მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა
მერაბ ქვარაია
ფოტო: facebook
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი განიხილება, კომიტეტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იკითხა, რატომ არ ესწრებიან სხდომას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე დაინტერესდა, რამდენად იღებენ ისინი პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის და პატივისა და ღირსების შემლახავ ფაქტებზე.
„სად არიან ახლა ის ადამიანები, რომლებმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და დღეს ამ დარბაზში არ არიან. სად არის ეს ხალხი? რატომ არ ესწრებიან? ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - ეს ადამიანები დღეს, თქვენი ანგარიშის მოსმენისას, სარკეში ჩაიხედავდნენ და დაინახავდნენ იმას, რისი შემოქმედებიც თვითონ იყვნენ, იმ სიმახიჯეს, იმ ბოროტებას და დარღვევების მთელ იმ კასკადს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ატრიალებდა ძალიან ჯოჯოხეთურ ამბებს ჩვენს ქვეყანაში. მე ძალიან კარგად ვიცი იმ პერიოდის ამბები და მერწმუნეთ, იმ დროს რომ ყოფილიყო ხელშემწყობი პირობები, იმიტომ, რომ ხარჯებთან იყო დაკავშირებული სტრასბურგში საქმეების გაგზავნა, ამას სჭირდებოდა მხარდაჭერა პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის და, ხშირ შემთხვევაში, არ იყო ეს სისტემები მოწესრიგებული, თორემ სტრასბურში გაცილებით მეტი საჩივრი იქნებოდა შესული.
პრაქტიკულად ყველა ადამიანის უფლება ირღვეოდა, ვინც იმდროინდელ ციხეებში იხდიდა სასჯელს, რომელთა დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა და ფაქტობრივად, „ყველანი ციხეში“ - ეს იყო ერთადერთი გზავნილი. სხვადასხვა რეგიონის პროკურორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სტატისტიკის გაუმჯობესებაში, თუ რომელი უფრო მეტ ადამიანს დაიჭერდა. ციხეები კი, ვერანაირად ვერ იტევდა ამ ადამიანებს. იგივე შემიძლია ვთქვა ზუგდიდის ციხის მაგალითზე, რომელიც გათვლილი იყო 180 ადამიანზე და სადაც სასჯელს 500-ზე მეტი ადამიანი იხდიდა. თითოეული ამ ადამიანის პატივი და ღირსება იყო მძიმედ შელახული. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებები ციხის ბუნტთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო დასკვნაა, რომელიც ღიად ამბობს ამ მოვლენის შესახებ ყველა მანკიერებას, ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახავ მოქმედებას უსვამს ხაზს. ვინმემ მოისმინა თუნდაც ერთი შეფასება, ერთი პოლიტიკური განცხადება წინა ხელისუფლების მხრიდან? მე არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არც ერთ თქვენგანს არ მოუსმენია მათგან პასუხი, რადგან მათ არ აინტერესებთ პასუხი. მათ უნდათ, გაემიჯნონ ამ პროცესებს და თავი ჩაიყენონ ისეთ მდგომარეობაში, თითქოს, ეს მათ არ ეხებათ.
სინამდვილეში, სწორედ მათ ეხებათ, ისინი იყვნენ პოლიტიკურ ხელისუფლებაში და კითხვა რომელიც არის, ერთი მხრივ, რიტორიკული, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ზუსტი მათ ამაზე უნდა გასცენ პასუხი - იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ადამიანის წამების, პატივისა და ღირსების შემლახავ მოქმედებებზე და თუ იღებენ, რაში გამოიხატება ეს? ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებულია აწმყოზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მაგრამ წარსული არის ჩვენი თანმდევი ნაწილი. კარგი იქნებოდა, ხშირად არ მივბრუნებოდით ამ წარსულს, მაგრამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც გვაიძულებს უკან გავიხედოთ, კარგად შევაფასოთ ის ყველაფერი, რაც ხდებოდა. პირველი, ეს ადამიანები დღეს ყველა გზით, ყველა მეთოდით, ხერხით ელტვიან ხელისუფლებაში მობრუნებას. ისინი მზად არიან გაიღონ ყველა მსხვერპლი, ოღონდაც ხელისუფლება დაიბრუნონ და დააბრუნონ ის მეთოდები, რომლებითაც ისინი მოქმედებდნენ. და მეორე, მათი საქმიანობის შედეგი არის მძიმედ დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი რეალობაა, მძიმედ დაზარალებული ოჯახები, ამიტომაც იძულებულნი ვხდებით, ხშირად გავიხედოთ ამ წარსულისკენ და ხშირად შევაფასოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებული ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები და მათი საქმიანობა მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 19:13
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან ერთად, გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.
26 მაისი 2026, 18:59
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თორნიკე კაპანაძემ და სალომე წიკლაურმა მარნეულის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
26 მაისი 2026, 18:56
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 18:51
საზოგადოება
ინგა ფხალაძე: თელავში სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება
დღეს, ულამაზეს თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით, ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, რომელმაც თელავში 26 მაისის საზეიმო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
26 მაისი 2026, 18:49
მსოფლიო
რუბიო ირანთან შეთანხმებაზე: ეს იქნება ან კარგი შეთანხმება, ან საერთოდ არანაირი არ შედგება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანთან პოტენციური შეთანხმების დეტალების საბოლოოდ შესათანხმებლად რამდენიმე დღე იქნება საჭირო.
26 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
ირაკლი ბათიაშვილი: 1980-იანი წლებიდან ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს და ასეთი უავტორიტეტო, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს, არ მახსოვს - ეს ძალა იბრძვის არა იმიტომ, რომ მას რაღაც უკეთესი პერსპექტივის გახსნა უნდა ქვეყნისთვის, არამედ ამოძრავებს ერთადერთი - რევანშის წყურვილი
ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს იყო 1918-1921 წლებში. საზოგადოებაში, ხალხში და ჩვენდა საბედნიეროდ, ასევე ხელისუფლებაშიც სიღრმისეულად გათავისებული და გაცნობიერებულია, რომ ეს არის ის ფუნდამენტური ღირებულება,, რაზეც ჩვენ ვდგავართ და რის დათმობაც წარმოუდგენელია, - განაცხადა ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
26 მაისი 2026, 18:45
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ქალაქ რუსთავში მრავალფეროვან თემატურ აქტივობებს მართავს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 18:44
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: 2011 წელს, უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა
საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას. 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა, - წერს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.
26 მაისი 2026, 18:39
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 18:37
პოლიტიკა
ირაკლი ბათიაშვილი 2011 წლის 26 მაისზე: სამწუხაროდ ეს დღე აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ შებღალვა, შეურაცხყოფის მიყენება 26 მაისის დიადი თარიღისთვის იმ ქმედებით, რაც მათ ჩაიდინეს არაადამიანური სისასტიკით
სამწუხაროდ ეს დღე აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ შებღალვა, შეურაცხყოფის მიყენება 26 მაისის დიადი თარიღისთვის იმ ქმედებით, რაც მათ ჩაიდინეს არაადამიანური სისასტიკით, - განაცხადა გადაცემაში დღის ქრონიკა ფილოსოფოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა 2011 წლის 26 მაისზე საუბრისას.
26 მაისი 2026, 18:36
რეგიონი
ბოლნისის სიონში წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა
ბოლნისის სიონში, წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
26 მაისი 2026, 18:31
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 18:27
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასასრულებლად შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა, „კიდევ რამდენიმე დღე“ გახდეს საჭირო.
26 მაისი 2026, 18:23
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ
პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალებთან დაკავშირებით.
26 მაისი 2026, 18:14
მსოფლიო
Der Spiegel: აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი
აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
26 მაისი 2026, 18:12
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე: ჩვენ მომავალს თანამშრომლობაში ვხედავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა თუ საქართველოს, არამედ კაცობრიობას არ უწერია გადარჩენა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრული ურთიერთობები განახლდება.
26 მაისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი ბათიაშვილი: დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დამთმობი დღეს არავინ არის - არც ხალხი, არც ხელისუფლება
„დღეს სხვა ვითარებაა. ამ საკითხი ხელისუფლება და ხალხი აბსოლუტურად ერთიანია. რაც შეეხება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, არავინ ამის დამთმობი დღეს არ არის და ეს აშკარად ჩანს. არც ხალხი, არც ხელისუფლება ამას არ დათმობს“, - აცხადებს ბათიაშვილი.
26 მაისი 2026, 18:05
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არათუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის
2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკას“.
26 მაისი 2026, 17:52
მსოფლიო
ირანში ინტერნეტი 88-დღიანი გათიშვის შემდეგ ჩაირთო
ირანში ინტერნეტთან წვდომა ეტაპობრივად აღდგა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 17:51
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს
თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და 26 მაისი რასთან ასოცირდება კონკრეტულად ამ პოლიტიკურ ძალასთან, რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ 2011 წლის 26 მაისზე საუბრისას.


