დავით ზალკალიანი კონგრესმენ ბეიკონის განცხადებაზე: ეს წერტილს დაუსვამს სპეკულაციებს
დავით ზალკალიანი
ფოტო: IMEDI
განცხადება, რაც კონგრესმენმა გააკეთა, წერტილს დაუსვამს ამ თემაზე სპეკულაციებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას.
მისი თქმით, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი სახის დოკუმენტების შედგენის მეთოდოლოგია არის განსხვავებული და ის არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ასევე ძალიან კარგად განმარტა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
„იმ ანგარიშში, რომელზეც კონგრესმენი საუბრობს, არის ურთიერთგამომრიცხავი თეზისები. ერთი მხრივ, საუბარია აშშ-ის მხრიდან საქართველოს მზარდ მხარდაჭერაზე, ასევე იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა. მეორე მხრივ, არის ის წინადადება, რომელიც ამოვარდნილია კონტექსტიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი დოკუმენტების შედგენის სპეციფიკურ მეთოდოლოგიას, რაც კონგრესმენმა ბეიკონმაც დაადასტურა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 17:59
პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
28 მაისი 2026, 17:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 17:53
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია
ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
28 მაისი 2026, 17:52
მსოფლიო
აშშ გეგმავს ირანულ თვითმფრინავებს დაშვების, საწვავით შევსებისა და ბილეთების გაყიდვის საშუალება აუკრძალოს
აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება ირანის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას გააგრძელებს და შემდეგი ეტაპი იქნება აკრძალვის დაწესება ირანული ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავებისთვის დაშვებაზე, საწვავით შევსებასა და ბილეთების რეალიზაციაზე.
28 მაისი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
„იმისათვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, სწორედ ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე, სახელმწიფო არ რეაგირებდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე, ვხედავდით, რომ იზრდებოდა თვითნებობა წინა ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
28 მაისი 2026, 17:43
საზოგადოება
ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
28 მაისი 2026, 17:22
მსოფლიო
მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 17:18
რეგიონი
ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დასკვნით ეტაპზეა.
28 მაისი 2026, 17:14
პოლიტიკა
გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა: არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავის ჩარევა. აქ უნდა იმოქმედოს კანონმა. გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო, რომ ვატყობ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაშია, სისტემური რატომაა? იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება
ყველამ დაინახა რაც მოხდა იმ კადრებში. იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ.
28 მაისი 2026, 17:02
საზოგადოება
უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:59
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ზაფხულს კუბის რეჟიმის კრახისთვის ემზადება და უკვე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რათა შეემუშავებინა ახალი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულოვანი სახელმწიფო ქაოსში აღმოჩნდება. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:51
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:49
რეგიონი
წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.
28 მაისი 2026, 16:40
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 16:38
მსოფლიო
შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა
შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.
28 მაისი 2026, 16:24
მსოფლიო
შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს
შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:16
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება
მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.
28 მაისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 16:09
საზოგადოება
1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


