ანრი ოხანაშვილი: საქართველოს მთავრობა სანიმუშოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით
ანრი ოხანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ოხანაშვილმა ამ მიმართულებით, ყურადღება 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.
„დღეს ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხს, 2019 წლის ანგარიშს. ჩვენ ვართ ერთგულნი სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც აერთიანებს ევროპულ სამართლებრივ სივრცეს, ჩვენ ვართ ერთგულნი იმ უფლებების დაცვისადმი, რომელიც პრინციპულია ევროპული კონვენციისადმი და შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ამ უფლებების და პრინციპების დაცვისადმი, ამიტომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ამ ანგარიშებში, ძირითადად, 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების მძიმე და უხეშ დარღვევებს ვხვდებით, აქ საუბარია სიცოცხლის ხელყოფის უფლებაზე, წამების აკრძალვის ხელყოფაზე, სამართლიანი სასამართლოს ხელყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების დროს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავატარეთ და ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლოს სისტემის თვალსაზრისით, პროკურატურასთან მიმართებაში საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ პროკურატურა აღარ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს და იგი დამოუკიდებელი ორგანოა. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და განხორციელდა არა ერთი სისტემური განახლების რეფორმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ფარგლებში, რომლებმაც კიდევ უფრო გააუმჯობესა და მაღალი სტანდარტი დააწესა. ამის შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლოში 2010 წლიდან 2020 წლამდე საქმეების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა და მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობის ხუთჯერ შემცირებაზე, ეს მიუთითებს, ერთის მხრივ, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობაზე, და მეორეს მხრივ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარებულ არაერთ რეფორმაზე“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გამოიხატა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით მილიონობით ლარის გადახდა უწევს.
„თანხა ვერ შეცვლის ვერანაირ უფლების აღდგენას, მაშინ როდესაც საუბარია უმძიმეს დარღვევებსა და მუხლებზე, თუმცა ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები პირნათლად შევასრულოთ და 2012 წლამდე არსებული უხეში დარღვევების შედეგად ჩვენი მოქალაქეების უფლებები მინიმალური სტანდარტით, თანხობრივად მაინც აღვადგინოთ. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და სწორედ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც პერიოდულად ევროპის საბჭო აქვეყნებს, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ორგანოს და უწყებას, რომელიც ჩრთულია ამ პროცესში და ერთ-ერთი წამყვანი უწყება იუსტიციის სამინისტროა და მის მინისტრს და მოადგილეებს, ყველა თანამშრომელს, რომელიც აქტიურად არის ჩართული, მადლობა ვუხდი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.
24 აგვისტო 2026, 20:38
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.
24 აგვისტო 2026, 20:31
პოლიტიკა
ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.
24 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.
24 აგვისტო 2026, 20:24
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
24 აგვისტო 2026, 20:12
პოლიტიკა
მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - ვიდრე ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.
24 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.
24 აგვისტო 2026, 20:07
კულტურა
„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.
24 აგვისტო 2026, 19:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.
24 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
ტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა.
24 აგვისტო 2026, 18:51
მსოფლიო
Euronews: ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ
ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ, - წერს Euronews-ი.


