imedi /  19 მაისი 2020, 18:27 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“: ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა თქვენთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

კიდევ ერთხელ ნახეთ რას ამბობს კანონმდებლობა, რას ამბობს პარლამენტის რეგლამენტი. საგანგებო მდგომარეობის დროს, პარლამენტიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სხდომების რაოდენობა, მით უმეტეს ინფექციის გადადების საფრთხისას, უკიდურესად შეზღუდულია. ევროპული პრაქტიკაც მოვიკითხოთ და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. ნუ აფიქრებინებთ მოქალაქეებს, რომ იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ მუშაობთ, რომელსაც წარმოადგენთ. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე პარლამენტიც რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა და არა პოლიტიკურ ოპონენტებთან კამათია.

„საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს რაც ევალებოდა და შეეძლო გაეკეთებინა. მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაძლოა, უნდოდა ენახა ისეთი პარლამენტი, რომელიც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის დროს უკიდურეს კონფრონტაციაში შევიდოდა მთავრობასთან, ისიც ვიცი, რომ ზოგიერთს, სუბიექტურად, შეიძლება არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება - თავისი ცუდიც კი ურჩევნია, თუმცა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა თქვენთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. რასაკვირველია თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი; კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2021, 00:20

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქზე: დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, მის დამოკიდებულება ჩემდამი, ყოველთვის მამხნევებდა, ყოველთვის სწორი რჩევა მოუცია ჩემთვის

„პატრიარქი პირველად ვნახე, როდესაც მინისტრად დავინიშნე. შემდეგ მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, საუბარი. ძალიან ბრძენი კაცია. განსაკუთრებული, გამორჩეული ადამიანია და ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. ჩემგან მისი დახასიათება ზედმეტია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორი ადამიანია ჩვენი პატრიარქი. დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, მის დამოკიდებულება ჩემდამი. ყოველთვის მამხნევებდა, ყოველთვის სწორი რჩევა მოუცია ჩემთვის. მახსოვს ძვირფასი საჩუქარი მაჩუქა პატრიარქმა - თეთრი ცხენი მაჩუქა. ყაზბეგში დამპატიჟა. ეს ყველაზე გამორჩეული დღე იყო ჩემთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

27 სექტემბერი 2021, 00:17

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 00:11

პოლიტიკა

პრემიერი: ბოროტებაა როცა შენს მთავარ ფუნდამენტს, ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ინსტიტუტს - ეკლესიას ებრძვი, ეს მტრობა უნდა დასრულდეს

„საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა. ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ჩვენ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს ვდგავართ - ან სიკეთის, ან ბოროტების მხარეს. ბოროტებაა როცა შენს მთავარ ფუნდამენტს, ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ინსტიტუტს - ეკლესიას ებრძვი, მღვდელმთავრებს უგონებ ათას სისულელეს. ძალიან სამწუხაროა. ეს არის მტრობა და ეს მტრობა უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ასე გაგრძელება უბრალოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2021, 00:08

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სუს-ის სავარაუდო ფაილებზე: გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის სავარაუდო ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს. ამის შესახემ მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. მისი თქმით, ეს თემა სპეციალურად ორი კვირით ადრე იმიტომ შემოაგდეს, რომ იცოდნენ, ორ კვირაში პასუხი ვერ იქნებოდა, ახლა კი დისკრედიტაციისთვის იყენებენ. მდინარაძის განცხადებით, უამრავი კითხვაა, თუმცა - არც ერთზე პასუხი.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:57

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები.

26 სექტემბერი 2021, 23:45

პოლიტიკა

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გივი ჩხარტიშვილს იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ თქვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები

„თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ უკეთესი თბილისისთვის და იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში, ყველაფერს აფინანსებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. პრემიერმა ამ თემაზე გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი „ქართუ“ ჯგუფში მუშაობისას, 2005 წელს გაიცნო. მან ასევე გაიხსენა, რომ იმ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებს სწორედ ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არ იყო ცნობილი.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 23:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ნიკა მელიას ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მოლოცვა მოუწევს

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს. მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორციელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩვენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

26 სექტემბერი 2021, 23:15

პოლიტიკა

კახა კალაძე: ელიავას ბაზრობას მოვაწესრიგებთ ისე, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული

„ეს სივრცე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ფორმით მუშაობის ასე გაგრძელება მიუღებელია როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ირგვლივ მცხოვრებთათვის და ზოგადად, ქალაქისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ამ ტერიტორიის მფლობელებთან, რათა შევიმუშაოთ, თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მსგავსი განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნორმალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, მოწესრიგებული იქნება ირგვლივ ყველაფერი. დღეს იქ არის გაუსაძლისი პირობები - ღია სივრცეში ხდება საშენი მასალების ტრანსპორტირება, ავტომობილების დაშლა, ამიტომ გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შვილებზე: ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის

„სწავლობენ ძალიან კარგად. ანდრიაც ძალიან კარგად სწავლობს. ყოველთვის პირველობის ამბიცია აქვს. ისევე როგორც ნიკოს. რამდენიმე ენას სწავლობენ: ინგლისური, ფრანგული, რუსული. ნიკოლოზმა ახლა ჩინურის სწავლა დაიწყო. ანდრიას რატომღაც ივრითი აინტერესებს. ახლა აპირებს, რომ ებრაულის სწავლა დაიწყოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს, მერე მოძღვარმა მითხრა, დიდი შეცდომა დაუშვი და აღსარება თქვიო

„იმ დროს სტუდენტი ვიყავი პარიზში. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის მერე მოძღვარმა მითხრა: „გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“. ყველას გვჯეროდა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი“, - იხსენებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველთვის რაღაც დიდზე ვოცნებობდი, მიზანი იყო დიდი წარმატების მიღწევა

„ყოველთვის მქონდა ჩაბეჭდილი ეს მიზანი და ამ რწმენითა და სულისკვეთებით ვსწავლობდი, კლასიდან კლასში გადავდიოდი. ყოველი წელი ჩემი ღრმა რწმენით, ეს მქონდა გამჯდარი თითოეულ უჯრედში, ამას მთელი ორგანიზმით ვგრძნობდი, რომ მაახლოებდა ამ მიზანს. ეს მიზანი იყო დიდი წარმატების მიღწევა. მთავარი შთაგონება მშობლებმა მომცეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სამი მთავარი შინაგანი წესი არის ერთგულება, მადლიერება, სიმართლე

„როცა გარკვეული ცდუნება გაქვს ადამიანს ან რაღაც შინაგანი შფოთვა, ყოველთვის უნდა იხელმძღვანელო [შინაგანი წესით] ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვდივარ, რაც ვარ დამოუკიდებელი ადამიანი და ყოველთვის მშველის“, - განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ გვიწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და კორპუსების აშენების ნაცვლად, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება

რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში, ვიდეო-ჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა

ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი. გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო, არის ძალაუფლება

„პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუსხვევა. არ დაგმალავთ ამას, იმიტომ, რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, რაზეც დგახარ - შენი წესები, შენი მორალი, რაც განსაზღვრავს შენს ქმედებას, ძალიან რთულია გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას“, - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერობის პირველი ვადის დროს უფრო მიმნდობი ვიყავი, მათ შორის ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ

„როცა გადავდექი, მეორე დღეს უჩვეულო შფოთვა მქონდა და მაშინ გავაანალიზე, რომ აღარ მიწევდა ფიქრი, ზრუნვა მიმდინარე ყოველდღიურ საკითხებზე. პასუხისმგებლობა რომ მოვიხსენი ეს იყო უჩვეულო სტატუსი და რეჟიმი ჩემთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:34

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ იმაზე, თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ, როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით, თავისი შეცდომებით, თავისი ხედვით, მიზნებით, ოცნებებით და თავისი მიღწევებით. ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე, ჩემს ოჯახზე, ახლობლებზე, მშობლებზე, მეგობრებზე და საბოლოო ჯამში ვფიქრობ იმაზე თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გივი ჩხარტიშვილი; კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 22:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას, მეტ სიახლეს და უფრო თანამედროვე ქალაქს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. ონლაინ შეხვედრას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილიც ესწრება. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დიდუბის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

26 სექტემბერი 2021, 21:51

რეგიონი

დმანისის მერის შეუსრულებელი დაპირებები და ჩაშლილი ტენდერები - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

განხორციელებული ცვლილებები დმანისის ცენტრალურ ქუჩაზეც კი არ იგრძნობა, თუ არ ჩავთვლით მუნიციპალიტეტის შენობას, რომელიც იქაურობის ფონზე თვალში საცემია. ყველაფერი იქ თავად ჰყვება ამბავს, რომ მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ქალაქისთვის არაფერი გააკეთა. იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სტატუსით არჩევნების მოგებიდან მალევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. თუმცა, ახლა უფრო საინტერესო მისი მერობის პერიოდის უცნაური ტენდერებია.