არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი შეთანხმების ჩასაგდებად ემზადება, მათ ნორმალური არჩევნები არ აწყობთ

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოპოზიციასაც აქვს ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულება მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებების. რომ დავინახეთ, ხმის მიცემას ეს ხალხი არ აპირებს და უნდათ საკონსტიტიუციო ცვლილებების ჩაგდება, შემდეგ კი ამ პასუხისმგებლობის ჩვენზე გადმობრალება, ამიტომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აწყობთ ნორმალური არჩევნები და ეძებენ მიზეზებს შეთანხმების ჩასაშლელად.
„მათი გეგმა არის არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დესტაბილიზაცია, შედეგების დელეგიტიმაცია, რომ არჩევნების მიმართ ნდობა იყოს ნულოვანი. საჯარო განცხადება გავაკეთეთ იმიტომ, რომ ოპოზიციას ჰქონდა განცდა, რომ ფასილიტატორი ელჩები იგივეს იტყოდნენ, რასაც თვითონ ამბობდნენ, თითქოს პატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. როგორც ვნახეთ ეს ასე არ მოხდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პასუხი ოპოზიციის ამ ქმედებაზე ნათელია. მისი თქმით, ოპოზიციამ დაინახა, რომ აქვს ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია და შესაბამისად დემოკრატიული არჩევნებით, შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ნორმალურ შედეგს ვერ მიაღწევენ.
„მათ არ აწყობთ, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო კონსენსუსის საფუძველზე. რატომ არ აწყობსთ, ამაზე პასუხი დევს ხელის გულზე. არ აწყობთ იმიტომ, რომ დღეს აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ერთი ლიდერიც კი არ ყავთ, ვისაც ხალხი ენდობა და პირდაპირ აირჩევს, რომელსაც შეუძლია სოფელში, ქალაქში, რაიონში მისვლა და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა. ყველას ახსოვს პიროვნულად ეს ადამიანები რას აკეთებდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ადამიანებს და აკეთებდნენ უსამართლობას. არ აწყობთ იმიტომ, რომ დაინახეს, დემოკრატიიული არჩევნებით, ცივილური შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ნორმალურ შედეგს ვერ მიირებენ, დაინახეს, რომ აქვთ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია. მათ უნდათ ამ მოლაპარაკების ჩაშლა და ჩვენ ზუსტად ამიტომ გამოვედით და საჯაროდ გავაკეთეთ განცხადება, რომ დაგვეფიქსირებინა პოზიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 15:12
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე პოლონეთის მინისტერიალზე: მოწვევა არ მოსულა - ყველგან მივიღებთ მონაწილეობას, სადაც პროტოკოლური, ფორმალური და რეალური მოწვევა იქნება
„დიფ სთეითსმა“ თავისი აგენტურის მოქმედებით ვერ უზრუნველყო, რომ საქართველოში მოეგო არჩევნები და თავისი აგენტები დაესვა ამ ქვეყნის ლიდერებად. შესაბამისად მან ვერ უზრუნველყო ამ ქვეყნის ომში ჩართვა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ

19 თებერვალი 2025, 15:11
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირს არ შეუძლია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობას შეეწინააღმდეგოს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობას შეეწინააღმდეგოს.

19 თებერვალი 2025, 15:10
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ ოპერატორზე: დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს, ჯიოშვილი რეალურად ნაცაქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს
არაერთხელ მითქვამს, დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს. როგორც კადრებიდან ჩანს „ტვ პირველის“ ოპერატორი ვინმე ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს და სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებს.

19 თებერვალი 2025, 15:07
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტს, მომიტინგეებს აძახებინეს, რომ რუსულია კანონი, დღეს FARA-ს ვარეგისტრირებთ ერთი ერთში, ხმას ვერ იღებს ვერცერთი, აიგნორებენ თემას. დავალებას არ აძლევენ აგენტურული მედიის წარმომადგენლებს
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს USAID-ის დახურულ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო პროექტებზე, როგორიცაა NDI, IRI, ISFED, რომელთან დაკავშირებითაც 2020 წელს ყველას ახსოვს საარჩევნო სკანდალი და რა გავლენა ექნება პროექტების დახურვას საქართველოში მიმდინარე პროექტებზე.

19 თებერვალი 2025, 14:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხდება ძალიან დიდი გლობალური პროცესები, რომელშიც საქართველომ თავისი ადგილი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა
ხდება ძალიან დიდი გლობალური პროცესები, რომელშიც საქართველომ თავისი ადგილი, თავისით დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

19 თებერვალი 2025, 14:52
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, ის მზად არის პუტინს დაელაპარაკოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზად არის დაელაპარაკოს რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, თუ ეს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს.

19 თებერვალი 2025, 14:52
პოლიტიკა
გია აბაშიძე: დაქირავებული ნაცპროვოკატორების ჰეროიზაცია ვერასდროს დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში, თუნდაც ტოქსიკურ „ნაცმედიაში“ მუშაობდეს - ფასიანი ე.წ. პატრიოტები არ უნდა სარგებლობდნენ ინდულგენციებით
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, POSTV -ის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, რომელშიც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე მის მონაწილეებში, რომელთა შორის, „ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილიც არის.

19 თებერვალი 2025, 14:40
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, 2-3 წლის და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მდინარაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება, ამის გამო ამუნათებდნენ.

19 თებერვალი 2025, 14:36
პოლიტიკა
ბრანისლავ ონდრუში: თუკი გვსურს საქართველო მივიღოთ ევროკავშირში, მაშინ ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები, საქართველოს ხელისუფლება მივიღოთ, როგორც რეალური პარტნიორი და დიალოგის გზით მოვაგვაროთ დავები
ევროპარლამენტში საქართველოზე დისკუსიების დასაწყისშივე ვცდილობდი ყურადღება გამემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, წარმოუდგენელია და საშინელებაა, რომ საქართველოში რომელიმე მთავრობას უწოდო პრო-რუსული, ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ბრანისლავ ონდრუშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 14:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეს პროგრამები, რასაც აცხადებს ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის
ეს პროგრამები, რასაც აცხადებს თვითონ ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არა საარჩევნო რეფორმების გაუმჯობესებისთვის, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში USAID-ის საარჩევნო პროექტების დახურვასთან დაკავშირებით საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 14:26
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, არის ამ ომის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული
პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, მაგრამ იმ უმძიმესი სურათით, რაც უკრაინაში დღეს გვაქვს, არის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული ამ ომისა,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

19 თებერვალი 2025, 14:25
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ტერიე ჰელანდის განცხადებაზე: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში.

19 თებერვალი 2025, 14:23
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში
„მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში. მიუხედავად ამ მასშტაბური აქტივობისა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია, არაფერი გამოუვათ როგორც არ გამოუვიდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

19 თებერვალი 2025, 14:17
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის გაზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მილიარდობით დოლარის ინვესტიციის შემოტანაზე, ხოლო უკრაინა დღეს საუბრობს, იქნება თუ არა სახელმწიფო
ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის გაზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მილიარდობით დოლარის ინვესტიციის შემოტანაზე, ხოლო უკრაინა დღეს საუბრობს, იქნება თუ არა სახელმწიფო, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

19 თებერვალი 2025, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში
სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა დონალდ ტრამპის უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 14:14
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ მცირე რესურსების მქონე ქვეყნის ხელისუფლებამ გაბედა და დაუპირისპირდა ტრენდს, „დიფ სთეითს“, უამრავ შემოტევას, რომელიც დღემდე გრძელდება და თქვა ის, რაც სათქმელი იყო
„ფაქტია, რომ მცირე რესურსების მქონე ქვეყნის ხელისუფლებამ გაბედა და დაუპირისპირდა ტრენდს, „დიფ სთეითს“, უამრავ შემოტევას, რომელიც დღემდე გრძელდება და თქვა ის, რაც სათქმელი იყო - რეალობა, რაც საზოგადოებას უნდა სცოდნოდა. ჩვენს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მადლობა, მისი ინტელექტისთვის, სწორი პოზიციისთვის. არათუ ტრამპმა, „რადაში“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, მერე ზელენსკიმაც მოგვიანებით თქვა, რომ ამის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ამ შესაძლებლობის წინააღმდეგ მივიღეთ ინსტრუქცია და მივყევით ინსტრუქციასო. ყოველგვარი დაფარვის გარეშე ეს თქვეს. ერთადერთი, ვინც ვერ გაიგო, ან არ გაიგო, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სამწუხაროდ ახასიათებს როგორც მეტასტაზი ჩვენს სახელმწიფოს და დღევანდელობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

19 თებერვალი 2025, 14:12
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ტრამპი საუბრობს, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო, მახსენდება 3 წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც იყო საუბარი, რომ ყველას გაეკეთებინა მაქსიმალური, რათა აგვერიდებინა ომი უკრაინაში
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მან ამ თემაზე საუბროსას საქართველოს პარლამენტის მიერ სამი წლის წინ მიღებული რეზოლუცია გაიხსენა.

19 თებერვალი 2025, 14:12
არჩევნები 2024
გრიგოლ გეგელია: ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს - სრულიად ვეთანხმები, ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და უნდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, სტაბილურ მშვიდობას
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს, მე მას სრულიად ვეთანხმები. რა თქმა უნდა ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, შეუძლებელია, რომ ნორმალურ ადამიანს სხვა პოზიცია გააჩნდეს. რა თქმა უნდა ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და უნდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, სტაბილურ მშვიდობას“, - აღნიშნა გეგელიამ.

19 თებერვალი 2025, 14:02
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით მეტია.

19 თებერვალი 2025, 14:00
ეკონომიკა
საქსტატი: 2025 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 11.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 403.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.