IMEDI /  01 მაისი 2020, 22:56 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: სასიხარულოა, რომ სახალხო დამცველი ცვლის პატიმრების იგნორირების პოლიტიკას და პოულობს დროს მათთან შესახვედრად

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პენიტენციური სისტემის მე-17 დაწესებულებაში ვიზიტს გამოეხმაურა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პენიტენციური სისტემის მე-17 დაწესებულებაში ვიზიტს გამოეხმაურა.

„მე ძალიან მიხარია, როცა ამ ვიზიტის შესახებ შევიტყვე. იმიტომ, რომ მე-17 პენიტენციური დაწესებულებაში ძალიან ბევრი მსჯავრდებულია. ეს არის ე.წ ზონა. სასიხარულოა, რომ სახალხო დამცველი ცვლის თავის პოლიტიკას, პატიმრების იგნორირების. და ის თვითონ პოულობს დროს, რომ ადამიანებს ვინც კანონი დაარღვია მათ გაუყადროს თავი, ესტუმროს და დაელაპარაკოს. რადგან სწორედ ეს არის მისი ფუნქცია. კანონში მას უწერია, რომ ის არის მათთვის. ის ხშირად გვახსენებს ხოლმე, რომ მე არ ვარ პენიტენციისთვის და პოლიციისთვისო, მე ვარო ადამიანებისთვისო. ხოდა მაშინ ადამიანებში უნდა იაროს და ეს კარგია. იმედია, რომ ეს არ იქნება ბოლო ვი​ზიტი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი პენიტენციური დაწესებულება გვაქვს. ამ დაწესებულებებში ვიზიტის შემდეგ, ღრმად მწამს რომ მისი ანგარიშები იქნება სხვაგვარი. რა თქმა უნდა გასაუმჯობესებელი არის, მაგრამ ის რაც არ არსებობს იმიტომ რომ სკანდალი შეიქმნას ამის ანგარიშში წერა საკმაოდ დასანანია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 11:58

ეკონომიკა

ენერგეტიკული გაერთიანება: მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას

„ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნო მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას. კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებს დანერგვას ემსახურება, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების დამტკიცებას ეხება.

25 მაისი 2020, 11:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 350 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა და 353 427 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 8 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 92 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 3 633 ადამიანი ემსხვერპლა.

25 მაისი 2020, 11:49

COVID19

ახალ ზელანდიაში 100-მდე ადამიანის შეკრება დასაშვები ხდება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, ქვეყანაში ასამდე ადამიანის შეკრება მომავალი კვირიდან დასაშვები გახდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ახალ ზელანდიაში მხოლოდ ათამდე ადამიანის შეკრება იყო დაშვებული.

25 მაისი 2020, 11:47

ეკონომიკა

ავსტრიის განვითარების ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის დასახმარებლად €30 მილიონი გამოუყო

ეს თანხა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ალბანეთში სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორის დასახმარებლად დაიხარჯება. დახმარებით ძირითადად ისარგებლებენ მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

25 მაისი 2020, 11:37

მსოფლიო

კიევსა და ხარკოვში მეტრო გაიხსნა

მგზავრებს მეტროში ნიღბისა და რესპირატორის გარეშე არ დაუშვებენ. წესრიგს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. უკრაინის დედაქალაქში მეტროსადგურებში სოციალური დისტანციის დასაცავად ადგილები მოინიშნა, ვაგონებს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

25 მაისი 2020, 11:32

COVID19

მონტენეგრომ კორონავირუსის ეპიდემია დაამარცხა

მონტენეგრო პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემია დაამარცხა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი Twitter-ის გვერდზე წერს და სახელმწიფო ორგანოებსა და თანამოქალაქეებს პანდემიის დროს გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის. მონტენეგროში ბოლო 20 დღეა, კოვიდ 19-ით ინფიცირებულის შემთხვევები აღარ გამოვლენილა. გამოჯანმრთელდა ყველა კოვიდინფიცირებული.

25 მაისი 2020, 11:29

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით 633 ადამიანი გარდაიცვალა.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 11:23

COVID19

80 წელს გადაცილებული კრიტიკული პაციენტის პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი, რომელსაც პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა, შედარებით უკეთაა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, არა - კრიტიკული.

25 მაისი 2020, 11:19

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 362 211 შემთხვევა დადასტურდა.

ედი სატონი

25 მაისი 2020, 11:19

სპორტი

ამერიკელი მწვრთნელი ედი სატონი გარდაიცვალა

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სატონმა სახელი საუნივერსიტეტო გუნდებთან მუშაობით გაითქვა. ის სხვადასხვა დროს სამხრეთ აიდაჰოს, კრაიტონის, კენტუკის, არკანზასის, სან-ფრანცისკოს და ოკლაჰომა-სტეიტის საუნივერსიტეტო გუნდების თავკაცი იყო. 2011 წელს ედი სეტონი სტუდენტური კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

25 მაისი 2020, 11:17

რეგიონი

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

25 მაისი 2020, 11:13

COVID19

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე იხსნება კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები.

25 მაისი 2020, 11:07

COVID19

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-მა ბრაზილიას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ პირების შესვლა აკრძალა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნდენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა. ახალი რეგულაცია 28 მაისიდან ამოქმედდება.

25 მაისი 2020, 11:04

საზოგადოება

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2020, 11:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე

ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე. გოიმობასა და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

25 მაისი 2020, 10:59

მსოფლიო

საბერძნეთში დღეს კვების ობიექტები გაიხსნება

საბერძნეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. დღეს ქვეყანაში რესტორნები და კაფე-ბარები განაახლებენ მუშაობას. დამსვენებლებისთვის გაიხსნება საბერძნეთის ყველა კუნძული. შეზღუდვა მოიხსნება იახტებით გადაადგილებაზეც. ფუნქციონირებას განაახლებენ აუზებიც. ტურისტული სეზონის გახსნას კი საბერძნეთის ხელისუფლება 15 ივნისიდან აპირებს. საბერძნეთში კოვიდ-19-ის 2 878 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 171 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 374 პაციენტი.

25 მაისი 2020, 10:59

COVID19

მისისიპიში COVID-19 დაუდასტურდა ორ სტილისტს, რომლებიც 140-მდე კლიენტს მოემსახურნენ

მისისიპის შტატში კორონავირუსი კიდევ ერთ სტილისტს დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ქალაქ სპრინგფილდ-გრინის სილამაზის სალონში 56 კლიენტს მოემსახურა. მანამდე COVID-19 კიდევ ერთ მისისიპელ სტილისტს დაუდგინდა.

გონსალო იგუაინი

25 მაისი 2020, 10:56

სპორტი

„იუვენტუსი“ იგუაინში €18 მილიონს ითხოვს

ცნობილი ხდება თანხა, რომელსაც ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინში ითხოვს. კლუბს არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვა 18 მილიონ ევროდ სურს. ფორვარდით „ნიუკასლი“ და „რივერ პლეიტი“ არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელს ბუენოს-აირესულ კლუბში სურს გადასვლა, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, „რივერ პლეიტს“ 18 მილიონი ევროს გადახდის ფუფუნება არ აქვს.

რეზო გაბრიჩიძე

25 მაისი 2020, 10:46

საზოგადოება

რა წესების დაცვა მოუწევთ მომხმარებლებსა და პერსონალს კაფე-ბარებსა და რესტორნებში

თერმოსკრინინგი, დისტანციის დაცვა, მაგიდების განლაგება, დეზინფექცია - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულება კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობის გასაახლებლად მოუწევთ. შეზღუდვები შეეხებათ როგორც მომხმარებლებს, ასევე კვების ობიექტების პერსონალსა და მათი მუშაობის პროცესს. „რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის“ რეზო გაბრიჩიძის განცხადებით, ღია სივრცეებში განთავსებულმა კვების ობიექტებმა შესაძლოა მუშაობა 8 ივნისიდან დაიწყონ.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 10:46

COVID19

კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა

„მას ინფიცირებულთნ ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს; გვყავდა 35 პაციენტი, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. არსებული სპექტრის სიმძიმის მიხედვით, ჯერჯერობით, სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობაც, დინამიკაში, უმჯობესდება“.