კახა ოქრიაშვილი: ყველას ვურჩევ, თავი დაანებოს ინსინუაციებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი საკუთარი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარაგების შექმნა შეუძლიათ
კახაბერ ოქრიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევას, „Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი გამოეხმაურა.
„კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემდეგ, საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად, ტვირთების ლოჯისტიკური გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერდა. დადგა საშიშროება, რომ ქვეყანა ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტების დეფიციტის წინაშე დადგებოდა. არსებული ვითარების გამო, დღესაც კი შეიმჩნევა წიწიბურის დეფიციტი და შესაძლოა, იგივე პრობლემა შეხებოდა შაქარს, მარილს, საკვებ ზეთსა და სხვა სახის პროდუქტსაც. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო უსწრაფესი გადაწყვეტილება და დაიწყო ძირითადი მოხმარების ცხრა დასახელების საკვები პროდუქტის სტრატეგიული მარაგების შექმნა.
იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული როგორც ავტოსატრანსპორტო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ჩემმა მეგობარმა, ბიზნესმენმა კობა კურდღელაშვილმა, რომელიც ამ ბიზნესით ბოლო 25 წელია დაკავებულია, შექმნა ქვეყანაში შაქრის სტრატეგიული მარაგი. მისი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობამ ბელარუსის მთავრობისგან სრულიად ექსკლუზიურ და ძალიან დაბალ ფასად, შეიძინა 5 000 ტონა შაქარი, რაც დღეს საქართველოს მთავრობისავე დაკვეთით, დასაწყობებულია. შეძენილი 5 000 ტონა შაქრის ღირებულება 2 600 000 დოლარს შეადგენს და საინტერესოა, ექსპერტების მოსაზრება და გამოხმაურება, შეძენილი შაქრის ღირებულებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რუსეთიდან პროდუქტის იმპორტის საკითხს, კობა კურდღელაშვილის მიერ საქართველოში შემოტანილია სულ 136 000 დოლარის ღირებულების მაკარონი, რადგან იმ პერიოდში, რუსეთის ფედერაციის ქალაქი ვლადიკავკაზი ფაქტობრივად ერთადერთი ხელმისაწვდომი მარშრუტი იყო.
აქვე განვმარტავ, რომ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხელისუფლებას უფლება აქვს, პროცესების დაჩქარების მიზნით, პირდაპირი კონტრაქტები გააფორმოს კომპანიებთან. ფასთა კვოტირების მეთოდით, შაქრის ყველაზე მისაღები ფასი საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა სწორედ ბელარუსის ხელისუფლებამ და არა კობა კურდღელაშვილმა. კურდღელაშვილმა გასწია ფასდაუდებელი ლოჯისტიური სამუშაო და შეუქმნა ქვეყანას შაქრის სტრატეგიული მარაგი. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და სამწუხაროა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და სრულიად უანგაროდ მოქმედი ბიზნესმენის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები.
დაბოლოს, აქ მთავარი პრობლემა არის არა იმაში, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის ესა თუ ის პროდუქტი, არამედ იმაში, რატომ ვერ ვახერხებთ შაქრისა და მაკარონის წარმოებას ქვეყნის შიგნით. ყველას ვურჩევ, სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრონ და თავი დაანებონ ინსინუაციებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი საკუთარი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარაგების შექმნა შეუძლიათ“, - აღნიშნავს ოქრიაშვილი.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 21:17
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტზე: ეს არის თბილისის ფილტვები და უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები შეიგრძნობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდ „ქართუს“
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი, რომელიც 700 ჰექტრამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა.
03 ივნისი 2026, 21:02
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ კვლავ ნატოში ვართ, თუმცა ნატო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
03 ივნისი 2026, 20:58
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 20:57
საზოგადოება
„თბილისის ურბანული ტყე” - ფონდი „ქართუს” მორიგი მასშტაბური პროექტი მთაწმინდის ფერდობზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„თბილისის ურბანული ტყე” - ფონდ ქართუს კიდევ ერთი პროექტი დასრულების ეტაპზეა. მთაწმინდის ფერდობზე ჩატარებულ სამუშაოებს, ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის ვიცე-მერთან ერთად გაეცნო, მათ გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.
03 ივნისი 2026, 20:56
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ტრამპთან სატელეფონო საუბარზე: ხანდახან გვაქვს უთანხმოებები, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე - ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას
CNBC-სთან ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უარყო ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპთან რთული დიალოგის არსებობა, თუმცა ამ საკითხის მნიშვნელობა დააკნინა.
03 ივნისი 2026, 20:52
სამართალი
ყალბი ვიზებისა და დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დეტალები „ქრონიკაში“
ყალბი ვიზებისა და დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
03 ივნისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ვაშინგტონის გზავნილმაც დაპირისპირება გამოიწვია - მსჯავრდებული სააკაშვილი კი, გარეთ მყოფთა კრიტიკას აგრძელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს”, - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გავრცელებული განცხადების ეს პასაჟი, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზია.
03 ივნისი 2026, 20:41
მსოფლიო
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 20:32
პოლიტიკა
წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? - პარლამენტის თავმჯდომარე პეტერ ფიშერს ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? პეტერ ფიშერის მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში სრულდება, მანამდე კი მორიგ სკანდალში ეხვევა; პარლამენტის თავმჯდომარე მას ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
03 ივნისი 2026, 20:28
საზოგადოება
დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც მთლიანად სახელმწიფო, ისე სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა. საუბარია სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.
03 ივნისი 2026, 20:27
ეკონომიკა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 2026 წლის მონაცემს აუმჯობესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი დადებითი საერთაშორისო შეფასება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ეხება.
03 ივნისი 2026, 20:20
საზოგადოება
საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.
03 ივნისი 2026, 20:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალი წევრი აცხადებს, რომ სურს უკრაინის ნატოში ხილვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი შეხვედრის დროს განაცხადა.
03 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.
03 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.
03 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.
03 ივნისი 2026, 20:12
საზოგადოება
კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტის მასშტაბური პროექტი აჭარაში - ქობულეთში შვეიცარიული ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს. ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო ქობულეთში შენდება. კომპლექსი საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებსაც აერთიანებს, მისი საინვესტიციო მოცულობა კი, 300 მილიონი დოლარია.
03 ივნისი 2026, 20:09
ჯანდაცვა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ.
03 ივნისი 2026, 20:04
მსოფლიო
რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის
საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივნისი 2026, 19:52
პოლიტიკა
გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.


