ოთხი ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს საკითხზე წერილით მაიკ პომპეოსა და სტივენ მნუჩინს მიმართავს
ფოტო: Shutterstock.com
სენატორი ტედ კრუზი, სენატორი ჯონ კორნინი, წარმომადგენელთა პალატის წევრები ჯოდი არინგტონი და მარკუეინ მალინი საქართველოს საკითხზე წერილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს მიმართავენ. Imedinews-ი წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ.
„ჩვენ გწერთ, რათა შეშფოთება გამოვთქვათ საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესების და პოტენციურად უკანონო ფინანსური საქმიანობის შესახებ. სულ უფრო მეტად ვარ შეშფოთებულნი საქართველოს კავშირით ამერიკისადმი მტრულად განწყობილ მეტოქეებსა და მტრებთან, რაც ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნეს-ინტერესებს აზარალებს. გასული წლის განმავლობაში, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები თითქმის 50%-ით შემცირდა, ხოლო დასავლური ბიზნესებისთვის გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა.
„კარგი მმართველობის ამ პრობლემებმა ამერიკული კომპანიების ფუნქციონირების უნარს და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას პრობლემები შეუქმნა. ტეხასური კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი ინვესტორია ნავთობისა და გაზის სექტორში. ნავთობისა და გაზის აღმოჩენაში მათ 500 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. რეგულაციებით და შეზღუდვებით „ფრონტერა“ მიზანში ამოიღეს და ახლა მას საქართველოს ხელისუფლების მიერ შესაძლო კონფისკაცია ემუქრება. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია, Conti Group მსგავსი მეთოდებით გააგდეს კონსორციუმიდან, რომელიც ანაკლიაში საპორტო ობიექტს აშენებს, და პროექტი შეჩერდა.
ამ გართულებებსა და დავებს უკან გეოპოლიტიკური საკითხები დგას. „ფრონტერას“ სამუშაოების მიზანი საქართველოს სტაბილურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა იყო, ხოლო ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საქართველოს დამოკიდებულების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.
ლეგალური ბიზნესის ქვეყნიდან გაგდების შემდეგ მისი ადგილი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა. წლების განმავლობაში ქართული ბიზნესი და საქართველოს ფინანსური სისტემა აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის ცნობილი იყო, როგორც ანტიირანული სანქციების გვერდის ავლის საშუალებები, რაც სულ მცირე 2013 წელში გვაბრუნებს, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ გაიგო, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა კონტროლი დაამყარა თბილისში მცირე საბანკო ინსტიტუტზე და ისინი მას ფულის გადასარიცხად და სხვა საქმიანობისთვის იყენებდნენ, რაც მოიცავდა ფულის გადაცვლას, კომპანიებს შავი ზღვის სანაპიროზე და ავიაკომპანიასაც კი. ქვეყნის დასავლური ორიენტაცია, მის პორტებთან ერთად, ირანელებისთვის იდეალური სამიზნეა. რეალურად, ბოლო ცნობებით, ბათუმის პორტი კვლავ ირანის უკანონო ნავთობაქტივობების სამიზნეა.
ვითხოვთ, ჩატარდეს ბრიფინგს შემდეგ საკითხებზე:
- საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომლის სათავეშიც არის პარტია „ქართული ოცნება“, ჩართულია ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესების შევიწროებაში, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ჩადეს ინვესტიცია.
- ნებისმიერი ასეთი ქმედება მოტივირებულია გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირებით რუსეთის მთავრობასთან.
- საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული საქმიანობა საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
საქართველო კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორია და NATO-ს მოკავშირეობისკენ ისწრაფვის. სამხედრო თვალსაზისით, ქართველებმა შეიტანეს წვლილი ავღანეთში აშშ-ის მისიაში. გეოპოლიტიკურად საქართველო აშშ-ს სთავაზობს მნიშვნელოვან გზას კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპამდე ვაჭრობისა და ენერგორესურსებისთვის.
აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა ამერიკული ინტერესებისთვის აუცილებელია, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ საქართველო დაუბრუნდეს კარგ მმართველობას და წაახალისოს ის. ჩახლართული გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები ფედერალური მთავრობისგან ფართო პასუხს მოითხოვს და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რესურსები, რომლებიც ამერიკის ეროვნული ინტერესის დასამტკიცებლად და დასაცავად გჭირდებათ“, - წერენ კონგრესმენები.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
13 აპრილი 2026, 10:27
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 10:27
მსოფლიო
WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავს.
13 აპრილი 2026, 10:10
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.
13 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.
13 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პეტერ მადიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


