imedi /  04 მარტი 2020, 12:15 / სანდო წყარო

ირმა ინაშვილი: ჩვენ არ ვმონაწილეობთ საპარლამენტო ცხოვრებში და ბოიკოტის რეჟიმში ვართ

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

პრეზიდენტთან შეკითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ ვიდრე საარჩევნო სისტემის საკითხი არ გადაწყდება, ჩვენ არ ვმონაწილეობთ საპარლამენტო ცხოვრებში და ვართ ბოიკოტის რეჟიმში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

„ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, პოლიტიკური კრიზისია. ამას ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ ეს სახეზეა. არის სოციალური კრიზისი და უმწვავესი მდგომარეობა. საგარეო ფაქტორებს ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს“, - განაცხადა ინაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 4 მარტს წარდგება.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:32

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, დავიცვათ დისტანცია და ისე გამოვხატოთ

არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

26 ნოემბერი 2020, 15:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ აუცილებელი შეზღუდვები არის ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი

„რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებთ. ესეც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინ ვაჭრობასა და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად არიან მომზადებულები. საბითუმო ვაჭრობა გრძელდება, გრძელდება სხვა სამეწარმეო საქმიანობა. ისევ და ისევ, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ აუცილებელი შეზღუდვები არის კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ პასუხისმგებლობა დააკისრა

„ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა

ნათია თურნავა

26 ნოემბერი 2020, 15:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეზღუდვების აუცილებლობა სახეზეა და საზოგადოებაშიც მომწიფდა ამის მოლოდინი

შეზღუდვების აუცილებლობა სახეზეა და საზოგადოებაშიც მომწიფდა იმის მოლოდინი, რომ ნეგატიური ტენდენციის შესაცვლელად შეზღუდვების დაწესება გვიწევს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

26 ნოემბერი 2020, 15:19

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა

„სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:15

COVID19

პრემიერი დეპუტატების შეკრებაზე: ზოგი კერძო მანქანით შეიკრიბება, ზოგი ველოსიპედით, არ მგონია შეზღუდვები მათთვის პრობლემა იყოს

დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემის გარეშე. არანარი შეზღუდვა გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:11

საზოგადოება

გიორგი გახარია: შეზღუდვების პირველ შედეგებს იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ვიგრძნობთ

„ამ შეზღუდვების შედეგებს ჩვენი მოქალაქეები, ჯანდაცვის სისტემა, თითოეული ჩვენგანი 4-5 კვირის შემდეგ ვიგრძნობთ. ეს იქნება უმნიშვნელო შეღავათი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ შეზღუდვების მნიშვნელობა. ეს არ არის „ლოკდაუნი“. წარმოება, ყველაფერი მუშაობს, აქ საუბარია არასაბაზისო პირველადი მოთხოვნების სერვისებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პირველი ტალღის პირობებში, ყველა ვაკონტროლებდით თუ რამდენი ადამიანი იყო ერთ სივრცეში, გვერჩივნა გარეთ დავლოდებოდით რიგს, ეს ყველაფერი აღსადგენია

ეს არ არის რთული შეზღუდვები, ყელას გვახსოვს, რომ პირველი ტალღის პირობებში, ორგანიზაციებიც და ადამიანებიც ვაკონტროლებდით, თუ რამდენი ადამიანი იყო ერთ სივრცეში, გვერჩივნა გარეთ დავლოდებოდით რიგს, ეს ყველაფერი აღსადგენია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვერც ერთმა ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ, დისტანციაზე, პირბადესა და მობილობის დავარდნაზე უკეთესი ხერხი და რეფორმა ვერ მოიგონა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:00

საზოგადოება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებს არ შეეხება

საქართველოში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებასაც შეეხო, თუმცა ეს შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში არ იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, რომლის შემდეგაც დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:57

პოლიტიკა

პრემიერი: არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა ადამიანთა იმ რაოდენობით, რომლებიც მივიდნენ და ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას მისცეს

„არავინ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით აბსოლუტურ ციფრებში იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში, ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ: მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისში, ივლისსა და აგვისტოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:53

საზოგადოება

სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება

სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:53

საზოგადოება

პრემიერის თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეზღუდვა იმოქმედებს - პირბადის ტარება

„ტაქსებთან მიმართებით, არანაირი შეზღუდვა არ იმოქმედებს, გარდა პირბადის ტარებისა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:47

ეკონომიკა

პრემიერმა განმარტა, რა დაუჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი

„დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების, სახელმწიფოს დაუჯდება 1,1 მილიარდი ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დღეს“, - განაცხადა პრემიერმა.

26 ნოემბერი 2020, 14:44

საზოგადოება

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება

„საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და უმრავლეს სოციალურ ჯგუფზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები, როგორ ელექტროენერგიის, ასე ბუნებრივი აირის გადასახადი დაიფარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

26 ნოემბერი 2020, 14:43

COVID19

3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები, ასევე აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში, ამასთან ერთად არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ლარი

26 ნოემბერი 2020, 14:42

COVID19

სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხებათ, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხებათ, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:41

COVID19

ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 1200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ

„წინა ტალღის პერიოდში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე ციფრი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:41

საზოგადოება

აფთიაქები, სილამაზის სალონები და ბანკები მუშაობას განაგრძობენ

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ის ობიექტები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 14:35

COVID19

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება

ასევე ახალი წლის და შობის ღამეს მოიხსნება შეზღუდვა გადაადგილებაზე.