imedi /  22 მაისი 2020, 15:03 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან დისტანციური შეხვედრა გამართა

დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა, დისტანციურ რეჟიმში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„შეხვედრაზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული ვითარება და მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.

ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ COVID-19-ზე რეაგირების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამედიცინო კლინიკების პერსონალური დაცვის საშუალებებით მომარაგება. UNICEF-ის ორგანიზებით ამუშავდა სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მიზანია ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

დავით სონღულაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო. აღნიშნა, რომ ევროპის დღეების კამპანია წელს ციფრულ რეჟიმში იმართება, რომელიც 9 მაისს დაიწყო და 27 ივნისს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან 6 წლის თავზე დასრულდება.

,,ევროპის დღეების ფარგლებში დაწყებულია ესეების კონკურსი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ონლაინ დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის და კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II“-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარეს სამომავლო გეგმები გააცნო რომელთა განხორციელებაც კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

30 მაისი 2020, 20:59

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის ბავშვი რეანიმაციაშია

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. როგორც Imedinews დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბავშვს წყლით სხეულის 20% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 20:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში პრემიერის მოსმენისას ოპოზიციისგან სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაზე მსჯელობის წამოწყებას ელოდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ ეს სფერო რეფორმას საჭიროებს და ის უფრო სამართლიანი უნდა გახდეს.

30 მაისი 2020, 20:30

საზოგადოება

1-ლი ივნისიდან „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები სტანდარტული გრაფიკით იმუშავებს

1-ლი ივნისიდან „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს უბრუნდება. სერვისცენტრები იმუშავებს შაბათსაც.

30 მაისი 2020, 20:07

სპორტი

ლონდონის საფეხბურთო კლუბის „არსენალის“ პრეზიდენტი ჩიპს კესვიკი პენსიაზე გავიდა

17-წლიანი მუშაობის შემდეგ, ლონდონის საფეხბურთო კლუბის „არსენალის“ პრეზიდენტი ჩიპს კესვიკი პენსიაზე გავიდა. 80 წლის სპეციალისტი „მეთოფეებში“ 2003 წლიდან სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობზე მუშაობდა და კლუბისთვის ახალი საშინაო სტადიონის, „ეშბერტონ გროუვის” აშენება მის სახელს უკავშირდება.

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 19:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქცია პროფესიულად მართული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნასთან.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 მაისი 2020, 19:48

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, ნიღაბი პირველ რიგში სწორად უნდა გამოვიყენოთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ. მისი განმარტებით, ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ და ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

30 მაისი 2020, 19:27

სპორტი

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ვალდესი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

38 წლის ყოფილმა მეკარემ ესპანეთის მეოთხე ლიგის კლუბი „ორტა“ ჩაიბარა, რომელიც გასულ წელს მეთორმეტე ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

30 მაისი 2020, 19:16

საზოგადოება

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო დაწესებულებებს სთხოვს, რომ თანამშრომლების მიერ უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდეს

საჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

30 მაისი 2020, 19:08

COVID19

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს. Sinovac პეკინის ბიოტექნიკური კომპანიაა და დაახლოებით 1000 მოხალიესე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების მე-2 ეტაპში იღებს მონაწილეობას. კომპანიის განმარტებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სულ მალე ტესტირების მე-3, დასკვნითი ეტაპი დაიწყოს.

30 მაისი 2020, 18:58

COVID19

პოლონეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და 1 051 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 23 376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 016 გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა აღწერეს.

ასტონ ვილა

30 მაისი 2020, 18:52

COVID19

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ინგლისის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბის, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. 79 წლის რონ სმიტი ოთხი კვირის წინ დაინფიცირდა და ექიმებმა უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ გადაარჩინეს.

30 მაისი 2020, 18:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ AE SOLAR-მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია აშშ-ში გაგზავნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

30 მაისი 2020, 18:31

ეკონომიკა

Nissan-ი წარმოებას ამცირებს და ქარხნებს ხურავს

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს. ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

30 მაისი 2020, 18:19

ტექნოლოგიები

ახალი Android-ის პრეზენტაციის თარიღი ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო

Google-მა Android 11-ის ბეტა ვერსიის პრეზენტაციის თარიღი, რომელიც 3 ივნისს იყო დაგეგმილი, ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციცა Android Developers-მა twitter გვერდზე გაავრცელა. „ახლა არ არის ზეიმის დრო“, - ნათქვამია ტვიტში.

მაგოტი მიამუნი გიბრალტარი

30 მაისი 2020, 18:14

მსოფლიო

გიბრალტარის მთავრობამ ტურისტებს კუნძულზე მაიმუნებთან შეხება აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ხელმძღვანელობამ ცხოველების დასაცავად მიიღო, რადგან შიშობენ, რომ ტურისტებმა შესაძლოა მათ კორონავირუსის გადასდონ. მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებისთვის მკაცრ ზომებს მიიღებენ.

30 მაისი 2020, 18:13

ეკონომიკა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს კიდევ ერთი ქართული ღვინო დაემატა

„ახოები“ წითელი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ბარსელონა

30 მაისი 2020, 17:56

სპორტი

„ბარსელონამ” სელექციის სამსახურის თანამშრომელთა ნახევარი გაათავისუფლა

პარალელურად კი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იმედგაცრუებულია ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერებით და სელექციონერების სამსახურიდან გაშვებაც ამას უკავშირდება.

დურბეკ ფატახოვი

30 მაისი 2020, 17:50

ეკონომიკა

AE SOLAR GEORGIA-ს გენდირექტორი: საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში

კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის, დურბეკ ფატახოვის განცხადებით, კომპანია საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაში მდებარე გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა, ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო.

ხის მოჭრა ტყე

30 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება

სხვა რიგ სიახლესთან ერთად, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

დიეგო კოლასი

30 მაისი 2020, 17:42

ეკონომიკა

საფრანგეთის ელჩი: ვგრძნობ, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ

ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.