საზოგადოებრივის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ 29 მაისს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, - წერს გამოცემა on.ge.
2016 წლის 13 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ნათელა სახოკიამ დატოვა. ამის მიზეზი მისი შვილის ირაკლი რუხაძის მიერ ტელეკომპანია "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა იყო.
ნათელა სახოკია უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი იყო. ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, ნაცვლად 9 წევრისა, მოვალეობას 8 წევრი ასრულებს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
მეურვეობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთოდეს: კანდიდატის CV; პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში; საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია;
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადებები 2017 წლის 13 ივნისამდე მიიღება.
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 17:36
პოლიტიკა
ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შანხაი-თბილისის რეისები, რომლებიც მალე განხორციელდება, არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.
27 ივნისი 2026, 17:34
პოლიტიკა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს
საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს, - განაცხადა „დღის ქრონიკსთვის“ მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა.
27 ივნისი 2026, 17:32
პოლიტიკა
ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის.
27 ივნისი 2026, 17:30
რეგიონი
ირაკლი კობახიძე უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ
პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლებნი კიევიდან. სტუმრები, 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
27 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იგი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ახალ თავს წერს
პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პროგრესში მოდერნიზაციისკენ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.
27 ივნისი 2026, 17:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა ამ მიმართულებით ძალიან მაღალი კონტროლის ხარისხით, დღეს კიდევ უფრო ხვეწს და გარკვეულწილად ამკაცრებს თავის კანონმდებლობას
ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა ამ მიმართულებით ძალიან მაღალი კონტროლის ხარისხით, დღეს კიდევ უფრო ხვეწს და გარკვეულწილად ამკაცრებს თავის კანონმდებლობას, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
27 ივნისი 2026, 17:23
სპორტი
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება - უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია
რამდენიმე წუთში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია. „ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი შემადგენლობა თითქმის უცვლელი დატოვა.
27 ივნისი 2026, 17:07
რეგიონი
ძლიერი წვიმა და წყალმოვარდნები სენაკში
სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები.
27 ივნისი 2026, 16:51
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, ტრამპი მომდევნო წლის დასაწყისში ინდოეთში ჩავა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალი წლის დასაწყისში ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
27 ივნისი 2026, 16:20
მსოფლიო
The Telegraph: გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას 2027 წლიდან განიხილავს
გერმანიაში 2027 წლიდან ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 16:07
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა.
27 ივნისი 2026, 15:51
სამართალი
გიორგი პატარიძე: თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ექიმთან კომუნიკაციასა და მასთან შეთავაზებულ შეხვედრაზე.
27 ივნისი 2026, 15:30
სამართალი
გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა
„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს უკვე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იყო წინასწარ აღნიშნული.
27 ივნისი 2026, 15:29
რეგიონი
რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება
ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ.
27 ივნისი 2026, 15:23
სამართალი
გიორგი პატარიძე: კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას შესახებ თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო.
27 ივნისი 2026, 15:19
მსოფლიო
პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად
პოლონეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს - პოლონური მედიის ცნობით, მას ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.
27 ივნისი 2026, 15:14
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია, გილოცავთ დაარსებიდან 32-ე წლისთავს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა: ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ და სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს.
27 ივნისი 2026, 15:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
27 ივნისი 2026, 14:55
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს
პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული თუ სარეკრეაციო სივრცე სრულ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადამიანებს ჯანსაღ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრად გარემოს სთავაზობს.
27 ივნისი 2026, 14:51
მსოფლიო
თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.


