გიორგი გახარია: ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის გათვლილია 6 თვეზე
გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა.
„ელემენტარული არითმეტიკაა. ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი თვითდასაქმებული, ან არაფორმალურად დასაქმებული. აქედან, 600 000 ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს სოფლად. ეს არის სოფლის მეურნეობის ნაწილი. ახლა გეუბნებით, პროგრამა როგორ ფარავს ყველაფერს. პირველი, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ადასტურებს, რომ ჰქონდა შემოსავალი და აღარ აქვს, ელემენტარულად მივხედავთ, ვუხდით, დავიწყეთ და 52 000 ასეთ ადამიანს მივეცით. ამ 800 000-დან დიდი ნაწილი თვითდასაქმებული და არაფორმალურად დასაქმებული ვინც არის, არის სოფლად მცხოვრები გლეხი, რომელიც მიწაზე მუშაობს. მათ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჰექტარზე იღებთ 435 ლარის სუბსიდირებას და კიდევ ბევრ რაღაცას. ესეც გამოვაკელით. გარდა ამისა და მინდა გაითვალისწინოთ, 65 000-დან 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველები, ძალიან დიდი ნაწილი არის იქაც თვითდასაქმებულის. ერთი რამ იცოდეთ, პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, მე გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი.
მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა. ასევე გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაფრის მიუხედავად, თვითდასაქმებულების, ან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ნაწილი, მართლა შეიძლება დაგვრჩეს. ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებმაც მართლა დაკარგეს შემოსავალი, მაგრამ ვერ დაასაბუთეს. ასევე გპირდებით, აი აქ, ამ დარბაზში, აქეთა მხრიდან, ზოგიერთი კოლეგისგან ისეთი საინტერესო წინადადება მოვისმინე, მართლა მომეწონა. ეს ხო პროცესია და ხვდებით, რომ ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა, არ არის ერთჯერადი და არ არის პოპულისტური. არის გათვლილი 6 თვეზე. შესაბამისად, გარწმუნებთ, რომ ყველას, ამ ხალხსაც მივეხმარებით. ოღონდ, ასევე დაიმახსოვრეთ კარგად, ამ დახმარებას რომ გავაკეთებთ, ზუსტად გაგახსენებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც თქვენ აქ გვეუბნებოდით. გამოვიყენებთ, ერთი თქვენი ძალიან საინტერესო წინადადება იყო, რომელიც უკიდურესად მომეწონა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 10:48
მსოფლიო
The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი
როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.
31 მაისი 2026, 10:35
მსოფლიო
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა
„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.
31 მაისი 2026, 10:20
საზოგადოება
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
31 მაისი 2026, 10:14
მსოფლიო
აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა
„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
31 მაისი 2026, 10:13
რეგიონი
ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
31 მაისი 2026, 10:12
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:08
საზოგადოება
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:06
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:03
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 მაისი 2026, 09:20
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
31 მაისი 2026, 09:09
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.
31 მაისი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
31 მაისი 2026, 08:34
მსოფლიო
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
31 მაისი 2026, 08:09
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ
არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.
31 მაისი 2026, 01:27
სამართალი
„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს
გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.
31 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
30 მაისი 2026, 23:19
სპორტი
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!
30 მაისი 2026, 23:12
სპორტი
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
30 მაისი 2026, 23:04
სპორტი
კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.


