სალომე სამადაშვილი: ერთიან საარჩევნო სიაზე თუ დაინტერესება არ არის, ეს პარტიების არჩევანია
სალომე სამადაშვილი
ფოტო: არქივი
მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა საკუთარი ხედვა და ჩვენი მხრიდან ამ ხედვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ისეთი წინადადებაა, რომელიც მოითხოვს სხვა პარტიების თანამონაწილეობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, ოპოზიციის საერთო სიასთან დაკავშირებით.
„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ჩვენ უნდა დავაყენოთ პარტიული ინტერესები დღეს მეორე ადგილზე და მთავარი დღეს არის, გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში. დარწმუნებული ვარ, ერთიანი სიით თუ ისე, ოქტომბერში ჩვენ ამ ხელისუფლებას აუცილებლად დავამარცხებთ. ოპოზიციაში არსებობს სხვადახვა აზრი, როგორ ჯობს ამ მიზნის განხორციელება. მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა საკუთარი ხედვა და ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, ამ ხედვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ისეთი წინადადებაა, რომელიც მოითხოვს სხვა პარტიების თანამონაწილეობას და თუ დაინტერესება არ არის, ეს არის არჩევანი იმ პარტიების, რომლებმაც უარი თქვეს ამ წინადადებაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ 13 ივნისს მოუწოდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად საკმარისი არ არის, ამიტომ ოპოზიციონერებმა ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ და არჩევნებზე ერთიანი სიით წარდგნენ. სააკაშვილის თქმით, მისთვის სულ ერთია როგორ გადანაწილდება ადგილები, თუმცა ალბათ ეს პარტიების რეიტინგის და მხარდაჭერის მიხედვით უნდა მოხდეს.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 13:31
მსოფლიო
Financial Times: ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს
ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით სულ მცირე 3.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კრემლის ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 12:56
საზოგადოება
საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება
შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს
07 ივლისი 2026, 12:55
ტექნოლოგიები
ეგვიპტეში ხელუხლებელი აკლდამები, გრანიტის სარკოფაგი და „ოქროს ენები“ აღმოაჩინეს
ეგვიპტეს ჩრდილოეთით, ანტიკურ ქალაქი მარინა-ელ-ალამეინში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ძველად აქ იყო ქალაქი ლევკესპიდი, რომლის შესახებაც ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი წერდა. დასახლებამ განვითარების პიკს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მიაღწია.
07 ივლისი 2026, 12:49
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ომის დასრულებას წლის ბოლომდე არ გამორიცხვენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, შესაძლებელია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთთან ომი დასრულდეს.
07 ივლისი 2026, 12:44
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ჯო უილსონმა ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მხარდაჭერას ეხმიანება.
07 ივლისი 2026, 12:32
მსოფლიო
კიევთან ახლოს მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი იპოვეს
კიევთან ახლოს ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი იპოვეს, რომელიც მონაკოში რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 12:11
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თუ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ეკლესიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხება.
07 ივლისი 2026, 12:11
მსოფლიო
კირილ ბუდანოვის განცხადებით, პოლონეთი უკრაინაში პროვოკაციას ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს.
07 ივლისი 2026, 12:08
საზოგადოება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ივლისში ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) უკვე მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 12:05
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ლგბტ დღის წესრიგის გაბატონებას გულისხმობს, როგორც ეს ევროკავშირშია
„ერთიანი ნეიტრალრი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 11:59
მსოფლიო
Reuters: დამასკოში სასტუმროსთან, სადაც მაკრონი იყო გაჩერებული, რამდენიმე აფეთქება მოხდა
სირიის დედაქალაქ დამასკოს სასტუმროსთან, სადაც ოფიციალური ვიზიტით ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩებოდა, რამდენიმე აფეთქება მოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
მარტა კოსმა სომხური გარგარისგან ჯემი გააკეთა - გარგარი იმ ცვლილებების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
07 ივლისი 2026, 11:38
საზოგადოება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 11:24
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს.
07 ივლისი 2026, 11:22
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს
07 ივლისი 2026, 11:20
მსოფლიო
Reuters: ავსტრალიაში მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომაზე დაწესებული აკრძალვა ეფექტიანად ვერ სრულდება
ავსტრალიაში არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა ასაკის შემოწმების მექანიზმების ხარვეზების გამო პრაქტიკაში ეფექტიანად ვერ სრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 11:16
რეგიონი
გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო.
07 ივლისი 2026, 11:10
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
07 ივლისი 2026, 11:10
ტექნოლოგიები
ჩინურმა ზონდმა „ტიანვენ-2“ ასტეროიდ 2016 HO3-ის შესწავლა დაიწყო
მისიის შემდეგი ეტაპი ასტეროიდის ზედაპირის, შიდა სტრუქტურისა და შემადგენლობის დეტალური შესწავლა იქნება. მიღებული მონაცემები დაეხმარება გრუნტის ნიმუშების შესაგროვებლად მომზადებაში, რომელთა დედამიწაზე ჩამოტანაც იგეგმება.
07 ივლისი 2026, 11:08
საზოგადოება
ფაროსანას ბუნებრივ მტერს - იაპონურ ქინქლას ბუნებრივ გარემოში გამოცდიან - 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის – იაპონური ქინქლას (Trissolcus japonicus) – საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს. 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. სპეციალისტები მწერის გავრცელებასა და მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან.


