imedi /  29 თებერვალი 2020, 14:46 / სანდო წყარო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.

იაპონიის ელჩმა თავის მხრივ ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იაპონიაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რომელ რეგიონში და ქალაქებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი შემთხვევა და რა ღონისძიებებს, აკრძალვებსა თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელება საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე სახელმწიფოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 11:26

COVID19

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში 2 ღამე გაატარა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას კორონავირუსთან ბრძოლაში სასუნთქი აპარატი დაეხმარა, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ბორის ჯონსოსნს კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაახლოებით 2 კვირის წინ დაუდგინდა, რის შემდეგაც ის წმინდა თომას საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს, რადგან მუდმივად ახველებდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თუმცა, ორშაბათს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

08 აპრილი 2020, 11:16

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდასტურდა

„კორონავირუსი 25 პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ეს გახლავთ 14 წლის ბავშვი. ის იმ ოჯახიდანაა, რომლის 2 წევრი გუშინ დადებითი პასუხით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

08 აპრილი 2020, 11:11

COVID19

სოფელ რუისში თვითიზოლაციაში მყოფ ოთხ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შიდა ქართლში, სოფელ რუისში თვითიზოლაციაში მყოფ ოთხ ადამიანს, რომელსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ტესტირების პასუხები დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს.

სერგო რატიანი

08 აპრილი 2020, 11:11

საზოგადოება

„ევროპული საქართველო“ განათლების სამინისტროს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ამ მომენტიდან უკვე დავიწყოთ მზადება რთული სცენარისთვის, ამიტომ ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს. ვფიქრობთ, შეთავაზებული წინადადებები, ან მათი მოდიფიცირებული ვარიანტი, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს და, ამავდროულად, თავიდან ავიცილებთ საგანმანათლებლო სისტემის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ რისკებს“, - აცხადებს რატიანი.

კორონავირუსი გერმანია

08 აპრილი 2020, 10:58

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 103 228 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 1 861 პაციენტი. ამასთან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკაზე შემთხვევათა რაოდენობა 107 663-ია, გარდაცვლილთა კი 2 ათასს აჭარბებს. Deutsche Welle-ში განმარტავენ, რომ კოხის ინსტიტუტის მონაცემები მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტაციაზეა დაფუძნებული, რომლის ასატვირთად ჯანდაცვის სამინისტროს ხშირად ერთი სამუშაო დღე სჭირდება.

08 აპრილი 2020, 10:45

COVID19

ფოთის საკონტროლო პუნქტებზე კონტროლის წესები შეიცვალა

ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კონტროლის წესები შეიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. მხოლოდ მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში.

მარინა ეზუგბაია

08 აპრილი 2020, 10:43

COVID19

ინფექციურში მოთავსებული ორი ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება

გუშინ დილით ამ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტი იყო დაგვემატა 13. ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ახალი 13 პაციენტიდან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში, დანარჩენები თბილისში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ბათუმის ინფექციური

08 აპრილი 2020, 10:42

COVID19

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა

ინფიცირებულთა შორისაა ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი და მამა. სამი პირია სოფელ გვარაში მშობლების სამეზობლოდან. 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია.

08 აპრილი 2020, 10:38

ტექნოლოგიები

2020 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე გასულ ღამეს გამოჩნდა

სუპერმთვარედ დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს. აპრილის მოვლენა წლის ყველაზე ახლომდებარე სუპერმთვარეა, მას ასევე „ვარდისფერ მთვარეს“ უწოდებენ, იმ ყვავილების საპატივცემულოდ, რომლებიც გაზაფხულის მეორე თვეს ყვავის.

08 აპრილი 2020, 10:30

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს დადასტურებული. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი. 46 პაციენტიდან 13-ია დადასტურებული დიაგნოზით კვლავ. აქედან 18 წლამდე პაციენტია 6. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი პაციენტი რჩება საყურადღებოდ“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

08 აპრილი 2020, 10:28

საზოგადოება

სახალხო დამცველი ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ექიმი

08 აპრილი 2020, 10:13

COVID19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 42 წლის კაცის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

„რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან სამი აპარატურ სუნთქვაზეა და კიდევ ერთი პაციენტი, 42 წლის კაცის საკმაოდ მძიმე და საყურადღებოა, თუმცა მისი მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა“, - აღნიშნა კლინიკურმა დირექტორმა.

08 აპრილი 2020, 10:12

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობმა გაძვირება დაიწყო

დღეს დილას მსოფლიო ბირჟებზე ნავთობზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ივნისის ფიუჩრსებზე Brent-ის ტიპის ბარელ ნავთობზე ფასი 2,51%-ით გაიზარდა და $32,67 გაუტოლდა. ფასი გაიზარდა მაისის ფიუჩერსებზეც. ბარელის ფასი 5,76%-ით გაიზარდა და $24,99 შეადგინა.

08 აპრილი 2020, 09:47

COVID19

ექიმმა ინფექციონისტმა განმარტა, რა შემთხვევაში უნდა დავრეკოთ ცხელ ხაზზე

თუ ადამიანს აქვს სიცხე, ხველა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე. მას გაუწევენ კონსულტაციას, რის შემდეგაც გადაწყდება, სახლში დარჩება თუ მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა, - ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

08 აპრილი 2020, 09:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 362 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

08 აპრილი 2020, 09:33

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვს

ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა შეაფასა.

08 აპრილი 2020, 09:05

ეკონომიკა

თბილისში ხილ-ბოსტნეული სამ ალტერნატიულ სავაჭრო ცენტრში გაიყიდება

თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.

08 აპრილი 2020, 08:42

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი არ შეწყდა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება მსოფლიოს 11-მა ქვეყანამ შეიძინა. ამის შესახებ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სერგეი ჟარდეცკიმ განაცხადა. ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება.

08 აპრილი 2020, 08:34

COVID19

იტალიაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა. სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტეჯერ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.

08 აპრილი 2020, 08:14

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს კორონავირუსზე კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ინფექციონისტთან, კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან.