IMEDI /  05 ივნისი 2020, 21:42 / სანდო წყარო

ტოივო კლაარი: აუცილებელია პამდემიის გამო შეჩერებული ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირეების მექანიზმის შეხვედრები მალე განახლდეს

ტოივო კლაარი

ტოივო კლაარი

ჩვენ გავაუქმეთ ჟენევის მოლაპარაკებების გაზაფხულზე დაგეგმილი რაუნდი. ასევე ვერ გავმართავთ ივნისში ჩანიშნულ შეხვედრას შვეიცარიაში, რაც ძალიან ცუდია. მნიშვნელოვანია პირისპირ შეხვედრები. თანათავმჯდომარეებმა გავაკეთეთ ყველაფერი და ძალიან ვეცადეთ, რომ პანდემიის დროს კონტაქტი შეგვენარჩუნებინა მოლაპარაკების ყველა მონაწილესთან გვქონდა რეგულარული შეხვედრები ზუმის და სხვა საშუალებების გამოყენებით. ამით პულსზე ხელი გვეჭირა - ამის შესახებ Imedinews ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავჯდომარემ ტოივო კლაარმა განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გათვალისწინებით ზოგადი მდგომარეობა რათქმაუნდა კარგი არაა. „არის განცხადებები, რაც აქამდე არ მოგვისმენია. მაგალითად,გუშინ ე.წ.სამხრეთ ოსეთის კგბ-მ განცხადება გააკეთა. ეს არ არის სასარგებლო პროცესისთვის და არის შედეგი იმისაც, რომ პირისპირ შეხვედრა ვერ გავმართეთ. არ გვაქვს ჟენევის მოლაპარაკებები და არც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირეების მექანიზმის შეხვედრები. ორივე ძალიან მალე უნდა განახლდეს.ზოგადი სიტუაცია არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით. ვერც იმას ვიტყვით, რომ კორონავირუსამდე დამაკმაყოფილებელი სიტუაცია გვქონდა. ამ პერიოდში დისტანციურ შეხვედრებზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგშია“, - აცხადებს კლაარი.

მისი თქმით, ეს არის უსაფრთხოებასთან და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები. „ვიდეოკონფერენციის საშუალებით მსჯელობა კარგია,მაგრამ პირადად შეხვედრებია აუცილებელია რაც შეიძლება მოკლე პერიოდში გვქონდეს და ამაზე ვმუშაობთ. ამ კვირაში ჩვენ ისევ გავესაუბრებით ქართველ კოლეგებთან და გვექნება კონტაქტი ცხინვალთანაც. პანდემიის დასაწყისშივე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ყველას გლობალურად ცეცხლის შეწყვეტისკენ და თანამშრომლობისკენ. ჩვენ სამწუხაროდ, ეს ვერ დავინახეთ ცხინვალიდან და ამაზე რუსეთის წარმომადგენლებთან არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება“, - აღნიშნა კლაარმა.

მისი თქმით, ამ უპრეცენდენტო კრიზისის გამოყენება უნდა მოხდეს ხიდების ასაშენებლად, მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და სამწუხაროდ ეს არ ხდება. „იყო ცალკეული შემთხვევევი, მაგრამ უფრო მეტს ვისურვებდით. იმედი გვაქვს მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება და კონტაქტების აღდგენა. ბორდერიზაციის გაგრძელება ამ პროცესს ართულებს. ნემისმიერი სახით დახმარებისთვის მზადყოფნა კარგი ჟესტია. საქართველოს ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა არაერთხელ მიეღო პაციენტებიც მაგალითად, ენგურის ხიდიდან და პაციენტები მართლაც გადმოდიოდნენ. მომხდარს ძალიან დადებითად ვაფასებთ. საქართველოს ხელისუფლება პანდემიის დროს ვირუსის შეჩერებას ძალიან ეფექტიანად გაუმკლავდა და ამას აღვნიშნავ არამარტო მე, არამედ მთელი მსოფლიოდან ასეთი შეფასებაა. ჩვენ მივესალმებით დახმარების აღმოსაჩენად გადადგმულ ყველა ნაბიჯს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამის პოლიტიზირება. დახმარების სურვილი და დახმარებისთვის მზადყოფნა უაღრესად დადებითად არის ჩვენი მხრიდან შეფასებული. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების განსაახლებლად. ჯერ არ შემიძლია განვაცხადო როდის და სად, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ შეხვედრების განახლებას ახლო მომავალში შევძლებთ“, - აცხადებს კლაარი.

მისი თქმით ეს COVID19-მდეც პრობლემა იყო. „მაგრამ ჩვენ არ დაგვკლია ძალისხმევა და მუშაობა. მთავარია, რომ მოლაპარაკების ყველა მონაწილე აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ეს მაძლევს იმედს, რომ შეხვედრების გამართვას შევძლებთ. როდესაც ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე ვსაუბრობთ, უნდა განსაზღვროთ ჯერ რას ვგულისხმობთ პროგრესში. დიდ და ძირითად საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებებს ჯერ აქვს შედეგი, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შედეგად გქვონდა წლების მანძილზე საჭირო და სასარგებლო მიღწევები. ჟენევის მოლაპარაკებები არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ მაგიდის გარშემო. ამ ფორმატის საშუალებით მოლაპარაკების მონაწილეების შეხვედრა არსებით მნიშვნელობას ატარებს. რომ არ ყოფილიყო აქამდე ჟენევის მოლაპარაკებები, დღეს ძალიან რთული იქნებოდა ჟენევის მოლაპარაკებების შექმნა და დაწყება. ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემა არა ფორმატია, არამედ პრობლემა პოლიტიკური ნებაა, რათა წავიდეთ წინ და მივაღწიოთ კონკრეტულ მიზნებს. მე, როგორც ამ მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს, მსურს რომ ფორმატის მექანიზმების უფრო ეფექტიანად გამოყენება შევძლოთ. ვრჩები ოპტიმისტად. როდესაც შეხვედრებს დავიწყებთ განვიხილავთ ყველა აქტუალურ თემას, მაგალითად, ჩორჩანა-წნელისის საკითხს, გადასასვლებების დახურვას. ამ საკითხებზე მსჯელობაა საჭირო და ერთადერთი ფორმატი, სადაც შეიძლება მათი განხილვა მოხდეს არის ჟენევის მოლაპარაკებები ან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რაც ასევე ჟენევის ნაწილია. ასე რომ, მცირე პროგრესი გვაქვს და მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა, თანამშრომლობა და პოლიტიკური ნება არსებითი შედეგების დასადებად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზეზი არაა შეხვედრის მონაწილეების დონე, ფორმატი და პროცესი, არამედ აუცილებელია პოლიტიკური ნება. ჩვენი სურვილია, რომ ორგანიზება გავუკეთოთ შეხვედრას რაც შეიძლება მალე.ამით არის დაინტერესებული მოლაპარაკების ყველა მონაწილე. ახლა მთავარი კითხვაა, თუ რამდენად სწრაფად იქნება ეს შესაძლებელი ჟენევაში თუ სხვაგან და როდის შეძლებენ მოლაპარაკების მონაწილეები ვირუსის გათვალისწინებით მგზავრობას. თანათავმჯდომარეების პოზიცია, რომ შეხვედრა გაიმართოს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგცემა“, - აღნიშნა კლაარმა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 13:24

საზოგადოება

გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.

15 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

15 აპრილი 2026, 13:07

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ აშშ-ში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:04

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 13:04

ტაბლოიდი

58 წლის პარიზელმა ინჟინერმა ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო

პარიზელმა ინჟინერმა საქველმოქმედო ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო. მოგების ნაწილი, რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობით, ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს გადაეცემა. ხელოვნებით გატაცებულმა არი ხოდარამ ლატარიის ბილეთში 100 ევრო გადაიხადა, მოგებული ნახატის ღირებულება კი მილიონ ევროს აღემატება. სულ 120 000 ბილეთი გაიყიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:03

მსოფლიო

ზელენსკი: Patriot-ის რაკეტების ისეთ დეფიციტს განვიცდით, რომ უარესი წარმოუდგენელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტების ისეთ დეფიციტს განიცდის, რომ უარესი წარმოუდგენელია.

15 აპრილი 2026, 12:44

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 12:26

მსოფლიო

ტრამპი პეტერ მადიარზე: ის კარგი კაცია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი კარგი კაცია.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 11:52

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“.

15 აპრილი 2026, 11:51

საზოგადოება

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

15 აპრილი 2026, 11:44

რეგიონი

საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 11:40

საზოგადოება

სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 11:36

მსოფლიო

მედია: ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

მაია ომიაძე

15 აპრილი 2026, 11:34

ეკონომიკა

მაია ომიაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტლის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის თქმით, პირველი კვარტალი პოზიტიური მონაცემებით დასრულდა.

15 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოეწყობა ე.წ. სტრიტ ბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს

„საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს - როგორც იტყვიან. მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები არსებობს, რომელიც სწორედ დაფუძნებული იყო იმ ღირებულებებზე, რომელსაც ეკლესია უჭერს მხარს. ამის შესახებ მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] დადებითი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მაგალითად ასეთი იყო ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი. მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა

ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 11:21

რეგიონი

ხულოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

ხულოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გულისხმობს სოფლებისთვის პრიორიტეტული პროექტების ერთობლივად შერჩევასა და დაგეგმვას.

ნიკოლოს სამხარაძე

15 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: წარმატებული რეფორმების შესახებ სრულიად ასამბლეას მოახსენებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე

წარმატებული რეფორმების შესახებ სრულიად ასამბლეას მოახსენებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, - განუცხადა სტამბოლში ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.