imedi /  04 ივნისი 2020, 12:17 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება

მინისტრთა კაბინეტი

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არჩევნების დასრულებამდე არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა განუცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება „ფეიკ ნიუსია“.

„ყალბი ინფორმაცია ანუ ე.წ. ფეიკ ნიუსი გახდა სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება. ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ფეიკ ნიუსი და ეს ვნახეთ. შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ - ესეც არის ფეიკ ნიუსი ანუ ყალბი ინფორმაცია. და გუშინ ვიხილეთ ისევ ოპოზიციის მედიასაშუალებების სახელდახელოდ შექმნილი ახალი ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ესეც არის ყალბი ინფორმაცია, ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ.“, - განაცხადა წულუკიანმა.

ინფორმაცია გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მედიაში 3 ივნისს გავრცელდა, რასაც მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფა მოჰყვა.

ყველა სიახლე

კრისტიან ურსე; გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გიორგი ვოლსკიმ ევროპელ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

02 ივლისი 2020, 12:27

სამართალი

წყალტუბოში 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახალგაზრდა გოგო მიტოვებულ შენობაში მეგობრებთან ერთად სავარაუდოდ ფოტოების გადასაღებად იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობდე მიყვანას გულისხმობს.

რომან გოცირიძე

02 ივლისი 2020, 12:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ითხოვენ 500 მეტრს, რასაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა თუკი ყველგან 500 მეტრი იქნება. ვერანაირი დაჟინებული მზერით კოორდინატორი გავლენას ვერავისზე მოახდენს. კოორდინატორების და ძალადობის გამოცდილება თვითონ ჰქონდათ, მეთვალყურეების ასეთი რაოდენობაა, მთელი მსოფლიო ყურადღებითაა საქართველოს მიმართ. ეს მათ არ აწყობთ და მოგონილი ისტორიებით ცდილობენ საზოგადოება დაზაფრონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რამე რუსეთმა ან დესტრუქციულმა ოპოზიციამ

ასე რომ, არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რაიმე რუსეთმა, ან თუნდაც ამ დესტრუქციულმა ოპოზიციამ რაიმე გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

ივანე მაჭავარიანი

02 ივლისი 2020, 12:22

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს და მათი 1% იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს

წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს. ამის შემდეგ შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პერიოდში ადამიანები თვითშეზღუდვას მიმართავენ და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამიტომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიცია შეხვედრა

02 ივლისი 2020, 12:12

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ

„გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვასილ კაკოვინი

02 ივლისი 2020, 12:12

სპორტი

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა, მისი კონტრაქტი ერთწლიანია. კაკოვინი აქამდე რასინგის ღირსებას იცავდა. 30 წლის პირველხაზელის დამატება ბორდოს, ლიონს, მონპელიესა და პერპინიანს სურდათ, მაგრამ კაკოვინმა არჩევანი მაისში პარიზული გრანდის სასარგებლოდ გააკეთა.კაკოვინთან ერთად სტად ფრანსემ არგენტინელი ფორვარდი მარკოს კრემერი წარადგინა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა. კრემერს უკვე 28 კეპი აქვს მოპოვებული. სტად ფრანსეს არგენტინელი გონსალო კესადა წვრთნის.

გიორგი პერტაია

02 ივლისი 2020, 12:12

ეკონომიკა

გიორგი პერტაია : საქართველოს მთავრობამ ეფექტურად მართა კრიზისი, ჯანდაცვის სექტორი არის ძლიერი

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს. პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გარემოს შექმნაზე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა. პერტაიას თქმით, საქართველოს მთავრობამ ეფექტურად მართა კრიზისი, ხოლო ჯანდაცვის სექტორი კი ძლიერია და ამ სახით კარგი პროდუქტუ გვაქვს მსოფლიოში გასაყიდად.

24 წლის შალვა გოგოლაძის სასამართლო

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

24 წლის ბრალდებულს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

24 წლის შალვა გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. თავად დაკავებული შალვა გოგოლაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურამ დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რადგან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს. ბრალდების განმარტებით, არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულს აქვს მეზობელ ქვეყნებთან შემხებლობა და დატოვებდა ქვეყანას.

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

შსს-მ თბილისში ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით

სომხეთი

02 ივლისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 593 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხური მედიის ცნობით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 26 658 შემთვევა დადასტურდა. განიკურნა - 15 036. აქედან, უკანასკნელ დღეებში - 473 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სომხეთში გუშინ კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა.

მიხეილ სააკაშვილი

02 ივლისი 2020, 12:02

მსოფლიო

სააკაშვილი: უკრაინაში საპროცესო შეთანხმებები უნდა შემოვიღოთ - საქართველოს ბიუჯეტში ამ გზით $2 მილიარდი დავაბრუნეთ

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საგადასახადო, სასამართლო და საბაჟო სისტემები რეფორმირებას საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთი კორონავირუსი

02 ივლისი 2020, 12:00

მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 660 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 661 165-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

02 ივლისი 2020, 11:53

საზოგადოება

თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ: I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის საჭირო ნაწილების მოძიებას; II ადგილი - Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა; III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს.

სვეტისლავ პეშიჩი

02 ივლისი 2020, 11:50

სპორტი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ბასკონიასთან" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ, „ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 70 წლის სერბს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ხელმძღვანელებმა კონტრაქტი ვადაზე ადრე გაუწყვიტეს.

გიგი უგულავა

02 ივლისი 2020, 11:47

პოლიტიკა

გიგი უგულავა სოფელ ქედლების მოსახლეობას შეხვდა

„ხულოშიც, ქედაშიც, შუახევშიც, სოფლებში ერთი და იგივე პრობლემაა. ერთი - ვითომ რაღაცები არის გაკეთებული, სინამდვილეში მილები და წყლის სისტემები არის მოპარული. ფურცელზე ვითომ გაკეთებულია, მილიონებია დახარჯული, ხალხი წუხს, მაგრამ ფაქტია რომ სადაც არ უნდა მიხვიდე პრაქტიკულად ყველგან არის წყლის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს ფურცელზე მოაგვარა. სინამდვილეში ყვავის კორუფცია“, - განაცხადა უგულავამ.

02 ივლისი 2020, 11:43

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:37

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანია უნდა ჩაერთოს

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

02 ივლისი 2020, 11:36

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, ერთი კი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, დანარჩენი 7 ყველა შემოტანილი შემთხვევაა. მათგან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი - მოქალაქე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:34

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენი მევენახეებისთვის საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი გვექნება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები მაგ. თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და ასევე ყურძნის გადამუშავება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები მაგ. თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და ასევე ყურძნის გადამუშავება. მოგეხსენებათ, რომ რთველის პერიოდი მოდის. ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობაზე ვიმსჯელებთ და გვექნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახეებისთვის.“, - განაცხადა პრემიერმა.