imedi /  06 მაისი 2020, 10:56 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ვერ ნახავთ მიმართულებას, სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის წევრები კორონავირუსის ფონზე უფრო აქტიურად მუშაობენ, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში.

„საგანგებო მდგომარეობის დროს საპარლამენტო საქმიანობა უფრო აქტიურია. ვერ ნახავთ მიმართულებას, სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები სხვადასხვა საქმიანობაში, ვიდრე სხვა დროს, მაგრამ ეს არ არის ისეთი საქმიანობა, როგორსაც ადგილი აქვს ჩვეულებრივ სიტუაციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის საქმიანობის სამი მთავარი მიმართულებაა - კრიზისის მართვა, ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა.

„სწორედ ეს მიმართულებებია ყველაზე პრიორიტეტული და მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. კრიზისის მართვაში ჩართულები ვართ პარლამენტის ხელმძღვანელობა და პარლამენტის წევრები და იცით, რომ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არათუ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში ვიღებთ უშუალო მონაწილეობას.

მეორე პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვის მენეჯმენტი და დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეა, არათუ გადაწყვეტილების მიღებაშია ჩართული, არამედ კონტროლში იმ დონეზე, რომ ადგილობრივი კლინიკების შემოწმებასაც კი ახორციელებს მისი კომიტეტი მთელი თავისი შემადგენლობით. ისინი რაიონებში ჩადიან და იქ ამოწმებენ როგორ სრულდება სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამისი რეკომენდაციები მენეჯმენტთან დაკავშირებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულებაც და აქაც შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პარლამენტის 8 წევრი, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების ჩათვლით, ჩართულები არიან ასევე, არა მხოლოდ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში. ამას უნდა დავამატოთ მაჟორიტარების უპრეცენდენტო აქტიურობა, რომლებიც რეგიონალური შტატების მუშაობაში არიან ჩართულები. ასევე მიდის მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელებიც არიან ჩართულები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

27 მაისი 2020, 10:36

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 74% გამოჯანმრთელდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 74% გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „კოვიდცენტრებში ამჟამად 166 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 2-ჯერ უსწრებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტთა რაოდენობას“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოჭორიშვილის კლინიკა

27 მაისი 2020, 10:30

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 39 პაციენტი, აქედან 32 კოვიდინფიცირებულია, გამოჯანმრთელდა ერთი. ახალი პაციენტი არ გვყავს. 11 ბავშვია, 2 პაციენტის მდგომაროება შედარებით საყურადღებოა. 4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას ველოდებით“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

27 მაისი 2020, 10:22

მსოფლიო

ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ოკუპირებულ ცხინვალშიც ჩატარდება

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 24 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალშიც გაიმართება. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება. ანატოლი ბიბილოვი ღონისძიებაში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს.

კორონავირუსი

27 მაისი 2020, 10:21

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 20 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

27 მაისი 2020, 10:16

COVID19

აშშ-ში 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 774 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 774 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 19 049 შემთხვევა გამოვლინდა. სულ შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირების 1 725 275 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 479 969 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 100 572 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი ბრაზილია

27 მაისი 2020, 10:13

COVID19

ბრაზილიაში ზედიზედ მეხუთე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება

ბრაზილია ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩვება. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 391 222 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ექსპერტების აზრით, ინფიცირებულეთა რაოდენობა გაცილებით მაღალია, ქვეყანაში კი საჭირო რაოდენობის ტესტები არ ტარდება.

27 მაისი 2020, 09:57

COVID19

რამზან კადიროვი: ექიმებმა შვებულება უნდა დაივიწყონ

ჩეჩნეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მედიცინის მუშაკები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულნი, შვებულებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

27 მაისი 2020, 09:46

ტაბლოიდი

უხანში ძაღლი კორონავირუსით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდა

გამოცემა Oriental Daily News ჩინეთის ქალაქ უხანში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს. სტატია ძაღლს ეძღვნება, რომელსაც პატრონის ერთგულების გამო „განძი“ შეარქვეს. როდესაც კოვიდინფიცირებული ხანდაზმული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, ძაღლი მას გაჰყვა.

ფოტო: BBC

27 მაისი 2020, 09:32

მსოფლიო

აშშ-ის მინესოტას შტატის პოლიციელები აფროამერიკელის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები

„ეს არაა პირველი ძალადობის შემთხვევა, რომელიც აფროამერიკელთა მიმართ ბოლო დროს მოხდა. რამოდენიმე ხნის წინ მერილენდში პოლიციელმა საპატრულო მანქანაში მოკლა აფროამერიკელი კაცი. მინეაპოლისის პოლიციის შეფმა მედარია არადონდომ განაცხადა, რომ გადასახედია პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას მოქმედების აქამდე არსებული პრაქტიკა. ინციდენტს მინესოტაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, - წერს გამოცემა.

ფოტო: BBC

27 მაისი 2020, 09:24

მსოფლიო

აშშ რუსეთს ლიბიელი მეამბოხეების დახმარებაში ადანაშაულებს

აშშ-ის აფრიკული სარდლობის განცხადებით რუსეთმა ლიბიაში ავიაგამანადგურებლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ უნდა დაეხმაროს, რომელიც ხალიფა ჰაფტარის მხარეს იბრძვის.

27 მაისი 2020, 09:22

მსოფლიო

ფედერიკა მოგერინი მუშაობას ევროპის კოლეჯში განაგრძობს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი ევროპის კოლეჯის რექტორად დაინიშნა. ამის შესახებ კოლეჯის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. მოვალეობის შესრულებას მოგერინი 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება.

ფოტო: Forbes

27 მაისი 2020, 09:12

მსოფლიო

ჰონგ-კონგის საბაჟოს თანამშრომლებმა $31,7 მილიონის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს

დიდი რაოდენობით ნარკოტიკი იპოვეს ჰონგ-კონგელმა მებაჟეებმა სამხრეთ ამერიკიდან კონტეინერით გამოგზავნილ რეაქტიულ ძრავში. 217 კილოგრამი კოკაინი ძრავში მოწყობილ სამალავში, 8 კონტეინერში იყო გადანაწილებული.

27 მაისი 2020, 09:03

მსოფლიო

საბერძნეთის სანაპიროსთან 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინფორმაციას სეისმური ცენტრი ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი EMSC ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან 468 კილომეტრზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერის სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა.

ბრედ პიტი

27 მაისი 2020, 08:56

ტაბლოიდი

ბრედ პიტის თაყვანისმცემლები მსახიობის გარეგნობამ შეაშფოთა

ამერიკელი მსახიობის, ბრედ პიტის თაყვანისმცემლები მისმა გარეგნობამ შეაშფოთა. მალიბუზე გადაღებული ფოტოები გამოცემა The Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ფოტო: space.com

27 მაისი 2020, 08:45

ტექნოლოგიები

NASA-ს მიერ დღეს დაგეგმილი ფრენა შეიძლება უამინდობის გამო გადაიდოს

უამინდობის გამო, ფლორიდაში შესაძლოა ბოლო 9 წლის განმავლობაში დაგეგმილი პირველი კოსმოსური ფრენა გადაიდოს. გაფრენა თბილისის დროით 23:33 საათზეა დაგეგმილი. არსებული ამინდის პირობებში, მისი სტარტის ალბათობა 60%-ია,- წერს CNN.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2020, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი Twitter-ს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

27 მაისი 2020, 08:24

ეკონომიკა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა. ზარის ღილაკს, რომელიც ბროკერებს ვაჭრობის დაწყებას აუწყებს, ხელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დააჭირა.

27 მაისი 2020, 08:13

საზოგადოება

დღეს საქართველოს მოქალაქეები ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

ინდოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში დღეს დელი-თბილისი-დელის ავიარეისით დაბრუნდებიან.

27 მაისი 2020, 08:07

პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტით იხელმძღვანელებს

ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, მმართველმა გუნდმა უკვე მოამზადა. მცირდება საპარლამენტო თანამდებობების, კომიტეტების და ფრაქციების რაოდენობა. გათვალისწინებულია ხარჯების შემცირებაც.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 07:55

პოლიტიკა

დღეს გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ის დეპუტატებს კრიზისის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს განუმარტავს. მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მმართველ გუნდს COVID19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა აინტერესებს. ოპოზიცია, კი მწვავე დებატებს აანონსებს.