„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. საუბარია სულ 105 ადამიანზე, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ აქციაში პარტიის მხარდამჭერებიც და სხვა წევრებიც ჩაერთვებიან.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ ხელისუფლებამ გამოწვევას თავი გაართვა.
„პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათკეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია.
ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. პარტიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში.
დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
.
ყველა სიახლე
21 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
საპროექტო უბანი მოიცავს მდ. რიონის ორივე სანაპიროს. მარჯვენა სანაპიროზე არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის ნაწილი დაზიანებულია და სრულყოფილად ვერ ასრულებს ნაპირდაცვით ფუნქციას, რის გამოც საფრთხე ექმნება ამბროლაური-ონის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდსა და მიმდებარედ არსებულ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს.
21 აგვისტო 2026, 18:47
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ
„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო! და რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა ,,მაშა და დათვს". ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა ,,მაშა და დათვი." რასაკვირველია, ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას მიესალმებიან და კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინათ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ. სლავა უკრაინულ დემოკრატიას!”- წერს ხუბუა.
21 აგვისტო 2026, 18:21
რეგიონი
ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება
20:00 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართება. საღამოს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს.
21 აგვისტო 2026, 18:14
რეგიონი
ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა
„ღამის სერენადების“ პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები.
21 აგვისტო 2026, 17:57
კულტურა
ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
მომღერალთან ერთად შოუში მონაწილეობას მიიღებენ: ამერიკელი მუსიკოსების ბენდი, მოცეკვავეები, პროექტს შეუერთდებიან ქართველი მომღერლებიც. კონცერტის ჩანაწერს ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელიც იხილავს .
21 აგვისტო 2026, 17:34
მსოფლიო
თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი გამოსცა
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აქინ გურლექის განცხადებით, ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანკარამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.
21 აგვისტო 2026, 17:23
მსოფლიო
პეკინი ირანის მიმართ ტრამპის ეკონომიკურ მუქარას ეხმაურება: სანქციების პოლიტიკა არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება
ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ მუქარას გამოეხმაურა, რომელიც ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ წამოწყებას ეხება და აღნიშნა, რომ სანქციების პოლიტიკა „არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება“.
21 აგვისტო 2026, 17:21
სპორტი
სპორტის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
21 აგვისტო 2026, 17:15
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათი გაგებით, საქართველო არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავსო, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
21 აგვისტო 2026, 17:13
პოლიტიკა
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი საქართველოში ეძებნათ, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა - ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა
საქართველოში უკრაინის საელჩო, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, სტატიას აქვეყნებს. წერია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, საქართველოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერა ნამდვილად საერთო ეროვნული გახდა.
21 აგვისტო 2026, 17:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალების მიერ ბოდიშის მოხდაზე: რომც მოინდომონ და შეიკრიბონ, ბოდიშის უფლებას პატრონები არ მისცემენ, იმიტომ რომ მათი ბოდიში იმათ ბოდიშს ნიშნავს, ვინც მათ აფინანსებს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.
21 აგვისტო 2026, 17:03
კულტურა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს
აჭარაში, გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად აღმოჩენილია ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184-185 წლებით თარიღდება, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 აგვისტო 2026, 17:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, „საუკეთესო გამოსავალი“ ომის ახლავე დასრულება იქნებოდა, ვიდრე თეირანი ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, „საუკეთესო გამოსავალი“ ომის ახლავე დასრულება იქნებოდა, ვიდრე თეირანი ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს.
21 აგვისტო 2026, 16:12
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მესტიაში, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
21 აგვისტო 2026, 16:08
მსოფლიო
POLITICO: ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს
ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს, - წერს გამოცემა POLITICO.
21 აგვისტო 2026, 15:19
მსოფლიო
Euronews: 2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის
2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის, - წერს Euronews-ი.
21 აგვისტო 2026, 14:46
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.
21 აგვისტო 2026, 14:31
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია. ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 აგვისტო 2026, 14:27
რეგიონი
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ მაყურებელს ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.
21 აგვისტო 2026, 14:25
რეგიონი
Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს
Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს. შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა და მათ საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინეს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია ადგილის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება.


