imedi /  08 მარტი 2020, 18:46 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგა

კახა კალაძე

კახა კალაძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ თბილისის მერმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, არჩევნებს არა საარჩევნო სისტემები, არამედ საზოგადოების მხარდაჭერა იგებს და „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ამას დაუმტკიცებს.

„კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არამედ არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ გააჩნია“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 10:42

COVID19

კახეთში კორონავირუსის 361 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 361 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4,218- ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები მიერ ახალი დაინფიცირებულების 460-მდე კონტაქტი უკვე მოიძიეს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადასულია თვითიზოლაციაში.

ხელოვნური ხორცი

02 დეკემბერი 2020, 10:35

ეკონომიკა

სინგაპურში ლაბორატორიაში შექმნილი „ქათმის ხორცი“ გაიყიდება

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც მომხმარებელს ხორცის მცენარეულ საფუძველზე შექმნილ ალტერნატივას სთავაზობენ, Eat Just-ი ხელოვნურ ხორცს ცხოველების კუნთოვანი მასის უჯრედებისგან „ზრდის“.

ბიულეტენი

02 დეკემბერი 2020, 10:29

მსოფლიო

Washington Examiner: არჩევნებზე 288 ათასი ბიულეტენი უკვალოდ გაქრა, კიდევ 100 ათასი კი წინა რიცხვით იყო დათარიღებული

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე 288 ათასი ბიულეტენი უკვალოდ გაქრა, კიდევ 100 ათასი კი წინა რიცხვით იყო დათარიღებული. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Washington Examiner-ი წერს.

02 დეკემბერი 2020, 10:27

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 36,504 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 36,504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,499,413-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 501 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,122-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კრიშტიანუ რონალდუ

02 დეკემბერი 2020, 10:20

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსმელი კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიელმა შემტევმა ეს ინდივიდუალური პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. 10 კანდიდატს შორის რონალდომ ლიონელ მესის, არტურო ვიდალს, რობერტ ლევანდოვსკის, ნეიმარს, ჯორჯო კიელინის, მოჰამედ სალაჰს, სერხიო რამოსს, ჟერარდ პიკესა და სერხიო აგუეროს აჯობა.

პოლიცია

02 დეკემბერი 2020, 09:59

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა

„პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ილონ მასკი

02 დეკემბერი 2020, 09:49

ტექნოლოგიები

ილონ მასკი: მარსზე პირველი ადამიანი უახლოეს 6 წელიწადში დადგამს ფეხს

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წელიწადში მოხდება, თუმცა თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს, შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს და მარსზე ადამიანის გაყვანა 4 წელიწადში შევძლოთ“, - აღნიშნა მასკმა.

იუსტიციის სახლი

02 დეკემბერი 2020, 09:31

საზოგადოება

იუსტიციის სახლი: 25-ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი

„ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში - „ფარმადეპოსა“ და „ჯპს-ის“ ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლატვია კარანტინი

02 დეკემბერი 2020, 09:16

COVID19

ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გაახანგრძლივეს

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ, პირბადეების ტარება კი დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება.

მონობა ანტონიუ გუტურეში

02 დეკემბერი 2020, 09:00

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს

„ღარიბი და მარგინალიზებული ჯგუფები, ძირითადად რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები დისპროპორციულად არიან ჩართულნი მონობის თანამედროვე ფორმებში. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიერონ კოლექტიური ძალისხმევა ამ საზიზღარი პრაქტიკის დასასრულებლად. ასევე მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ მსხვერპლთა და გადარჩენილების იდენტიფიცირებას და მათ დაცვას.“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანეტ იელენი

02 დეკემბერი 2020, 08:48

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა

„მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ბენ ჰოჯესი

02 დეკემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

„პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა ჰოჯესმა.

ელენ ელიოტ პეიჯი

02 დეკემბერი 2020, 08:27

კულტურა

მსახიობმა ელენ პეიჯმა თავი ტრანსგენდერად გამოაცხადა

„მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსი ვარ და ჩემი სახელი ელიოტია. ბედნიერი ვარ, მაგრამ მეშინია ე.წ. „ხუმრობების,“ სიძულვილისა და ძალადობის, რომელიც დღეიდან ჩემს წინააღმდეგ იქნება მომართული“.-წერს 33 წლის მსახიობი Twitter-ზე.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 08:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანს დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოუსმენენ

მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

საქართველოში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი

უნალექო დღეა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ოდნავ მოიღრუბლება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუდი ჯულიანი და ჯენა ელისი

02 დეკემბერი 2020, 01:18

მსოფლიო

ტრამპის ადვოკატები: იუსტიციის დეპარტამენტს არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების მსგავსი არაფერი ჩაუტარებია

დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჯენა ელისი აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც უილიამ ბარმა აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 01:10

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: პროგნოზების მიხედვით, 2021-2025 წლებში ჩვენთან საშუალოდ იქნება უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებში

საერთაშორისო ორგანიზაციები სრულად გამოხატავენ ნდობას სტრუქტურული ცვლილებების და რეფორმების მიმართულებებით, მათ შორის იქნება ეს ენერგეტიკული ბაზარი, ტურიზმის მიმართულება, თუ სხვა. ისინი, სწორედ, ამ პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საქართველოს იმ ეკონომიკური განვითარების და ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში საშუალოდ რომ ავიღოთ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ფართოდ რეგიონში და ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

The Weeknd

02 დეკემბერი 2020, 00:51

კულტურა

Spotify-მ წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები დაასახელა

ყველაზე ხშირად წელს მელომანები პლატფორმაზე The Weeknd-ის კომპოზიციას Blinding Lights უსმენდნენ. მეორე ადგილზე Tones and I-ს ჰიტი Dance Monkey აღმოჩნდა, მესამეზე კი Roddy Ricch-ის სიმღერა The Box.

რუმინეთი ობელისკი

02 დეკემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

კიდევ ერთი იდუმალი ობელისკი ამჯერად რუმინეთში აღმოაჩინეს

უცნობია ვის ეკუთვნის მონოლითი. ის ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძო საკუთრებაში მყოფ მიწაზე, არქეოლოგიური გათხრების ადგილას დგას. რუმინეთის მთავრობაში არ იციან, ვინ არის ობელისკის დამონტაჟებაზე პასუხისმგებელი. საჯარო მოხელეებმა საკითხის შესწავლა დაიწყეს.

02 დეკემბერი 2020, 00:42

ტაბლოიდი

ინდოეთში ქვეწარმავლებს ხიდი აუშენეს

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში, ქვეწარმავლებსა და მცირე ზომის ცხოველებისთვის, ტყეში გამავალ მაგისტრალზე ხიდი ააგეს. 27 მეტრიანი ხიდი, რომელიც ბამბუკისგან და სხვა მცენარეებისგან დაამზადეს, პირველი ხიდია, რომელიც ქვეწარმავლებისთვის ააგეს.