22 მაისი 2020, 08:01 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო რუსეთის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დარღვევის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას მიიჩნევს

რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ თავისი საზღვრის გასწვრივ, 10-კილომენტრიანი დერეფნის ფარგლებში და ამგვარად ცდილობდა, გამოეთქვა ყალბი პრეტენზია, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ღია ცის შეთანხმებიდან“ შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილებას ეხება.

მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები დღეს „ღია ცის შეთანხმების“ დეპოზიტარებს და ყველა მონაწილე სახელმწიფოს ოფიციალურად შეატყობინებს შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ და 6 თვის შემდეგ შეთანხმების მონაწილე მხარე აღარ იქნება.

მიზეზად ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის მხრიდან შეთანხმების არაერთგზის დარღვევას ასახელებს. მათ შორის, ანექსირებულ ყირიმში საწვავის გამართვის მიზნით აეროდრომის მოწყობას, ასევე, კალინინგრადის თავზე სადამკვირვებლო ფრენის შეზღუდვას. ის, რომ შეერთებული შტატები „ღია ცის შეთანხმებას“ ტოვებს, გვიან ღამით თეთრი სახლის ლიდერმაც დაადასტურა. შეთანხმება, რომელიც 35 სახელმწიფოს აერთიანებს, 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2026, 10:31

საზოგადოება

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება

დედაქალაქის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 10:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

07 ივნისი 2026, 10:19

მსოფლიო

აშშ-ში ფესტივალზე სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 2 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთს ესროდნენ. დაზარალებულთა საშუალო ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება. ხელისუფლება ეჭვმიტანილების მოსაძებნად ტერიტორიას ჩხრეკს, კითხავს მოწმეებს და მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს სწავლობს.

ანდრეი სიბიგა

07 ივნისი 2026, 09:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან

რუსებისთვის კარგი ამბები არაა. პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

გაგიკ ბეგლარიანი

07 ივნისი 2026, 09:35

მსოფლიო

სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს

ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ინფორმაციას ანტიკორუფციული კომიტეტზე დაყრდნობით გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 09:24

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 09:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

07 ივნისი 2026, 08:26

მსოფლიო

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. მონაწილეობას ასევე იღებენ: „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსი“და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“.

პეტერ მადიარი

07 ივნისი 2026, 08:01

მსოფლიო

პეტერ მადიარი: შემდეგ კვირას პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონი დააანონსა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.

06 ივნისი 2026, 23:57

სპორტი

ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს

სპორტულ კარატეში ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - Bohemia Cup ქართველმა კარატისტებმა 16 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ანგარიშზე 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.

ვაჟა ბერიძე

06 ივნისი 2026, 23:12

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ

ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ. არც ხელისუფლების და რაც ოპოზიციის წარმომადგენლები არასოდეს ახსენებენ, რატომ გახდა ევროკავშირი ჩვენთვის პანაცეა, -განაცხადა პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 22:43

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი - ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიყავს. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება ბრიუსელის ხელის ბიჭი.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 22:25

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.

ლევან მახაშვილი

06 ივნისი 2026, 22:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავგანწირვის ხარჯზე ამ ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა

საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 22:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვიღაცას

ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.

ლევან მახაშვილი

06 ივნისი 2026, 22:08

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა

ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

06 ივნისი 2026, 21:50

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გადაცემა „ღია ეთერი - დებატებზე“: მადლობა რომ გადაცემის ასეთი ფორმატი შემოიღეთ. კარგია, რომ თვალსაზრისების შეჯერება ხდება

„მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცალკეული მონაწილეების თვალსაზრისების შეჯერება ნუ იქნება, იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების, რადგან თვალსაზრისები არის ფართო, მოცვადი და გარდა ხელისუფლების პოზიციისა და ოპოზიციის ცალკეული ჯგუფებისა, მოიცავს ძალიან ბევრ რამეს საარსებო საკითხებზე და კარგი იქნება ამ მიმართულებით თუ გააგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

06 ივნისი 2026, 21:45

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ფორმულას“ ინფორმაციაზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია - მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 21:23

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული - თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი

ჩვენ გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული. მე თანაგიგრძნობთ, ნახევარი მილიონი ლარი რომ გაქვთ გადასახდელი ახალგაზრდა კაცს, რა თქმა უნდა, გამწარებული იქნებით და პირადსა და სახელმწიფოებრივს შორის რაღაცები გექნებათ არეული, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელს, ⁠გოტა ჭანტურიას.

ვაჟა ბერიძე

06 ივნისი 2026, 21:20

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: მადლობა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოწვევისთვის, დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ვარ „იმედის“ ეთერში

„მადლობას ვეტყვი და მივესალმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქალბატონ თეა წულუკიანს და ბატონ ლევან მახაშვილს. რომლებსაც ძალიან მძიმე ტვირთი აქვთ აღებული თავის თავზე. მადლობას მოგახსენებთ ყველას“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.