imedi /  25 მაისი 2017, 14:19 / სანდო წყარო

საატესტატო გამოცდებზე ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა

საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს საატესტატო გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები, მაგალითად, მათემატიკაში, ან სხვა საგნებში", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საატესტატო გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყო და 24 მაისს დაიმთავრდა. გამოცდები 1500-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 47 ათასზე მეტმა მეთორმეტე კლასელმა მიიღო.

ყველა სიახლე

გიორგი ცუცქირიძე

24 აპრილი 2026, 13:55

პოლიტიკა

ცუცქირიძე: ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას

ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსის მინიჭება მხოლოდ ტექნიკური ან ენერგეტიკული გადაწყვეტილება არ არის - ის მკაფიო პოლიტიკური სიგნალიცაა იმ პირობებში, როდესაც ბრიუსელი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო აკრიტიკებს, - წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.

24 აპრილი 2026, 13:51

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

24 აპრილი 2026, 13:41

მსოფლიო

დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, რამდენიმე თვეში ნატოს თავს დაესხას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი, შესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხას.

24 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის 2025 წლის ანგარიში მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

24 აპრილი 2026, 13:32

სამართალი

პენიტენციური სამსახური: საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ზვიად რატიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პეტერ მადიარი

24 აპრილი 2026, 13:03

მსოფლიო

ტუსკი: მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, შესაძლოა, ვროპელი პოლიტიკოსები გარკვეულწილად იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან უნგრეთის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატის დაცვა, რელიგიური და ეროვნული ღირებულებები, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

თამარ იოსელიანი

24 აპრილი 2026, 13:03

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის

საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია,“ - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

24 აპრილი 2026, 12:54

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ლევან ჟორჟოლიანი

24 აპრილი 2026, 12:46

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: სტაბილურობა ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, ეს ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რათა ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს აისახოს მოსახლეობაზე

სტაბილურობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

24 აპრილი 2026, 12:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.

24 აპრილი 2026, 12:43

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: აგვისტოდან თბილისი–ბათუმის რეისი 4 საათამდე მცირდება. უახლოეს მომავალში ახალი მატარებლებით დაემატება თბილისი–ქუთაისისა და თბილისი–ახალციხის მიმართულებები

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება მსგავსი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს რკინიგზაში, რაც თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი შუა დერეფანში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ლევან ჟორჟოლიანი

24 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნით რეალურად გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქცია, ჩვენი მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებში ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ ვიღებდეთ ადეკვატურ პროდუქტს

ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნით ჩვენ მივიღეთ ის, რომ რეალურად გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქცია, რომელიც გამომდინარეობს პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან, გააკონტროლოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი. „ჩვენ გვქონდა არასწორი პრაქტიკები და ეფექტიანობის დეპარტამენტმა, მთავრობის შესყიდვებისა და ბაზრების კვლევის დეპარტამენტთან ერთად, მოახერხა, რომ ახალი კულტურა დაენერგა მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესყიდვების სააგენტოსთან, ასე ერთობლივად შევძელით ის, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ. ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რომელიც ახლა ამოქმედდა, პირველი იანვრიდან ოფიციალურად სავალდებულო გახდა ყველა შემსყიდველისთვის, რომ ბაზრის კვლევები გააკეთონ ელექტრონულად. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 4 მილიარდის ღირებულების ბაზრის კვლევა გაატარა სისტემამ, საიდანაც 75 პროცენტი დასრულდა დადებითი შედეგით. ეს სისტემა გამორიცხავს კარტელურ გარიგებებს. ახლა ჩვენ ვგეგმავთ შესყიდვების ხელშეკრულების მონიტორინგი გადავიტანოთ ელექტრონულ პლატფორმაზე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. პროგრამული ნაწილია გასავლელი. შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოც. გვინდა, რომ ტექნოლოგიები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. საბოლოო ჯამში უნდა მივიდეთ იქამდე, რომ დღეს თუ ეკონომიები არის ძალიან ბევრი, საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში ეს რიცხვები უნდა შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ეფექტიანობის დეპარტამენტს არ ვხედავთ მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, საკონსულტაციო ფუნქციას აქვს. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებში ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ ვიღებდეთ ადეკვატურ პროდუქტს, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ შიდა გარიგებები და კარტელური შეთანხმებები გარედან“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

24 აპრილი 2026, 12:21

საზოგადოება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

24 აპრილი 2026, 12:21

სამართალი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სარფში“ და ,,ქუთაისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

24 აპრილი 2026, 12:18

რეგიონი

საჩხერე (სარეკი) -უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აჩხერე (სარეკი) -უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თამარ იოსელიანი

24 აპრილი 2026, 12:17

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის როლის გაზრდას შუა დერეფანში

რკინიგზა არის შუა დერეფნის ხერხემალი და ამ კუთხით მას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რადგან სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

24 აპრილი 2026, 12:10

მსოფლიო

Reuters: პენტაგონი ირანის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების გამო, ნატოდან ესპანეთის გარიცხვით და სხვა ღონისძიებებით იმუქრება

სააგენტო Reuters-ს ხელში ჩაუვარდა პენტაგონის შიდა უწყებრივი წერილი, სადაც აშშ-ის მოკავშირეების დასჯაზეა საუბარი.

24 აპრილი 2026, 12:05

საზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი ადამიანი შეადგინა, საიდანაც მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი - ქალი

2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.

ლევან ჟორჟოლიანი

24 აპრილი 2026, 12:04

ეკონომიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს, IMF-ის მისიის დადებითი ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი ძალიან წარმატებულად მიჰყავს და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სწორედ IMF-ის მისიის ბოლო ანგარიში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.

ლევან ჟორჟოლიანი

24 აპრილი 2026, 11:57

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: როცა აგებ გზას, ან აშენებ სკოლას, არ შეიძლება, ერთ ან ორ წელიწადში ისევ სჭირდებოდეს სარემონტო სამუშაოები, ჩვენი პრინციპია, არაფერში ვაპირებთ არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება

ბიზნესთან მთავრობას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი, რაც გამოარჩევს დღევანდელ ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესს არ სჭირდება, მაგალითად, დამატებითი ლობისტები იმისთვის, რომ ჩვენგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, ან მოვისმინოთ მათი აზრი კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.