ირაკლი სესიაშვილი: ნათელაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ხმა რომც მისცეს ხალხმა „ქართულ ოცნებას“, მაინც არალეგიტიმურად უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის მათი ამოცანა
ირაკლი სესიაშვილი
მეც რომ არ ვიყო მმართველ პარტიაში და გარედან ვაკვირდებოდე მოვლენებს, შეიძლება მეც ვიფიქრო, რომ მართლაც შეთანხმების ნაწილი იყო უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლება ან საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი. თუმცა, რამდენადაც მე მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვარ, გპასუხობთ, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება არ ყოფილა. ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო პრეზიდენტმა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან თავად ახსნა რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი და მიზეზი და ძირითადი აქცენტები გააკეთა სწორედ პოლარიზაციის შემცირებაზე - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა, ამასთან, მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ოპოზიციის რეალური მიზნები და დამოკიდებულებები. ირაკლი სესიაშვილის თქმით, შეთანხმება იყო წერილობითი და ამ შეთანხმებაში წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლარიზება.
„რაც შეეხება შეთანხმებას. შეთანხმება არის წერილობითი და ამ შეთანხმებაში წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლარიზება. ზეპირ შეთანხმებაზე ღიად არავის განუცხადებია, მოდერატორებს, რომ პირდაპირი ნათქვამი რამე მსგავსი იყო. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ამას საზოგადოებაში და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებში მოყვა ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება და მინდა გითხრათ, რომ მე ამ შეფასებებს ვუერთდები, მაგრამ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ საქმე გვაქვს იმ ოპოზიციასთან, რომელსაც აქვს სხვა მიზნები, არა პირდაპირი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებაში, არამედ მიზნები აქვს არჩევნების შემდგომ პერიოდთან და გუშინ, შალვა ნათელაშვილმა, რომლის ოფისშიც ახლა სრულიად ოპოზიციაა შეკრებილი, ღიად განაცხადა, არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, ხალხმა ხმა რომ მისცეს „ქართულ ოცნებას“, მაინც არალეგიტიმურად უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის მათი ამოცანა. ჩვენი „ქართული ოცნების“ ამოცანა, რომ რაც შეიძლება დაბალი პოლარიზაციით, მშვიდ ვითარებაში მივიდეთ არჩევნებამდე და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს უმრავლესობაში პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პიტერ მაგიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.


