ირმა ინაშვილი: დღეს შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან დრო იწურება
ირმა ინაშვილი
ფოტო: IMEDI
დღეს შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან დრო იწურება და რაც სწრაფად შედგება კონსენსუსი, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, ჩვენი დემოკრატიული პროცესებისთვის, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი მისულია გარკვეულ კონდიციამდე და ახლა მთავარია, რომ შეთანხმებაში პროპორციულის კუთხით იყოს მეტი მოცულობა.
„გარდა ამისა, ჩვენ მომხრე ვართ 3%-იანი ბარიერის და ასევე ბლოკებისთვის 5%-იანი ბარიერის. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროპორციულის სასარგებლოდ უნდა შედგეს დღეს შეთანხმება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, განსხვავებული ციფრები და პროპორციები სახელდება და მათთვის მისაღებია 135/15-ზე, რომელშიც ჩადებული იქნება ის პრინციპი, რომ 15 მოიცავდა ყველა რეგიონს და თბილისს სამი მაჟორიტარი ეყოლებოდა.
„ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ ვინაიდან საუბარია უკვე განსხვავებულ მონაცემებზე, მზად ვართ ესეც განვიხილოთ, რათა მივიდეთ შეთანხმებამდე. ჩვენი გუნდის პოზიცია რომ, მთავარია შეიზღუდოს მაჟორიტარული მაწილი და ხელისუფლებამ თვითონაც შეიზღუდოს ამიტომ არის საუბარი 40 %-ზე, ამ შეზღუდვაზე უმრავლესობა მოდის რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აისახოს პროექტში რომელსაც ჩვენ წავიკითხავთ, ჯერჯერობით კანონ-პროექტი წაკითხული არ გვაქვს, ამიტომ ცვლილებებზე მოვდივარ. ჯერჯერობით უნდა წეავიკითხოთ კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ დეტალებზე“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პოლიტპატიმრების საკითხს რაც შეეხება ამაზე პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერია აცხადებს: მთელი ამ წლების განმავლობაში ვითხოვ დამნაშავეების დასჯას, სააკაშვილის და ბოკერიას გუნდიდან, მართველი გუნდიდან ვინც 2004-2011 წლებში მართავდა ქვეყანას და ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული და ჩემთვის ის ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, იგივე ბოკერიას და სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის პოლიტიკური პატიმრები არიან, არ არიან პოლიტპატიმრები,
თუმცა დასახელებულ პირებს შორის გრადაცია არის, მაგალითად თამლიანზე, ის და უგულავა ჩემთვის ერთი არაა. ჩემი მხრიდან ე წ პოლიტპატიმრებზე პირობა არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს. მმართველი გუნდის შეთავაზებით, გამარჯვებული სუბიექტი 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რისთვისაც საბოლოო ვადა 9 მარტია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს, რაც პროპორციული წესით 130 დეპუტატის, ხოლო 20-ის კი მაჟორიტარულით არჩევას ნიშნავს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 13:13
ტექნოლოგიები
თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.
26 აგვისტო 2026, 13:07
საზოგადოება
განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.
26 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
26 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.
26 აგვისტო 2026, 12:05
საზოგადოება
28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
26 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.
26 აგვისტო 2026, 11:15
მსოფლიო
Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
26 აგვისტო 2026, 11:10
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
26 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია
„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.
26 აგვისტო 2026, 11:05
საზოგადოება
სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.
26 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
26 აგვისტო 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:52
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა
მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.
26 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
26 აგვისტო 2026, 10:47
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.


