imedi /  09 მარტი 2020, 08:35 / სანდო წყარო

საკანონმდებლო ინიციატივას საარჩევნო სისტემის შესახებ პარლამენტის ბიუროზე 11 მარტს გაიტანენ

ბიურო

საარჩევნო სისტემაზე მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ბიუროზე 11 მარტს გაიტანენ.

საკონსტიტუციო პროექტზე ჯერ საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყება და ამის შემდეგ გაგრძელდება საპარლამენტო განხილვა.

პროექტმა სამი მოსმენა უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ცვლილებები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალ საარჩევნო სისტემას მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2020, 15:28

რეგიონი

ყვარელში, გარე განათების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყვარელში, გარე განათების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები ქალაქში დღეს დაიწყო და მომავალი წლის იანვარში დასრულდება. „გარე განათების ქსელის შეცვლის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ჩვენს მოსახლეობას საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდება და ახალი განათების სისტემა სრულად იქნება მორგებული თანამედროვე სტანდარტებზე“, - ამბობს ყვარლის მერი, როსტომ სესიშვილი.

27 ნოემბერი 2020, 15:22

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 259 შემთხვევა გამოვლინდა

24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 64 ადამიანი. თვითიზოლაცია კი 108 პირს მოეხსნა. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 053 შეადგენს, მათ შორის 1 027 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის. თვითიზოლაციაშია 2 197 პირი.

27 ნოემბერი 2020, 15:20

პოლიტიკა

საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 15:14

COVID19

თამარ გაბუნია: დღეს ჯანდაცვის სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას

ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ დიდხანს სისტემა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს და სწორედ ამას ემსახურება შეზღუდვების ახალი ეტაპი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სისტემა გადატვირთვისგან დავიცვათ და თუნდაც შევინარჩუნოთ ის ეპიდემიური გავრცელების მაჩვენებელი, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს., - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

27 ნოემბერი 2020, 15:12

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: როგორც ჩანს, ჯერ ხელისუფლება არ არის მზად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდეს

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხვალ, „ლეიბორისტების“ ოფისში უფრო გაფართოებულ ფორმატში ყველა პარტიასთან შეთანხმდეს არსებული გეგმა.

იოსებ ხახალეიშვილი

27 ნოემბერი 2020, 15:11

COVID19

ქუთაისის მერობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, გაითვალისწინეთ ყველა მოწოდება, რაც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები, ვატაროთ პირბადე, აუცილებელობის გარდა, მოვერიდოთ ქუჩაში გასვლას, არ მოვაწყოთ თავყრილობები, რადგან ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია, კორონავირუსზე გამარჯვება შევძლოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს იოსებ ხახალეიშვილი.

ჟაირ ბოლსონარო

27 ნოემბერი 2020, 15:02

COVID19

ჟაირ ბოლსონარო: ვაქცინის გაკეთებას არ ვაპირებ - ეს ჩემი უფლებაა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას არ გაიკეთებს.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 15:00

COVID19

თამარ გაბუნია: საპროტესტო აქციებმა სერიოზული ბიძგი მისცა ინფექციის ასე სწრაფად გავრცელებას

ჩვენ შევედით პიკის ფაზაში და შეზღუდვების მიზანია, პიკის პერიოდის სტაბილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 14:59

საზოგადოება

ავტობუსების მუშაობის შეჩერების მიუხედავად, „ბასლეინებზე“ მოძრაობა არ შეიძლება

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები არ შედის, შესაბამისად, რეგულაცია ძალაში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს „ბასლეინის“ გადაკვეთა არ შეეძლებათ.

27 ნოემბერი 2020, 14:50

საზოგადოება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

კახა კალაძე

27 ნოემბერი 2020, 14:35

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

„ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ.

27 ნოემბერი 2020, 14:34

სამართალი

სუს-ი: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კალაძე

27 ნოემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით უზრუნველყოფისთვის მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:24

საზოგადოება

ლევან დავითაშვილის თქმით, 50-კილოგრამიანი ფქვილის ტომრის ფასი 53 ლარი იქნება

„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს,რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50-კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:24

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და შობას 7 იანვრის ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა კონფესიის უფლებების დაცვას.

მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:17

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო კვლავ სთავაზობთ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას 4 თვის განმავლობაში.

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 14:17

COVID19

პაატა იმნაძე: დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ კორონა მოგონილია იმიტომ, რომ დაჩიპონ

არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და რომ ის არის პრობლემა. მათ სჯერათ, რომ ეს არის მოგონილი, რომ დაჩიპონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:09

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება

„საქართველოს მთავრიობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. ​პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან და მოსახლეობას მინდა სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 14:02

COVID19

კახეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, რეგიონის მასშტაბით ვირუსის მატარებელი 3 284 მოქალაქეა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა-8, გურჯაანი-31, დედოფლისწყარო -11, თელავი -54, ლაგოდეხი - 4, საგარეჯო - 9, სიღნაღი -5 და ყვარელი -14.

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 13:59

COVID19

როდის არის ეპიდსიტუაციის დასტაბილურება მოსალოდნელი. პაატა იმნაძის კომენტარი

შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დეკემბრის მეორე ნახევარში შემთხვევების მატება აღარ გვექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ ნელ-ნელა კლება. ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს, პირველ დღეებში, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.