imedi /  15 ივნისი 2020, 19:49 / სანდო წყარო

გერმანიის ელჩი: ვიმედოვნებ, რომ არჩევნები დემოკრატიის ზეიმი იქნება

ჰუბერტ ქნირში

ჰუბერტ ქნირში

გერმანიის ელჩი იმედოვნებს, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიის ზეიმი იქნება - ამის შესახებ ჰუბერტ ქნირშმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს კოლეგებთან ერთად აქტიურად ადევნებს თვალყურს.

„რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ცვლილებებისა და საარჩევნო სისტემის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ჩემს კოლეგებთან ერთად ამას ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ექნება კიდევ უფრო უკეთესი საარჩევნო სისტემა არჩევნების დროს ოქტომბერში. ჩვენ ველით, კარგ, დემოკრატიულ შეჯიბრს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ ისინი წარმოადგენენ პლატფორმებს, წინადადებებს, წამოაყენებენ კანდიდატებს. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიის ზეიმი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ყველა სიახლე

გიორგი კანდელაკი

03 ივლისი 2020, 17:36

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეგულარული ფრენები დაუყოვნებლივ არ აღდგება, სრულიად შესაძლებელია, რომ 3 მილიარდი დოლარი, რომელიც ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია დამოკიდებული, სრულიად დაიკარგოს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად რეგულარული ფრენების პირველი ივლისიდან არგანახლების გამო ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და ფრნეები გაურკვეველი ვადით გააუქმა. დღეს, „ვიზეარმა“ ახალი ბაზა გახსნა უკრაინის ქალაქ ლვოვში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში.

03 ივლისი 2020, 17:35

ეკონომიკა

„თიბისი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი.

03 ივლისი 2020, 17:29

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 24 საგამოცდო ცენტრის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზადება 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. მათი ტექნიკური აღჭურვის პროცესი სრულდება. გამოცდები ჩატარდება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

ხადას ხეობა

03 ივლისი 2020, 17:26

რეგიონი

მწვანე ალტერნატივა: საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 17:16

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ნათია სულავასა და ქეთევან თათოშვილს პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემდგომი მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისათვის, მძიმეა.

03 ივლისი 2020, 17:08

ეკონომიკა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე რვა თვის მაქსიმუმზეა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. მაისში უმუშევრობის დონე 6,7%-ით მეტი იყო ვიდრე აპრილში. თუმცა აცხადებენ, რომ უარესი სცენარის თავიდან აცილება შეძლეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 ივლისი 2020, 17:06

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა, ამ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები კი თურქეთის უფლებების შელახვას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გიორგი ხაინდრავა

03 ივლისი 2020, 16:57

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც ჩემი აზრით პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი. დღეს, პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ , - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:52

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლეს. მოთამაშეები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით ვარჯიშობენ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის უკონტაქტო ვარჯიშების განახლების სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტურქტურებმა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესეს. პროგრამის მიზანია საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატი მოთამაშეებისთვის სპორტული ფორმის შენარჩუნება და მაქსიმალური ხელშეწყობა. სავარჯიშო პროცესს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები გაუძღვებიან.

გიგა ბოკერია

03 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სად-ის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას არ იცნობს

„არ ვიცნობ ჭაკუას, მაგრამ პრობლემა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრობლემა იყო პენიტენციურ სისტემაში, უკავშირდებოდა არა რომელიმე ერთ ბიუროკრატს, არამედ, საქმე გვქონდა მთლიანად პოლიტიკურ ჩავარდნასთან. ჩვენი, ჩემი და ყველა იმ ლიდერის პასუხიმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების დარღვევა“.

03 ივლისი 2020, 16:51

რეგიონი

დედოფლისწყაროში დაიწვა ქალი, რომელმაც თავის ნაკვეთზე ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა მან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა. თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს

გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს. დათქმები აქვს იტალიას 2-კვირიანი თვითიზოლაცია, შვედეთი ითხოვს ტესტებს, საბერძნეთი და ესანეთი სპეციალური დოკუმენტაციის შევსებას ითხოვენ.

03 ივლისი 2020, 16:45

COVID19

ინდოეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა

ინდოეთში კორონავირუსის გამო საერთაშორისო სამგზავრო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი

პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა. „საუბარია 25-მეტრიან რადიუსზე. სხვა საკითხებში რაიმე არსებითი კითხვები განხილვებისას არ ყოფილა.

03 ივლისი 2020, 16:41

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

დღეს ოფიციალურად გვაქვს დაზუსტებული რეკომენდაციები და ეს ეხება ორ მთავარ საკითხს: ერთი არის პირბადის გამოყენება უშუალოდ მუშაობის პროცესში. როდესაც აბიტურიენტი დაიწყებს მუშაობას ტესტზე, მას უფლება ექნება პირბადე არ გამოიყენოს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:40

ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი გადახდის სისტემა 2022 წლიდან ამოქმედდება

უახლოეს ორ წელიწადი ევროზონაში გადახდის ერთიანი სისტემა European payments initiative (EPI) ამოქმედდება. Euronews-ის ცნობით, ახალი გადახდის სისტემის მომზადების შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის და ნიდერლანდების წამყვანმა 16-მა ბანკმა განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:38

ეკონომიკა

53 900 ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

ალექს ძანარდი

03 ივლისი 2020, 16:36

სპორტი

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, რომელსაც ორივე კიდური ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს სატვირთო მანქანას შეეჯახა

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ალექს ძანარდი უმძიმეს მდგომარეობაშია. The Sentinel-ის ინფორმაციით, 53 წლის ექს-მრბოლელი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს, სატვირთო მანქანას შეეჯახა. თავის ტრავმის მრავლობითი დაზიანებით ძანარდი მაშინვე სიენას კლინიკაში გადაიყვანეს და მართალია ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:34

პოლიტიკა

ცნობილია პირველი მაღალი რანგის სტუმარი, რომელსაც პანდემიის შემდეგ, საქართველო 6 ივლისს უმასპინძლებს

პანდემიის შემდგომ პირველი ოფიცილური, მაღალი რანგის სტუმარი რომელიც ორშაბათს საქართველოში ჩამოვა, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ ქრონიკას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

03 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

გერმანული მედია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის

საქართველოს პარლამენტმა ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმა დაამტკიცა. წარმატებული კენჭისყრა მოასწავებს ახალ ერას ქართული დემოკრატიისთვის - ამ სათაურით გერმანული მედია სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის.