13 მაისი 2020, 16:35 / სანდო წყარო

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი და შეასრულოს სრულყოფილად შეთანხმება

იმისთვის რომ გაჯანსაღდეს საარჩევნო გარემო, უნდა შესრულდეს მეორე პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიკურ პატიმრებს. რომელთა დაპატიმრებას პოლიტიკური ჩრდილით იყო შეფარული, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა პროცესი უნდა გადავიდეს ნორმალურ ვითარებაში. „ხელისუფლება გაჯიუტებულია და არ თმობს, რომ სისუსტედ არ ჩაეთვალოს. თუ დაათმობინებენ, იქნება უფრო მეტი სისუსტე“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების შესრულებისთვის. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ოპოზიციისა და არა მარტო იმ ადამიანებისთვის ვინც ახლა ციხეშია. არამედ მერწმუნეთ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის.

ძალიან სამწუხაროა, ხელისუფლებამ მისდაუნებურად გახსნა პანდორას ყუთი და პირველად საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა პოლიტპატიმარი, რაც არის ხელისუფლებისათვის დამანგრეველი. რაც არის ძალიან მძიმე იმ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელიც ჩვენ გველოდება.

თუ ქვეყნის მიმართ იქნა გამოყენებული სიტყვები, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, გარწმუნებთ, რომ ეკონომიკური დახმარების მიღება ძალიან გართულდება. ასევე გაგვირთულდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა.

ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობის გაწვა. გაგახსენებთ თქვენ, 8 მარტამდე რომ კეთდებოდა განცხადებები, გამოიგლოვეთ, შავები ჩაიცვით, არ ვარგა ასე საუბარი. ჩვენ ვართ ოპონენტები და არა ერთმანეთის მტრები“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციამ კონსულტაციები დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში განაახლა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 22:37

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

03 ივნისი 2020, 22:31

ეკონომიკა

ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბაგებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით, რომელიც გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია. მეორე მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი საშუალო ზომის ჭრილობა. მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ემრჯენსის ექიმმა ნიკოლოზ ფერაძემ.

მიშელ ბაჩელეტი

03 ივნისი 2020, 22:21

მსოფლიო

გაერო: აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრების მცდელობა შეშფოთებას იწვევს

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის, მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრება შეშფოთებას იწვევს.

03 ივნისი 2020, 22:07

სამართალი

პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

ამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 ივნისი 2020, 21:46

COVID19

ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

03 ივნისი 2020, 21:42

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები გადაეცა

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა.

03 ივნისი 2020, 21:41

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყება ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.

03 ივნისი 2020, 21:07

სამართალი

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლა იყო. არიან დაშავებულები

თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან მსუბუქად დაშავებულები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ჯუზეპე კონტე

03 ივნისი 2020, 21:06

COVID19

იტალიის პრემიერი: ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა.

03 ივნისი 2020, 20:54

რეგიონი

ბათუმში, მოძრაობის „შემახე ამნისტია“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა „შემახე ამინისტია"-ს წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ და საპროტესტო აქციას ყველა ქალაქში აანონსებენ.

ლიონელ მესი

03 ივნისი 2020, 20:40

სპორტი

ლიონელ მესიმ ტრავმის გამო „ბარსელონას“ ვარჯიში გამოტოვა

არგენტინელმა სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მიზეზი ტრავმა გახდა, რომლის გამოც მესი მინიმუმ 10 დღე სრულფასოვან ვარჯიშს ვერ შეძლებს. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ 13 ივნისს „მალიორკასტთან“ გამართავს. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

მიხეილ სააკაშვილი

03 ივნისი 2020, 20:27

მსოფლიო

სააკაშვილმა ონლაინ-შეხვედრის მონაწილე „ეშმაკთან გაუშვა“

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ონლაინ-რეჟიმში დასმულმა კითხვამ გააღიზაიანა. კითხვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს ეხებოდა, რომლის გადადგმასაც უკრაინის მოსახლეობა საბჭოსგან ელის, რასაც სააკაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. „კითხვა ნიკოლაი სტოიკოსგან: როდის იქნება კონკრეტული საქმეები? ნიკოლაი სტოიკო, თქვენ როდის გექნებათ კონკრეტული საქმეები? ან რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? მოდით, ერთად მოვყვეთ, რომ მე, სააკაშვილი მოვედი და ერ კვირაში იმედები გაგიცრუეთ... ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ. უკვე ყელში ამომივიდა ასეთი საუბარი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

03 ივნისი 2020, 20:26

COVID19

ჯანმომ ჰიდროქსიქლოროქინი „სოლიდარობის კვლევაში“ დააბრუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი „სოლიდარობის კვლევაში“ დააბრუნა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 20:25

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, პირბადეების იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა

სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, საქართველომ შეძლო და იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითრაების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

03 ივნისი 2020, 20:24

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის მოქმედი შემადგენლობა დაითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დღეს დილით ლუკაშენკომ სხდომა გამართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ იმსჯელეს.

03 ივნისი 2020, 20:09

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ონლაინ დიალოგში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია საქართველოში კაპიტალის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონე.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი

03 ივნისი 2020, 19:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას გონივრული ნაბიჯი უწოდა

თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რადიო „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, - ინფორმაციას reuters.com-ი ავრცელებს. „ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პუტინს ეხება. ამიტომ, მისი მიწვევა ბევრ საკითხს უფრო მარტივად გადაჭრიდა,“ - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

03 ივნისი 2020, 19:52

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს

„კომიტეტი ამის შემდეგ ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება სახელმწიფო უწყებებს, იმისთვის, რომ ამ თემის ირგვლივ მოკვლეული პრობლემატიკა იქნეს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და გატარდეს ის ღონისძიებები, რასაც კომიტეტი მიიჩნევს აუცილებლად იმისთვის, რომ პრობლემა აღმოიფხვრას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

03 ივნისი 2020, 19:42

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში ფრენების განხორციელებას აუკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში ფრენების განხორციელებას აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეგი პოუპი

03 ივნისი 2020, 19:38

კულტურა

ამერიკელი მსახიობი პეგი პოუპი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი პეგი პოუპი გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება. პოუპის სამახიობი დებიუტი თეატრში 1950-იანი წლების ბოლოს შედგა, 1960-იანი წლებიდან ის სერიალებსა და ფილმებში მონაწილეობდა.