imedi /  28 თებერვალი 2020, 20:52 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდა სავალდებულოა და ამ თანხას ერიცხება პროცენტები

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ჩვენს არგუმენტებს მინისტრთა კომიტეტი ყოველ ჯერზე იზიარებს და გამოსცემს საქართველოს არგუმენტების შესაბამის რეზოლუციას, სადაც ახსენებს რუსეთს, რომ არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული და კომპენსაციის გადახდა უპირობოდ სავალდებულოა და ამ თანხას ერიცხება პროცენტები, - ამის შესახებ ე.წ. დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დავიწყეთ დავა იქიდან, რომ რუსეთი ამბობდა − საერთოდ დეპორტაციას და ჩვენი მოქალაქეების კოლექტიურ გამოძევებას ადგილი არ ჰქონია და არც უკანონო პატიმრობები ყოფილა სახეზე. ჩვენ ეს დავა მრავალი წლის პროცედურული, სხვადასხვა პერიპეტიის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მოვიგეთ. თავიდან სია იყო წარდგენილი ძალიან მცირე, რადგან ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ვთვლიდით, რომ შეიძლებოდა, უბრალოდ, საილუსტრაციო სიის საფუძველზე დადგენილიყო დარღვევები, თუმცა, შემდეგ შევხედეთ, რომ რუსეთს შეეძლო, ამით ესარგებლა და, სირთულეების მიუხედავად, შევქმენით სრულყოფილი სია და წარვადგინეთ ასობით ადამიანის კონკრეტული სია.

რა თქმა უნდა, ამან დაასუსტა რუსეთის პოზიციები და ამის წყალობით ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოვიგეთ. დავაზე გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და რუსეთი უკვე მინისტრთა კომიტეტის წინაშე უკვე ეჭვქვეშ აყენებს ამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და ყველაფერს აკეთებს პროცედურულად იმისთვის, რომ 10 მლნ ევროს ოდენობის თანხა საქართველოს არ ჩაურიცხოს. მას მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რუსეთი ამბობს, რომ 10 მლნ ევრო საქართველოს კი არ უნდა ჩაურიცხოს, არამედ საქართველომ უნდა თქვას, ვისზე განაწილდება ეს თანხა. ჩვენ მიერ წარდგენილ სიაზე ის ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ იქ ზოგიერთი ადამიანი არის მსხვერპლი, რომ ნამდვილად ეს თანხაა გადასახდელი და ა.შ.

კარგია, რომ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტზე ჩვენ ვითხოვთ საჯარო დებატებს და განხილვებს და ეს ჩვენი მოთხოვნა კმაყოფილდება. სულ რამდენიმე დღის წინათ მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ მისი ეს ვალდებულება გადახდასთან დაკავშირებით არის უპირობო. ის ვერავითარ პირობას − რომ გვარი არ მოსწონს, სახელი არ მოსწონს, სიის ოდენობა არ აკმაყოფილებს − ვერ დააყენებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომ ეს თანხა რაც შეიძლება მოკლე ვადაში ჩარიცხოს; თანხა, რომელსაც დიდი ხანია, უკვე ერიცხება პროცენტები პირგასამტეხლოს სახით, რადგან, როგორც იცით, როდესაც მოპასუხე არ ჩარიცხავს თანხას, ეს თანხა საგრძნობლად იზრდება. ჩვენ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, როდესაც რუსეთი ერთსა და იმავე არგუმენტს აყენებს − რომ მას სჭირდება სია, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს სია არსებობს. ჩვენს არგუმენტს მინისტრთა კომიტეტი ყოველ ჯერზე იზიარებს და გამოსცემს საქართველოს არგუმენტების შესაბამის რეზოლუციას, სადაც ახსენებს რუსეთს, რომ არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული და რომ უპირობო ვალდებულებაა ამ თანხის ჩარიცხვის, რომელსაც, როგორც უკვე გითხარით, ერიცხება პროცენტები.

ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჯერ რუსეთს დავის წაგება არ უნდოდა, არც იმის აღიარება უნდოდა, რომ დარღვევები იყო ჩადენილი ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებით და ახლა არ უნდა, თანხა ჩარიცხოს და იყოს წაგებულის პოზიციაში. სხვა ახსნა ამას, უბრალოდ, არ აქვს. გასაკვირი აქ, ალბათ, არაფერია, როდესაც ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. თანხაზე საუბარი მას არ სურს, მითუმეტეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგიდან წელს უკვე ველოდებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

27 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელშიც 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კომპენსაციის გადახდის პირობებია გაწერილი.

გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო, რომლის თანახმადაც რუსეთმა საქართველოს 1500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.