imedi /  27 მაისი 2020, 18:15 / სანდო წყარო

გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიცია მთავრობასა და ეკლესიას შორის კონფლიქტის გაჩენის მიზანშეწონილობას ხედავდა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც, ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ, - განაცხადა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვაზე პასუხის გაცემისას. მისი თქმით, ეპიდემიის პირობებში ოპოზიცია მთავრობასა და ეკლესიას შორის კონფლიქტის გაჩენას ცდილობდა.

„თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდნენ, რომ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ცდილობდით ამას. ყოველ შემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა. მაგრამ რეალურად, შეხედეთ, რა მოხდა. მარტივი რაღაც მოხდა. ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა უბრალოდ, ენდო ხელისუფლებას და მთავრობას და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერს თქმით, დიდწილად ეკლესიებში რეკომენდაციები დაცული იყო, თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც. თუმცა, გახარიას აზრით, მთავარი ამ შეთხვევაში არის ის, რომ ეკლესია ეპიდემილოგოიური აფეთქების კერა არ გამხდარა.

ყველა სიახლე

ალექსანდრ ზვერევი

13 ივლისი 2020, 16:00

სპორტი

ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი დავიდ ფერერი გახდა

წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი დავიდ ფერერი ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი გახდა. ეს ინფორმაცია თავად გერმანელმა სპორტსმენმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე მათი თანამშრომლობა საცდელი ხასიათის იქნება. აღსანიშნავია, რომ ფერერმა კარიერის ბოლო მატჩი 2019 წელს სწორედ ზვერევთან გამართა და ორ სეტში, 4:6, 1:6 დამარცხდა. კარიერის მანძილზე ესპანელმა ჩოგბურთელმა ATP-ს 27 ტურნირი მოიგო, ხოლო დიდი სლემის ტურნირებში საუკეთესო შედეგი 2013 წელს როლან გაროსზე დააფიქსირა, სადაც ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქვემო ქართვლის პროკურატურა

13 ივლისი 2020, 16:00

სამართალი

პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი ჯგუფური ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ქალაქ გარდაბანში მომხდარი ხულიგნობისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქალაქ გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებმა ა.ა.-მ, მ.ჯ.-მ და გ.ჯ.-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს ა.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2020, 15:55

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: შური ვიძიეთ ჩვენი დაღუპული ჯარისკაცებისთვის - სომეხი სამხედროები ერთი სანტიმეტრითაც ვერ გადმოვიდნენ აზერბაიჯანულ მიწაზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „სომხეთის მორიგი პროვოკაცია აღკვეთა და მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო“.

გიგი წერეთელი

13 ივლისი 2020, 15:51

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, საოკუპაციო ზოლზე მომხდარ ყველა დანაშაულში მონაწილე პირის დასჯა

კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო ფაქტია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უკვე მერამდენედ იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან და ამჯერად კიდევ უფრო მძიმეა ვითარება რადან მოქალაქე არის დაჭრილი. ეს ვითარება აბსოლუტურად მიუღებელი და მოუთმენელია, მაგრამ ეს ასე გაგრძელდება თუ არ იქნა გაცილებით უფრო ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან გადადგმული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 15:51

სპორტი

დავით პეტრიაშვილის არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების მასტერ ტესტი გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილის არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის საგამოცდო მოდულის მასტერ ტესტი გაიმართა. კურსის მონაწილეებმა 4 დღის განმავლობაში როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ტესტები ჩააბარეს. ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მონაწილე 6 მწვრთნელს უკვე გადაეცა საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია.

დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე)

13 ივლისი 2020, 15:39

საზოგადოება

მამა ანდრია: ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ

ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ჟურნაისტებს განუცხადა.

13 ივლისი 2020, 15:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 34 397 ადამიანს დაუდგინეს, 1 146 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ჯამში, ვირუსი უკვე 13 062 579 ადამიანს დაუდასტურდა, 572 226 ინფიცირებული გარდაიცვალა, 7 610 598-მა ადამიანმა კი კორონავირუსი დაამარცხა.

გიორგი ვოლსკი

13 ივლისი 2020, 15:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც სჩადიოდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, დღევანდელ ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც თვითონ სჩადიოდნენ.

კელი დეგნანი

13 ივლისი 2020, 15:11

საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მესტიას სტუმრობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი 10-12 ივლისს მესტიას ეწვია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 15:06

სპორტი

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის განახლების სავარაუდო თარიღად 1-ლი ნოემბერი დაასახელა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის განახლების სავარაუდო თარიღად 1-ლი ნოემბერი დაასახელა. FIE-ს აღმასკომის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელეს და ყველა კონფედერაციასა და ეროვნულ ფედერაციას, აღმასკომის გადაწყვეტილებებთან ერთად, FIE-ს პრეზიდენტის მიმართვაც გაეგზავნა.

დავით ზალკალიანი

13 ივლისი 2020, 15:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი 13-14 ივლისს პანდემიის შემდეგ პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, მათ შორის შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს, ასევე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან.

კობა კობალაძე

13 ივლისი 2020, 15:01

სამართალი

კობა კობალაძე შვილზე: გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა, 20 წლის ადამიანია

მესმის ახალგაზრდების სისხლის ჩქეფაც, შემართებაც, ჩხუბიც მესმის, მაგრამ სისასტიკეს ვერ ვიგებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კობა კობალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი მის შვილთან დაკავსირებით მომხდარ ფაქტზე გააკეთა.

ზაზა გაბუნია

13 ივლისი 2020, 14:57

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა.

ირაკლი კოვზანაძე

13 ივლისი 2020, 14:57

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers-ი ჩაატარებს

„უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი Deloitte Touche-მა განახორციელა. წელს გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ​.

13 ივლისი 2020, 14:51

საზოგადოება

ახალგაზრდობის სააგენტო „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს

ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს. რეგიონული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 13 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს, რწმუნებულის მოადგილეს გიორგი გონაძეს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჩიკვაიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირივ თანამშრომლებს შეხვდა.

13 ივლისი 2020, 14:48

რეგიონი

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთის ქუჩები დაიტბორა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ყველა წყალსატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა ზღვაზე არის ძლიერი ღელვა და ვერ ხერხდება წყლის გადადინება. მერიის განცხადებით შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც დაითვლის მისახლეობისათვის მიყენებულ ზარალს და ანაზღაურებაც შესაბამისად მოხდება.

კატოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

13 ივლისი 2020, 14:38

საზოგადოება

ილია მეორე: ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს

ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მსახურების ბოლოს მრევლი დალოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა, პატრიარქმა აღნიშა, რომ ადმიანი ღვთის მადლის მიმღები უნდა იყოს და მადლობა შესწიროს მას ამისთვის.

13 ივლისი 2020, 14:30

COVID19

არჩილ თალაკვაძე: პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების შედეგად, საქართველო ​კორონავირუსთან დაკავშირებით სტაბილურ ეპიდსიტუაციას ინარჩუნებს

„იმ პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2020, 14:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას

ჩვენ ვხედავთ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას საზღვარგარეთ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

13 ივლისი 2020, 14:18

პოლიტიკა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა. პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ გაზეთის გამოშვებას იწყებს, ასევე ჩაეშვება ვებგვერდი, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება, დააკვირდეს საარჩევნო სიის ჩამოყალიბების პროცესს.