IMEDI /  12 ივნისი 2020, 22:54 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ნებისმიერი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს მიდგომაში პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულება იყო, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა ისე, რომ რისკი არ შევუქმნათ ადამიანის ჯანმრთელობას და ნებისმიერი, ამ ორი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულების შემდგომ განვითარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პროცესების გაუმჯობესებას.

პრემიერმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ასევე -ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ხელმძღვანელ ვლადიმირ შკოლნიკოვს.

გიორგი გახარიამ ისაუბრა Covid-19-ის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა თითოეული ნაბიჯი როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად დაბალანსებული ყოფილიყო.

„საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული რისკების ქვეშ დააყენა ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული კომპონენტები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ. მოგეხსენებათ, ჩვენი ყველა ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი. ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი - ადამიანის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ აღორძინებასა და ადამიანის უფლებების სტანდარტის შენარჩუნებას შორის, დაწყებული უმცირესობებისათვის თავიანთ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით, დამთავრებული საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. იმ ფორმატებში, რომლებიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი საბჭოს და შტაბის ფორმით, ყოველდღიურად, მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას ვუზიარებდით ინფორმაციას, როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ასევე იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებობდა. მზად ვართ, იქ, სადაც კრიტიკის აუცილებლობაა, შენიშვნები მივიღოთ, იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები დავსახოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ყოვლისმომცველ კვლევაზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს. კვლევის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის“ შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ შესაძლო განმეორებითი ტალღის უფრო ეფექტურად მართვისთვის.

„ეს იქნება უაღრესად ფართო კვლევა კრიზისის მართვის თვალსაზრისით, გლობალური პანდემიის და ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს. ეს იქნება, როგორც ეკონომიკური ასევე, ეპიდემიოლოგიური, იქნება ადამიანის უფლებების კონტექსტი, პირადი მონაცემების დაცვის კონტექსტი, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესის დაცვის პროცესი და სხვა ყველაფერი აისახება ამ ღრმა კვლევაში, რომლის იდეით მთავრობის ადმინისტრაცია გამოვიდა და იწყებს უახლოეს პერიოდში. აქაც, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა სხდომის მონაწილეებს და ადამიანის უფლებათა სამდივნოს სამოქალაქო საზოგადოებასთან კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში ინფორმაციის აქტიური გაცვლისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

დუნია მიატოვიჩმა ყურადღება ადამიანის უფლებების როლის გაძლიერებაზე გაამახვილა.

„პანდემიას ექნება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგები, მათ შორის მოიაზრება ეკონომიკური კრიზისი და მისი სოციალური ფაქტორები, რომლებიც ისე უნდა მოგვარდეს, რომ არ გააძლიეროს არსებული კრიზისის ისედაც უარყოფითი გავლენა ადამიანის უფლებებზე,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, საბჭოს ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, რომ დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა.

„დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა. ჯანდაცვის სფეროში გამოწვევები დარჩება და იგივე შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება პოლიტიკური კურსის შედეგად, რაც მოქალაქეებისადმი ნაკისრ პასუხისმგებლობასაც მოიცავს. ამდენად, ეს ორგანო უნიკალურად კარგად არის წარმოდგენილი ამ საკითხების მოსაგვარებლად. გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოს ძალისხმევას და ქმედით გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების და გენდერული თანასწორობის ნაწილში. კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

„მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მივესალმებით, ასევე, ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

სხდომაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.

16 აპრილი 2026, 03:12

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონო და არაეფექტურია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ „ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია“, რაც პასუხია ტრამპის მიერ ამ კვირაში გამოცხადებულ ბლოკადაზე.

ჯანი ინფანტინო

16 აპრილი 2026, 03:00

მსოფლიო

ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 აპრილი 2026, 02:40

მსოფლიო

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აგრძელებს ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და პარალელურად იწყებს მოლაპარაკებებს ლიბანთან.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 01:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად

საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, ეთილსინდისიერად აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 01:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უნგრეთს შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ახალი ხელისუფლების პირობებში

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა, ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყო საქართველოსთვის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 00:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 00:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალური სანქციებიც გამოიყენეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს, აძლიერებს იმ იდეას, რისთვისაც ვიღებთ ამ დარტყმას

ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ და იმდენი გაუგონარი რამ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალურ სანქციებიც გამოიყენეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,"ღამის კურიერის" ეთერში.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 00:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები

„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მშვიდობა და სტაბილურობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნება“ ასჯერ ზომავს თითოეულ ნაბიჯს, იმისთვის, რომ საქართველოში ოდნავადაც არ გაიზარდოს უსაფრთხოების რისკები, ყველაფერს ვაზღვევთ

უნგრელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. რა თქმა უნდა მივესალმებით უნგრელი ხალხის არჩევანს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

16 აპრილი 2026, 00:38

მსოფლიო

USA TODAY: პენტაგონი კუბაში შესაძლო სამხედრო ოპერაციებისთვის დაგეგმარების პროცესს ააქტიურებს

ამერიკული გამოცემა USA TODAY-სთვის ცნობილი გახდა, რომ კუბაში პენტაგონის შესაძლო ოპერაციისთვის სამხედრო დაგეგმარება აქტიურდება, იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქ ინტერვენციის ბრძანებას გასცემს.

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:33

პოლიტიკა

მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“

უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:15

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

16 აპრილი 2026, 00:01

მსოფლიო

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

ლევან მაჭავარიანი

15 აპრილი 2026, 23:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია

არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

სკოტ ბესენტი

15 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:32

საზოგადოება

პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

15 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.