imedi /  27 მაისი 2020, 14:59 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო: წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას

რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს, ახდენს მის პოლიტიზებას და აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

უწყების განცხადებით, 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ღია ცის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზირება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10-კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან 2 წლის წინაც გაჟღერდა (2018 წლის 23 აპრილის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 აპრილის განმარტებით განცხადება), რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს (ხელშეკრულების მე-6 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფები) და დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად.

ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი, უარი ეთქვა პოლიტიზირებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას.

ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში.

რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ განცხადებებით, რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების, მის მიერვე დარღვევა.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ყველა სიახლე

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 11:29

მსოფლიო

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

29 აგვისტო 2026, 11:20

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.

29 აგვისტო 2026, 11:04

რეგიონი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:50

სამართალი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

29 აგვისტო 2026, 10:47

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

29 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 10:39

რეგიონი

სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

29 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

მარკო რუბიო

29 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.

დავით ჩხეიძე

29 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 09:30

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.

29 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 01:30

მსოფლიო

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

29 აგვისტო 2026, 01:14

მსოფლიო

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.

29 აგვისტო 2026, 00:55

რეგიონი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 00:26

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

28 აგვისტო 2026, 23:08

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.