imedi /  19 მაისი 2020, 15:36 / სანდო წყარო

ანა ფოტიგა: ვიმედოვნებ, ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის და 8 მარტის შეთანხმება განხორციელდება

ანა ფოტიგა

ანა ფოტიგა

საქართველო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროპარლამენტში ძირითადი პოლიტიკური ძალები ერთხმად თანხმდებიან საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ოკუპაციის ქვეშ არის. „ჩვენ ვხედავთ ბორდერიზაციას ყოველდღიურ რეჟიმში. გასული წლის ივნისის მოვლენებს უკუსვლის ეფექტი ჰქონდა. ადგილი ჰქონდა ემოციურ რეაქციას, თუმცა ასევე ვიხილეთ სიამაყე და სურვილი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებისა და შენარჩუნების კუთხით“, - აღნიშნა ფოტიგამ.

ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიდგომას, რომელმაც შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. „თუმცა, ასევე მინდა ვახსენო გიორგი რურუა, დამოუკიდებელი ბიზნესმენი, მედიასაშუალების მფლობელი. მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები ყალბია და ეს ბრალდებები უკან უნდა წაიღონ. ვიმედოვნებ, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, 8 მარტის შეთანხმება განხორციელდება და თავისუფალი და წარმომადგენლობითი არჩევნები უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხდა ანა ფოტიგამ.

ყველა სიახლე

26 მაისი 2020, 22:20

COVID19

საფრანგეთში დღე-ღამეში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსს 28 530 ადამიანი ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილი კერსტი კალიულაიდი

26 მაისი 2020, 22:20

საზოგადოება

კერსტი კალიულაიდი: საქართველოს შეუძლია ესტონეთის იმედი ჰქონდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ყოველთვის მსიამოვნებდა ჩვენი ახლო ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უფრო გაძლიერდება. საქართველოს შეუძლია ესტონეთის იმედი ჰქონდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს კალიულაიდი.

ჯიმ რიში

26 მაისი 2020, 22:10

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანატოლი ბიბილოვი

26 მაისი 2020, 22:05

პოლიტიკა

ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა. მისივე თქმით, აღლუმზე ანატოლი ბიბილოვი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია.

26 მაისი 2020, 22:03

ეკონომიკა

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა

ინდექსი თავის მხრივ პირველია და მას გამოიყენებენ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2020, 21:59

საზოგადოება

მამუკა ბახტაძე: დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Twitter-ზე წერს.

დონალდ ტრამპი

26 მაისი 2020, 21:50

COVID19

დონალდ ტრამპი: ჩემი სამუშაო კარგად და დროულად რომ არ შემესრულებინა, კორონავირუსს 1.5-2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლებოდა

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ამერიკის ლიდერის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა ის დროული ზომები, რომდელიც მისმა ადმინისტრაციამ მიიღო.

ტანსაცმლის მაღაზია

26 მაისი 2020, 21:49

საზოგადოება

მომხმარებლის მიერ დაბრუნებულ ტანსაცმელს დახლზე მოხვედრამდე დეზინფექცია ჩაუტარდება

კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის, რეზო მაღალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იქნება, მომხმარებელი წაიღებს პროდუქციას სახლში და თუ ვერ მოირგებს და გადაწყვეტს დაბრუნებას ან გადაცვლას, მოიტანს მაღაზიაში. მისივე თქმით, ასეთი პროდუქცია პირდაპირ დარბაზში კი არ დაბრუნდება, არამედ წავა სპეციალურ სივრცეში, სადაც ჩაუტარდება სტერილიზაცია, დეზინფექცია და მხოლოდ 48 საათში დაბრუნდება დარბაზში.

კორონავირუსი თურქეთი

26 მაისი 2020, 21:47

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში COVID-19-ს სულ 4 397 პაციენტი ემსხვერპლა. ინფექცია 158 762 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 121 507 გამოჯანმრთელდა.

გიორგი გახარია

26 მაისი 2020, 21:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ევროპული მისწრაფებების გზაზე წინ მივიწევთ და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი

წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

26 მაისი 2020, 21:32

მსოფლიო

მონტენეგრო ტურისტულ სეზონს ხსნის

ქვეყნის პრემიერმინისტრის, დუსკო მარკოვიჩის განმარტებით, მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლას იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, სადაც ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია და ყოველ 100 000 მოქალაქეზე 25 კოვიდინფიცირებული მოდის.

26 მაისი 2020, 21:19

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პასუხს ველოდებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე.

რომის პაპი ფრანცისკე

26 მაისი 2020, 21:18

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რომის პაპმა ფრანცისკემაც მიულოცა

„მაშინ, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს. ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის. მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის“, - აღნიშნულია პონტიფექსის გზავნილში.

26 მაისი 2020, 21:14

COVID19

Nokia-მ ინდოეთში საწარმო 42 თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო დახურა

ფინურმა კომპანიამ, Nokia-მ სამხრეთ ინდოეთში, ტამილნადუს შტატში, ელექტროგადამცემი მოწყობილობების საწარმო დახურა. მიზეზი 40-ზე მეტი თანამშრომლის ახალი კორონავირუსით ინფიცირებაა. კომპანიამ არ დაასახელა კოვიდინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა, როგორც Reuters-ის წყარო აცხადებს, ვირუსი 42 ადამიანს დაუდასტურდა.

რომის კოლიზეუმი

26 მაისი 2020, 21:13

COVID19

რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის 1-ლი ივნისიდან გაიხსნება

რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის 1-ლი ივნისიდან გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის დირექცია ავრცელებს. კოლიზეუმის ნახვა მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთებით იქნება შესაძლებელი. შესვლამდე ყველა ვიზიტორი თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლის.

ინდოეთი კალიები

26 მაისი 2020, 21:06

მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად ინდოეთს კალიების შემოსევასთან უწევს ბრძოლა

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მწერების ასეთი მასშტაბური შემოსევა ქვეყანაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. კალიები ინდოეთში პაკისტანიდან ხანგრძლივი მუსონური წვიმის გამო მოხვდნენ. ინდოეთის მთავრობამ შემოსევასთან გასამკლავლებლად ღონისძიებების გატარება დაიწყო.

ეჰუდ ოლმერტი

26 მაისი 2020, 21:03

მსოფლიო

ისრაელის ექსპრემიერი მოქმედი პრემიერის გასამართლებას მოითხოვს

კორუფციის ბრალდებით გასამართლებული ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი, ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუც იგივე ბრალდებით უნდა იჯდეს ციხეში.

F-117 Nighthawk - სტელსის სისტემის გამანადგურებელ-ბომბდამშენი

26 მაისი 2020, 20:47

მსოფლიო

Reuters-ი: რუსეთმა რადარებისთვის უხილავი პირველი ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყო

რუსეთში პირველი სტრატეგიული ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბომბდამშენის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაცია მომდევნო წელს იგეგმება.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:46

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რა მედიკამენტით ჩაანაცვლებენ პლაქვენილს, თუ მისი გამოყენება შეწყდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება შეწყდება, მას „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციით ჩაანაცვლებენ.

26 მაისი 2020, 20:40

COVID19

ბრიტანეთმა რემდესივირზე უარი არ თქვა

ბრიტანულმა რეგულატორმა რემდესივირის გამოყენება დასაშვებად მიიჩნია. პრეპარატს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის მკურნალობისთვის გამოიყენებს. ბრიტანეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ კოვიდინფიცირების გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა.