imedi /  29 მაისი 2020, 15:50 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე: 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა

რომან გოცირიძე

რომა გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე 8 ტყუილზე ირაკლი კობახიძის რეპლიკას პასუხობს და აცხადებს, რომ სინამდვილეში 8 სიმართლე ისროლა. რომან გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

თურმე, ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო - 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა,

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და რომელშიც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებსა და მთლიანად მოსახლეობაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში "ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე".

„ამიტომ, პრემიერ - მინისტრმა დღეს ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, 5 წუთში 8 ტყუილი თქვა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2021, 14:08

ტაბლოიდი

მეორე შვილის დაბადების შემდეგ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდნენ. ფოტოები

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, მეორე შვილის, ლილიბეტის დაბადების შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად, ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრის შენობაში გამოჩნდნენ. „მშვენიერია დაბრუნება”, - უთხრა მეგანმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, სიამოვნებდა თუ არა ისევ ნიუ-იორკში ყოფნა.

25 სექტემბერი 2021, 13:34

მსოფლიო

კანადელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა პირველად მოიხადეს ბოდიში, სკოლებში, აბორიგენთა შვილების ჩაგვრის გამო

„ვაღიარებთ ჩვენი, კათოლიკური საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიერ ჩადენილ მძიმე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სულიერ, კულტურულ და სექსუალურ დარღვევებს. ასევე, მწუხარებით ვაღიარებთ, ძირძველი ხალხისთვის, დღემდე არსებულ გამოწვევებსა და ტანჯვას“, - აღნიშნულია ეპისკოპოსთა ეროვნული ასამბლეის განცხადებაში.

25 სექტემბერი 2021, 13:32

რეგიონი

დღეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა

დღეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ჭყონდიდის ეპარქიაში სხვადასხვა ეპარქიის მიტროპოლიტები იმყოფებიან.

25 სექტემბერი 2021, 13:28

სამართალი

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება“ - შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს პოლიციის თანამშრომლები წინასაარჩევნოდ რეგიონებში პოლიტიკური მიზნებით არიან მობილიზებული.

25 სექტემბერი 2021, 13:02

რეგიონი

ბესარიონ სიმონიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს.

ჯონ ჯონსი

25 სექტემბერი 2021, 13:01

სპორტი

UFC-ის ვარსკვლავი, ჯონ ჯონსი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯონ ჯონსი, ლას ვეგასში, ოჯახური ძალადობისა და ავტომობილის დაზიანებისთვის დააკავეს. „ამბავი ჯერ კიდევ ვითარდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით სრული ისტორია. ასე რომ, არ ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე არ მექნება ჯონთან საუბრის საშუალება“, - განაცხადა ჯონსის მრჩეველმა, რიჩარდ შეფერმა.

25 სექტემბერი 2021, 12:53

სამართალი

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

25 სექტემბერი 2021, 12:35

მსოფლიო

გაერო: სირიაში სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 209 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში 10 წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად სულ მცირე 350 209 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული სტატისტიკა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა წარმოადგინა.

25 სექტემბერი 2021, 12:18

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი მოეწყო

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთში, ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. ახალი ხიდი მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე დამონტაჟდა.

მაიკლ კენეტ უილიამსი

25 სექტემბერი 2021, 12:17

კულტურა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი 4 სახეობის ნარკოტიკის ზედოზირებას ემსხვერპლა

ამერიკელი მსახიობის, მაიკლ კენეტ უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის, კოკაინის, ფენტანილისა და P-ფლუოროფენტანილის კომბინაციის ზედოზირება გახდა. მსახიობი ღიად საუბრობდა საკუთარ წარსულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებაზე ნარკოტიკების მიმართ. 2012 წელს მან განაცხადა, რომ მოიხმარდა ნარკოტიკს „საშინელ ადგილებში, საშინელ ადამიანებთან ერთად“.

25 სექტემბერი 2021, 11:49

მსოფლიო

TikTok-ის ვიდეოების ყურების შემდეგ, 6 წლის ბრიტანელმა ბავშვმა მაგნიტები გადაყლაპა და ურთულესი ოპერაცია დასჭირდა

დიდ ბრიტანეთში, ბავშვმა 23 მაგნიტი გადაყლაპა, რის შემდეგაც, მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება დაეწყო. ყველაფერი ოპერაციით დასრულდა, თუმცა, ექიმების თქმით, შეიძლებოდა, შედეგი ფატალური ყოფილიყო. ირკვევა, რომ მრგვალ მაგნიტებს, რომლებსაც ბავშვი საკუთარი თოჯინისთვის ყელსაბამის ასაწყობად იყენებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ყლაპავდა.

25 სექტემბერი 2021, 11:38

COVID19

თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა აქტივისტები მესამე ტალღაზე საუბრობენ

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ​CNN-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2021, 11:12

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

„ბათუმის შემოვლით გზაზე, თოთხმეტი ხიდიდან, ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები უკვე დასრულებულია 12 ხიდზე და 5-დან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 10:51

რეგიონი

გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი ათობით მოქალაქე და ტურისტი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

თუშეთიდან რამდენიმე ათეული მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის დახმარებით, ბარში ჩამოიყვანეს. პროცესში ჩართულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი. ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზის სამი მონაკვეთის დაზიანების მიზეზით მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა, რის გამოც ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.

25 სექტემბერი 2021, 10:42

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 580 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 729 672 აცრა გაკეთდა.

25 სექტემბერი 2021, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,65%-ს შეადგენს

24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,62%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6,17%.

25 სექტემბერი 2021, 10:39

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 605 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 573 542, გარდაიცვალა 8 787 პაციენტი.

25 სექტემბერი 2021, 10:38

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2021, 10:37

საზოგადოება

Freedom House-ის 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ამერიკული ორგანიზაციის Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის (Freedom on the net 2021) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“.

ნათია თურნავა

25 სექტემბერი 2021, 10:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მე-9 ადგილზეა და აქვს სტატუსი „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“

„ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რაც 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში აისახა. ჩვენ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ. საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“.