imedi /  19 მაისი 2020, 15:55 / სანდო წყარო

გიორგი გახარია უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე: კარგად მესმის მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებმაც პოლიტიკური მანტია მოიცვეს და შეიწყალეს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის ძალიან მძიმეა.

„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, რომ მე პოზიციებს საერთოდ არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი ყველაფრის, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორეხარისხოვანი, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია, ეს ასე არ არის. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მობილიზებული ვართ კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის. ქართველი ადამიანი არის ბრძენი, აგერ მოვა არჩევნები და ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, - განაცხადა გახარიამ.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სახლთან დამაკავშირებელ საიდუმლო გვირაბს აშენებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ჯგუფ Spice Girls ყოფილი წევრი ვიქტორია საიდუმლო გვირაბის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ Express წერს.

02 ივნისი 2020, 00:57

სამართალი

ნოჯიხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა სოფელ ბიიდან ნოჯიხევის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

02 ივნისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

ლედი გაგა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ფოტო

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემამ 34 წლის მომღერლის ფოტოები გაავრცელა, სადაც მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. ფოტოებზე ჩანს, რომ ლედი გაგამ წონა აკრიფა. ის კაფეში ყავის დასალევად თავის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა.

02 ივნისი 2020, 00:40

მსოფლიო

დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამის შესახებ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 00:30

ეკონომიკა

ანგარიში: 2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

02 ივნისი 2020, 00:18

მსოფლიო

ჩინეთში იშვითი სახეობის მაიმუნები აღმოაჩინეს

ჩინეთში ჰაინანის კუნძულზე იშვიათი სახეობის მაიმუნები, ე.წ. ჰაინანური გიბონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორი მაიმუნი ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ტყის სიახლოვეს ჯერ კიდევ შარშან შენიშნეს, რის შესახებაც ხელისუფლებას აცნობეს. რამდენიმე დღის წინ კი მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.

02 ივნისი 2020, 00:09

სპორტი

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა. სამივე ოქროს მედალი მოროუმ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სირბილსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

02 ივნისი 2020, 00:05

ტაბლოიდი

ინდოეთში ქალმა თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონი არ უყიდა

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში ქალმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Nations-ი ავრცელებს. 29 წლის ჯიოტი ქმარს სმარტფონის ყიდვას სთხოვდა, რომელიც მათ შვილებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობისთვის სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც კაცმა სმარტფონის ყიდვაზე უარი თქვა, ჯიოტიმ თავი მოიკლა.

Forbes

01 ივნისი 2020, 23:59

COVID19

Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე. დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით.

01 ივნისი 2020, 23:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა

1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვში COVID19-მა 71 ადამიანი იმსხვერპლა. რუსული მედიის ცნობთ, ყველა პაციენტს კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თბილისის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ლივერპული

01 ივნისი 2020, 23:33

მსოფლიო

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს. მერსისაიდული კლუბის 29 ფეხბურთელმა სტადიონზე წრე შეკრა და გარდაცვლილის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატა. აქცია ეგიდით „ერთობა ჩვენი ძალაა“ ჩატარდა.

ტომ კოტონი

01 ივნისი 2020, 23:29

მსოფლიო

სენატორი ტომ კოტონი: ვნახოთ, „ანტიფას“ ტერორისტები რამდენად მაგრები იქნებიან, როდესაც 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას დაუპირისპირდებიან

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტომ კოტონი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში განვითარებულ ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემთხვევებს გამოეხმაურა. სენატორის თქმით, „არეულობა, ანარქია და ძარცვა დღეს საღამოს უნდა მორჩეს“.

01 ივნისი 2020, 23:27

სპორტი

„რეალმა“ სრული შემადგენლობით ივარჯიშა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „რეალი“ 14 ივნისს „ეიბართან“ გამართავს. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 27 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.

01 ივნისი 2020, 23:03

მსოფლიო

ცუკერბერგს ტრამპის გამო თანამშრომლები აუჯანყდნენ

Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი ვირტუალური გაფიცვის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მაია ცქიტიშვილი

01 ივნისი 2020, 23:02

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში ყველა ტურისტს ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ

„აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ეს ქვეყნებიც კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაუძღვნენ და ინფიცირებულების დაბალი რაოდენობა ჰყავთ. შესაბამისად სწორედ ამ ქვეყნებთან ვმუშაობთ, რომ ტურისტი აქედან შემოვიყვანოთ. საქართველოში ყველა ტურისტის ჩამოსვლა ორგანიზებული იქნება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკოგაზი

01 ივნისი 2020, 22:56

სამართალი

გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ეკოგაზის ტერიტორიაზე აფეთქებისას დაშავებული ერთი ადამიანი ამავე კომპანიის თანამშრომელია. ის კონტაქტური იყო და ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრია გადაყვანილი.

01 ივნისი 2020, 22:54

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ძმა: რას აკეთებთ? ძალადობრივი პროტესტი ჩემს ძმას უკან არ დააბრუნებს

პოლიციის ძალადობის შედეგად მოკლული ჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მოქალაქებბს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტერენს ფლოიდმა მისი ძმის გარდაცვალების ადგილას გამართული აქციის დროს განაცხადა.

01 ივნისი 2020, 22:43

რეგიონი

ქუთაისის მერია „ბავშვთა უფლებების კოდექსთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში, იმერეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 22:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი

თბილისის მერი, კახა კალაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს. მისი თქმით, პარტიაში თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს. კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს შემდეგი მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრთა შერჩევა.