imedi /  11 ივნისი 2020, 14:53 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი: ბოლო 2 წლის განმავლობაში 40-მდე დახურულ შეხვედრაში ვმონაწილეობდი, რომელთა შინაარსზეც ხშირად ვერ ვსაუბრობთ

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

ბოლო 2 წლის განმავლობაში, 40-მდე დახურულ შეხვედრაში ვმონაწილეობდი, ისეთში, რომელსაც თავისთავად აქვს პოტენციალი გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართო დიალოგსა და სამშვიდობო პროცესში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთ ეტაპზე ბოლო წლების განმავლობაში, მითუმეტეს 2008 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილა ამდენი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტი ყველა დონეზე, როგორიც არის დღეს და ეს არის მოცემულობა.

„იზრდებოდა მავთულხართები, მაგრამ ამის პარალელურად იზრდებოდა ეს კონტაქტები. ხანდახან ისმის ხოლმე ერთეული კრიტიკა, როდესაც ამბობენ, რომ ეს კონტაქტები არ არის. იყენებენ რა იმ მოცემულობას, რომ ხშირად ამ კონტაქტებზე, შინაარსზე, შეხვედრების ადგილზე ვერ ვსაუბრობთ. პირადად მე, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 40-მდე დახურულ შეხვედრაში ვმონაწილეობდი, ისეთში, რომელსაც თავისთავად აქვს პოტენციალი გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართო დიალოგსა და სამშვიდობო პროცესში. ისინი ვინც გვაკრიტიკებენ, პირველი ალბათ ის კატეგორიაა, ვისაც არ აქვს ინფორმაცია და გასაგებია ობიექტურია, რადგან ყოველთვის საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი კონტაქტები არის ან შეიძლება იყოს. ზოგჯერ ეს პოლიტიკური დღის წესრიგით არის განპირობებული, ზოგჯერ სხვა დღის წესრიგით, არ ვიცი, როგორც ამბობენ ენას ძვალი არ აქვს. თუმცა, სასურველია, რომ შუბლს ჰქონდეს ძარღვი ამ შემთხვევაში.

ფაქტია, რომ ეს კონტაქტები არის და მუშაობს. არის შერიგების სერიოზული რესურსი. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც დაუშვებელია პოლიტიკური სპეკულაციები, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში გამოყენება, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებოდით ამ 8 წლის განმავლობაშიც. ჩემი თხოვნაა და დიდი სურვილიც, რომ ასეთ სახელმწიფოებრივ საკითხებს ჩვენ მივუდგეთ ცოტა სხვაგვარად, უფრო მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით.
მთავარი მონაპოვარი ალბათ ჩემი კაბინეტის წევრად ყოფნის დროს ეს არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - კონკრეტული, კომპლექსური სამშვიდობო გეგმა და საგზაო რუკა იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეთ ჩვენ წინ, როგორ უნდა შევქმნათ ფუნდამენტი შერიგებისთვის, დიალოგისთვის, ნდობის შენებისთვის პრაგმატულ საფუძველზე. იმ საფუძველზე, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის გამყოფი ხაზების გავლით, განათლებისთვის და სხვადასხვა სერვისის გავრცელებისთვის. ჩვენ ახალი გზები მოვძებნეთ. პარლამენტში იყო საკმაოდ ხანგრძლივი განხილვა და პარლამენტმა ერთსულოვნად ამას დაუჭირა მხარი. დღეს უამრავი კანონი და კანონქვემდებარე აქტი უმაგრებს ზურგს ამ ინიციატივას, რომელმაც ახლახანს დაიწყო მუშაობა და მის პოტენციალს მომავალში კიდევ უფრო მეტად დავინახავთ.

დღეისთვის ის გამოხმაურებები, რომლებიც აქვს „ნაბიჯი უკეთეს მომავალს“, არ ვგულისხმობ შიდა საზოგადოებას და არც ჩვენ მეგობრებს, რომელთაც ამ ტირუბუნიდან უდიდეს მადლობას ვუხდი, რადგან ყველა უმაღლეს ტრიბუნაზე, ყველა რეზოლუციაში ერთხმად საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებში აღნიშნული იყო, ამ გეგმის მნიშვნელობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოხმაურებები, რომლებიც გვაქვს უკვე დღეს აფხაზური და ოსური საზოგადოებებიდან. უამრავი შეხვედრა, რომელიც მათი ინიციატივით შედგა, სხვათაშორის კოვიდის ფონზეც, ეხლა ყველა გადართული ვართ ვიდეოფორმატზე, გარკვეულ პროექტებზე, კონკრეტულ პროექტებზე, სავაჭრო პროექტებზე განსაკუთრებით, ამ კვირებშიც ვსაუბრობთ. ინტერესი არსებობს, მაღალია, კონკრეტულია, სახელი და გვარი აქვს, მაგრამ ვერ გეტყვით. გვარები და არაერთი გვარი. ინტერესი გამოიხატა იმითაც, რომ მცირე გრანტების მიმართ, ეს პროგრამა პირველად გავხსენით ჩვენ, 27 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ ყოფილა და სრულიად უპრეცედენტო შესაძლებლობა შევქმენით ეკონომიკური საქმიანობისთვის გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასთან დაკავშირებით. მივიღეთ 20-ჯერ მეტი განაცხადი, ვიდრე მოველოდით და ვიდრე საპილოტე რესურსი გვქონდა. ანუ ასობით განაცხადი, სადაც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს პირველივე ჯერზე. მათ შორის არიან ეთნიკურად ქართველები გალიდან და ახალგორიდან, მაგრამ არამხოლოდ. არიან აფხაზები, არიან ოსები, ზოგიერთი მათგანი თბილისშიც ყოფილა ამ თვეების და წლების განმავლობაში დახურულ შეხვედრებზე. ზოგს მესამე ქვეყანაში ვხვდებით. მთავარია, რომ სურვილი არსებობს პრაგმატული თანამშრომლობის, დიალოგის, შერიგების, რა თქმა უნდა ხელისშემშლელი ფაქტორები, ყველამ ვიცით რა სახელი აქვს ამას, დეზინფორმაცია, მაგრამ პოსტკოვიდ ფაზაში ოკუპირებულტერიტორიებისთვის ჩვენი პასუხი არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“

ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც თანაშრომლობდა, განსაკუთრებით აფხაზეთში, ცხინვალში, გალში, ახალგორში, გამყოფ ხაზებზე, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, პანკისში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ჩვენს დევნილებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები, განსაკუთრებით მათ, ვისაც კონფლიქტი აწუხებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრი არის ყოველდღიურობის გმირი. დღეს არ ვიცით მათი სახელები. ჩვენი პედაგოგები გალში, ექიმები. ეს ხალხი ჩადის გმირობას. იმედია, დადგება დღე, როდესაც შესაბამისად მივაგებთ პატივს ყველა ამ ადამიანის წვლილს. ასე, რომ მადლობა და განვაგრძობ ჩემი საზოგადოების, ქვეყნის ინტერესების დაცვას უკვე ავსტრიაში. ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, ის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და გაგაცნობთ სულ ცოტა ხანში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ყველა სიახლე

კაია კალასი

28 მაისი 2026, 22:31

მსოფლიო

კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

28 მაისი 2026, 22:16

სპორტი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო

სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

28 მაისი 2026, 21:00

კულტურა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.

28 მაისი 2026, 20:53

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

28 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.

28 მაისი 2026, 20:40

საზოგადოება

„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

28 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.

28 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.

28 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

28 მაისი 2026, 20:16

სამართალი

გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.

28 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.

28 მაისი 2026, 19:56

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

28 მაისი 2026, 19:55

ეკონომიკა

ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

28 მაისი 2026, 19:40

საზოგადოება

„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 19:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 19:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 19:31

პოლიტიკა

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:30

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს

დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.

მანანა მგალობლიშვილი

28 მაისი 2026, 19:25

პოლიტიკა

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.