15 მაისი 2020, 17:35 / სანდო წყარო

მეგლენა კუნევა: საქართველომ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა

მეგლენა კუნევა

მეგლენა კუნევა

ევროკავშირის სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა და წარმატებები. თქვენი თავმჯდომარეობის დიდი ნაწილი კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ უპრეცედენტო სიტუაციაში წარიმართა. მიუხედავად ამისა, თქვენ შესძელით ეფექტიანი ხელმძღვანელობა და აჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ყველა გარემოებაში, - აცხადებს ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, მეგლენა კუნევა

„ეს თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს აღნიშნულ ღირებულებებს და სახავს მოქმედების გზას კოვიდის კრიზისის შედეგად შექმნილ განსაკუთრებულ და უჩვეულო პირობებში. დიდ მიღწევას წარმოადგენდა ასევე თქვენი თავმჯდომარეობის აქცენტი გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე და ასევე ის, რომ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება დამატებით პროცედურასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საპასუხოდ. მადლობა ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ერთად მუშაობას“, - აღნიშნა მეგლენა კუნევამ.

საქართველომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა საბერძნეთს დღეს ოფიციალურად გადააბარა.

ყველა სიახლე

ნოვაკ ჯოკოვიჩი

28 მაისი 2020, 23:04

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

„ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის”, -განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ დღემდე ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ქვეყანას დეგრადირებული პოლიტიკური ძალა ჩამოაცილა

„2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის თავდასხმის მთავარი ობიექტია. ამის პირველი მიზეზია, რომ მან შეძლო ის, რაც წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა და ქვეყნის ცხოვრებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა. მან ქვეყანას აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა ჩამოაშორა, რომელიც მთლიანად ძალადობასა და აგრესიაზეა დაფუძნებული. სწორედ ეს ვერ აპატიეს დღემდე ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა კობახიძემ.

28 მაისი 2020, 22:28

COVID19

თურქეთში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ალბათ დეპრესიაშია და რეაბილიტაციას ცდილობს

„ახლა ალბათ დეპრესიულ სიტუაციაში არიან, რეაბილიტაციას ეცდებიან, თუმცა ხვალ ნახავენ, რომ შეიძლება ორი იმდენი მიიღონ, რაც გუშინ. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის რა უნარები აქვს, მთავარია, ვის რა პოზიცია აქვს, რა აქვს ნაკეთები და გაფუჭებული. სწორედ ეს განაპირობებს იმ უსუსურ მდგომარეობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

28 მაისი 2020, 22:12

COVID19

Lonely Planet: საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა.“-წერს ჟურნალისტი.

28 მაისი 2020, 22:07

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. ამის შესახებ იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა.

ბობ უეიტონი

28 მაისი 2020, 21:59

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

უეიტონი ჰემირის საგრაფოს ქალაქ ალტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. უეიტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. წარსულში ის ინჟინრად და მასწავლებლად მუშაობდა. მას 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი დარჩა.

28 მაისი 2020, 21:44

მსოფლიო

ევროკავშირმა სირიის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ სირიის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშკირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 21:39

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში რჩება

„ჯერჯერობით, ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ჩვენ კარანტინიდან დაახლოებით, 120-ზე ოდნავ მეტი პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და ამით პრევენცია გავაკეთეთ იმის, რომ კარანტინიდან ინფექცია არ გავიდა ფართოდ საზოგადოებაში. ამანაც ხელი შეუწყო ინფიცირებულების დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში, ამიტომ ჯერჯერობით ასე იქნება, თუმცა, როცა საერთაშორისო ტურიზმი გაიხსნება, დადგება უკვე სხვა რეგულაციები, რომელზეც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

28 მაისი 2020, 21:39

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა

პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც Covid 19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

ენდრიუ კუომო

28 მაისი 2020, 21:19

COVID19

ნიუ-იორკის შტატში კერძო ბიზნესის მფლობელებს უფლება ექნებათ თავიანთ დაწესებულებებში იმ პირებს აუკრძალონ შესვლა, რომლებიც პირბადეს არ ატარებენ

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც კერძო ბიზნესების მფლობელებს უფლებას მიანიჭებს თავიანთ დაწესებულებებში იმ პირებს აუკრძალონ შესვლა, ვინც პირბადეს არ ატარებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 21:18

საზოგადოება

ხათუნა ზახაშვილი: რესტორნებში იმის საჭიროება არ იქნება, რომ მიმტანმა სუფრაზე კერძი დისტანციურად გასტყორცნოს

რესტორნებსა და კაფეებში ჩვეულებრივი მომსახურება იქნება და ამჟამად არც ორკვირიანი რეკომენდაცია არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი

28 მაისი 2020, 21:14

COVID19

ქეთევან ციხელაშვილმა როზარია პულისისთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარება განიხილა

ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება.

28 მაისი 2020, 20:53

პოლიტიკა

გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 28% კი ამბობს, რომ არასწორად ვითარდება

გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 28 % კი ამბობს, რომ არასწორად ვითარდება - ასეთია საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2018 წელს ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 18%, არასწორად ვითარდება - 61%.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 20:52

COVID19

პაატა იმნაძე: არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი და ვერ გაიგეს

ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო და, ასე ვთქვათ თითზე ჩამოსათვლელი. როგორც მოგეხსენებათ, ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევები. უკვე ერთ ხელზე, მაქსიმუმ ორ ხელზე ჩამოსათვლელია დადებითი ნაპოვნი. ასეთ ადამიანები არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა იმნაძემ.

28 მაისი 2020, 20:47

COVID19

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47 986-მდე შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 3 503 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 150 604-მდე გაზარდა.

კომუნიკაციების კომისია

28 მაისი 2020, 20:34

სამართალი

„კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადაწყვეტილება 25 ივნისს გამოცხადდება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, ის უკვე ოთხჯერ დაასანქცირა.

28 მაისი 2020, 20:34

პოლიტიკა

კითხვაზე გსურთ თუ არა, გაგრძელდეს „ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ აღებული მიმართულება, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ სურს

გსურთ თუ არა, გაგრძელდეს „ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ აღებული მიმართულება, 51% ამბობს, რომ სურს - ასეთია საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2018 წელს ამავე კითხვაზე დაფიქსირდა 28%, 2017-ში 42%, 2016-ში 39%.

28 მაისი 2020, 20:29

COVID19

2 ივნისიდან საფრანგეთში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში 2 ივნისიდან ქვეყანაში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა.

28 მაისი 2020, 20:22

სამართალი

თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.