივხედავთ, მაგრამ დღეს ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმთელობასა და სიცოცხლეზე, სამუშაო ადგილებზე და მის კონკრეტულ შემოსავალზე უნდა ვიზრუნოთ- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:47

COVID19

გიორგი გახარია: ე.წ. ოქროს სტანდარტის გარეშე სწრაფი ტესტები არის მხოლოდ ნაწილობრივი ინსტრუმენტი

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სწრაფი ტესტების კონტექსტში, პროფესიონალები გვეუბნებოდნენ, რომ არის უმაღლესი სტანდარტი, ოქროს სტანდარტი, ანუ მოლეკულურ დონეზე ჩატარებული „პი-სი-არ“ ტესტები, რომლის გარეშეც სწრაფი ტესტებიც არის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივი ინსტრუმენტი. საბოლოო დიაგნოზი მაინც მოლეკულურ დონეზე დგინდება, - ამის შესახბე პრემიერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:33

COVID19

გიორგი გახარია: ხელისუფლების სწრაფი ნაბიჯები არ არის იმის გარანტია, რომ ხვალ ისეთი შედეგი იქნება, რომელსაც დღეს ვგეგმავდით

ქვეყნებმა, რომლებიც მოსახლეობით იმხელაა, რამხელაც საქართველო, რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს თვენახევრის ან 2 თვის დაგვიანებით, ვიდრე საქართველომ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ პირველივე ეტაპზე მოუსმინა პროფესიონალებს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და დაასკვნა, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვაა.

01 აპრილი 2020, 23:31

ვიდეო

გიორგი გახარია: ეს არის ბრძოლა რომლის ზუსტი პროგნოზი როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ, დღეს მსოფლიოში არავინ იცის..

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:30

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯები იყო დროული. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო ეფექტური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:29

COVID19

გიორგი გახარია: ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი ერთიანობის გარეშე

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებია მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი.

01 აპრილი 2020, 23:25

ვიდეო

როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან დღემდე

01 აპრილი 2020, 23:22

COVID19

თურქეთში სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების 601 შემთხვევა დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 679-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 63 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, გარდაცვლილთა რიცხვი 277-მდე გაიზარდა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:19

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა ციცაბოს პიკი არ იყოს, ჩვენ გვჭირდება პლატო

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ციცაბოს პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ. ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც დღეს ჩვენ ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ღია ეთრში“ განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, მათი ძირითადი ტაქტიკური ნაბიჯები დაფუძნებულია, მაღალი რანგის პროფესიონალების ჩართულობა და დროული, ეფექტური მენეჯმენტი.

ნინო ლომჯარია

01 აპრილი 2020, 23:19

რეგიონი

ომბუდსმენი ქვემო ქართლის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ კარანტინის დასრულების შესახებ ცრუ შეტყობინებებს უზავნიან

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვემო ქართლის მოსახლეობას მიმართავს. ომბუდსმენის განცხადებით, სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, თითქოს კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა. „სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!!!

01 აპრილი 2020, 23:19

ვიდეო

გიორგი გახარია: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 23:10

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, როდის არის ადამიანი გადამდები

ადამიანი ძალიან გადამდებია, როდესაც კლინიკა დაეწყება, განსაკუთრებით კი, როცა ხველა დაეწყება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა. თუმცა როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები კლინიკის დაწყებამდე 1 დღით ადრეც.