02 აპრილი 2020, 23:37 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ვისაც აქვს სურვილი დაეხმაროს თანამოქალაქეებს, ამისთვის არ არის საჭირო ზედმეტი პოლიტიკური მანიპულაციები

ჩვენს ოპონენტებს აქვთ ალბათ თავისი ხედვა. მართალია, ზოგიერთს ცუდად გამოუვიდა თავისი ინიციატივების განხორციელება და რისკის ქვეშაც დააყენეს მოქალაქეები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენ არ გვაქვს დრო ამ ხალხის გაკიცხვით ვიყოთ დაკავებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასის ნაწილის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვის ინიციატივა არც შეჯიბრია და ამით ხელისუფლება არც ოპონენტებს უმტკიცებს რამეს, არამედ ამით მმართველი გუნდი თავისი პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულებას აჩვენებს. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსთან ბრძოლის თემაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ახლა არ არის დრო, როდესაც ვიღაცის გაკიცხვა ან ვიღაცისთვის ჭკუის სწავლება არის საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები მთელ დროს ხარჯავენ, რომ როგორმე დისკრედიტაცია გაუწიონ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და როგორმე ჩრდილი მიაყენონ იმ მოქმედებებს და შედეგებს, რასაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, თუ პოლიტიკურ პარტიებს სურთ, მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღონ, მათ ეს თავისუფლად შეუძლიათ. "ეს არის მათი პასუხისმგებლობა. არასდროს ვყოფილვართ იმის იმედად, როცა ქვეყანა გაჭირვების წინაშე დადგებოდა, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების იმედად უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და მთავარი პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენ ჩვენს მისაღებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ყველას, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ვისაც აქვს სურვილი დაეხმაროს თანამოქალაქეებს, დაეხმაროს ქვეყანას, ამისთვის არ არის საჭირო ზედმეტი პოლიტიკური მანიპულაციაები. არ არის საჭირო ზედმეტი პრეზენტაციები. ყველაფერი არის მარტივად. ორი გადაადგილებით შეგიძლიათ გააკეთოთ ტრანზაქცია და გადარიცხოთ თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. სხვა ნებისმიერი დახმარება, იქნება ეს შეჭირვებულთა დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის დახმარება, ამის გაკეთებას სპეციალური შესავალი კამპანიები არ სჭირდება. როგორც მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვუთხარით საზოგადოებას, ასევე მარტივად შეუძლიათ სხვებსაც ეს გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

რომის პაპი ლეო XIV

29 სექტემბერი 2026, 10:12

მსოფლიო

რომის პაპმა განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ

რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ AI-ის ექსპერტთა მიერ წამოჭრილი უსაფრთხოების რისკები განხილვასა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

29 სექტემბერი 2026, 10:07

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის ანგარიში: სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა (დაახლოებით 1,400 კილომეტრი; 13.7 მილიონი ტონა), მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ ანგარიშში.

29 სექტემბერი 2026, 10:05

ეკონომიკა

საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა

Cenomi საქართველომ, ანუ შპს „რითეილ ჯგუფ ჯორჯიამ“ 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთლიანი გაყიდვები წლის განმავლობაში 77 მილიონი ლარით, 434 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის წმინდა მოგება კი თითქმის უცვლელად შენარჩუნდა და 49 მილიონი ლარი შეადგინა.

29 სექტემბერი 2026, 10:01

ეკონომიკა

World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ ანგარიშში.

29 სექტემბერი 2026, 09:55

ეკონომიკა

World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის, სომხეთის 3.40%-ით, აზერბაიჯანის კი - 0.43%-ით

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და გააძლიერონ კერძო ინვესტიციები, თუ განავითარებენ და უკეთ დააკავშირებენ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ ანგარიშში.

29 სექტემბერი 2026, 09:45

მსოფლიო

პოლონეთი უკრაინის საზღვართან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება

პოლონეთი უკრაინის საზღვართან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვები პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა.

გურამ მაჭარაშვილი

29 სექტემბერი 2026, 09:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატებს და მათ აქაურ აგენტურას სურთ, საზოგადოებას წარსული დაავიწყონ - ჯერ ამბობდნენ, აფხაზეთში გაისეირნეთო, ახლა კი გვეუბნებიან - საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთიო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებენ, მათი რიტორიკის მიზანი კი ქვეყანაში დისონანსის შემოტანაა.

შალვა პაპუაშვილი

29 სექტემბერი 2026, 09:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს.

ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

29 სექტემბერი 2026, 09:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2026, 09:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.

შალვა პაპუაშვილი

29 სექტემბერი 2026, 09:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს

გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

29 სექტემბერი 2026, 09:11

სამართალი

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს. პროცესზე ეკა კუპატაძე უნდა დაეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გიგა ავალიანის დედის ჩვენება უდავოდ ცნო. შესაბამისად, ეკა კუპატაძემ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

29 სექტემბერი 2026, 08:50

რეგიონი

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 48 ქუთაისელმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულები მოიპოვა.

29 სექტემბერი 2026, 08:34

სამართალი

20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2026, 08:20

პოლიტიკა

პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს

პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზრდება.

29 სექტემბერი 2026, 08:12

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ეძღვნება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

29 სექტემბერი 2026, 08:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2026, 02:07

მსოფლიო

ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.

გიტანას ნაუსედა

29 სექტემბერი 2026, 01:58

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.

დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2026, 01:51

მსოფლიო

AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.