imedi /  16 ივნისი 2020, 15:41 / სანდო წყარო

სალომე სამადაშვილი ოპოზიციის კანდიდატებზე: ჩვენი ამომრჩევლისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყვნენ

სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

კანდიდატები, რომლებიც დადგებიან მაჟორიტარად თბილისში და აქვთ პრეტენზია, მიიღონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები, ისინი მეტ-ნაკლებად უნდა იყვნენ მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის, - ამის შეახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიესალმებიან, თუ ოპოზიციის შეთანხმება და კანდიდატების წარდგენა 20 ივნისამდე მოხდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმების პროცესში არ მონაწილეობდა. როგორც იცით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ 6 ოლქს ვუთმობთ ოპოზიციას და ფაქტობრივად, გამოვეთიშეთ მოლაპარაკების პროცესს და მივეცით შესაძლებლობა, ერთმანთში შეთანხმდნენ. თუ მოხდება შეთანხმება და კანდიდატების წარდგენა 20 ივნისამდე, ამას მხოლოდ მივესალმებით. ვნახოთ, ეს პროცესი რით დასრულდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეთანხმებულ კანდიდატებს თუ ექნება მათი პარტიის მხარდაჭერა, სამადაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატები მათი ამომრჩევლისთვის მისაღები უნდა იყვნენ.

„კანდიდატები, რომლებიც დადგებიან მაჟორიტარად თბილისში და აქვთ პრეტენზია, მიიღონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები ისინი მეტ-ნაკლებად უნდა იყვნენ მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის. ამიტომ, ვის დააყენებს ოპოზიცია კანდიდატად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა სამადაშვილმა.

ყველაფერი კარგად მიდის, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ დავასახელებთ პერსონებს და ვფიქრობ, ამ ადამიანებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ექნება. სავარაუდოდ, მეც მიხილავთ თბილისში მაჟორიტარად - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარების წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძე ამტკიცებს, რომ შეთანხმება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმებით შედგა.

ყველა სიახლე

ლევან როგავა

17 ოქტომბერი 2021, 20:58

სამართალი

ლევან როგავა სააკაშვილზე: მიშას იმდენი ცოდვა აქვს კისერზე შემოდებული, რომ ამაზე მან პასუხი უნდა აგოს

ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებმა უმძიმესი წლები: სააკაშვილის მმართველობა, დევნა და უდანაშაულო ადამიანების პატიმრობა „იმედის კვირასთან“ საუბრისას გაიხსენეს.

მიხეილ სააკაშვილი

17 ოქტომბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის გზა ქართულ პოლიტიკაში

„იმედის კვირის“ გადამღებმა ჯგუფმა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის გზის შესახებ მოამზადა რეპორტაჟი. როგორ დაიწყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა და რას წერს ის თავის წიგნში „ძალის გამოღვიძება“, ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

კახა კალაძე

17 ოქტომბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას

არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას არა პოლიტიკოსების პარტიული ინტერესები, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები და პრობლემების გადაჭრის გზები აინტერესებს.

17 ოქტომბერი 2021, 20:28

სამართალი

რა პირობებში იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საკანი ორ ადამიანზე არის გათვლილი, თუმცა ის საკანში მარტო იმყოფება. სტანდარტულად ტელევიზორი არც ერთ საკანში არ არის, პატიმარმა სურვილის შემთხვევაში თავად უნდა შეიძინოს, როგორც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში. მან ადმინისტრაციას მაცივარიც სთხოვა, ამიტომ დღეს მსჯავრდებულის ოთახში არის მაცივარიც, ასევე ელექტროჩაიდანი და გამათბობელი.

კახა კალაძე

17 ოქტომბერი 2021, 19:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს, მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის

სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

17 ოქტომბერი 2021, 19:40

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ დღეს თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს.

17 ოქტომბერი 2021, 19:28

კულტურა

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) უკვე მეექვსედ იმართება. წლევანდელი ფესტივალი კი UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში იმართება. ფესტივალის პროგრამის მთავარი თემაა ქალაქი, როგორც სიმბოლო, რომელიც ამერიკელ პოეტსა და აქტივისტ ლორენს ფერლინგეტის უკავშირდება. მის შემოქმედებას ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.

შალვა პაპუაშვილი

17 ოქტომბერი 2021, 18:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშებისა და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში

ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშებისა და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის მომხრეებსა და ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

17 ოქტომბერი 2021, 18:43

მსოფლიო

ესპანეთში ვულკანის ამოფრქვევა 4 კვირაა გრძელდება

ლავამ უკვე 1 800-ზე მეტი შენობა გაანადგურა, საბედნიეროდ, დროული ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კანარის კუნძულების პრეზიდენტის, ანხელ ვიქტორ ტორესის თქმით, მეცნიერები ამოფრქვევას აკვირდებიან, ლავის ამოფრქვევა კი ამ დრომდე არ წყდება.

კელი დეგნანი

17 ოქტომბერი 2021, 18:04

პოლიტიკა

კელი დეგნანი: აშშ-ის თავდაცვის მდივანის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია

ძალიან მოხარული ვარ, რომ ხვალ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩამოდის საქართველოში. ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანი

17 ოქტომბერი 2021, 17:48

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ფოკუსი უნდა გაკეთდეს კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ თქმას, რა არის ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული მთავრობისთვის თქმა, რა უნდა გააკეთონ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე რაუნდისთვის გარემო მშვიდი იყოს, არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ვფიქრობ, ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამ საკითხებზე, კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე“, - აღნიშნა ელჩმა.

17 ოქტომბერი 2021, 17:27

სამართალი

მარტვილში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე დაკავებულ „ნაცმოძრაობის“ წევრს ბრალი წარუდგინეს

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ სავარაუდო შემთხვევა არის გაუგებრობა.

ნიკოლოზ ყიფშიძე

17 ოქტომბერი 2021, 17:15

სამართალი

სააკაშვილის პირადი ექიმი: ჩემი რეკომენდაციაა, რომ კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს

„ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო“, - განაცხადა ყიფშიძემ.

17 ოქტომბერი 2021, 17:11

საზოგადოება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარი გოგონების ნაკეთობები და ნახატები ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით დაასრულა. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ინფორმაცით, მათი ცენტრის ბენეფიციარი გოგონების ნაკეთობები და ნახატები ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა.

მეუფე შიო

17 ოქტომბერი 2021, 16:46

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

17 ოქტომბერი 2021, 16:43

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 240 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 240 505 268 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 896 735 ადამიანი გარდაიცვალა. გამოყენებულია ვაქცინების 6 612 791 499 დოზა.

მეუფე შიო

17 ოქტომბერი 2021, 16:29

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში

ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

ბესარიონ სიმონიშვილი

17 ოქტომბერი 2021, 15:55

საზოგადოება

ბესარიონ სიმონიშვილი: წლის ბოლომდე, თბილისში, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე, თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კამერონ ნორი

17 ოქტომბერი 2021, 15:39

სპორტი

მომდევნო მეტოქე, კამერონ ნორი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: წარმოუდგენლად სახიფათო მოთამაშე და შესანიშნავი სპორტსმენია

ბრიტანელი კამერონ ნორი ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუპირისპირდება. იქამდე, მან ბასილაშვილი დაახასიათა როგორც „სუპერსაშიში“. „წარმოუდგენლად სახიფათო მოთამაშეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავდაჯერებულია. ბურთს ორივე მხარეს აწვდის, კარგად მოძრაობს და შესანიშნავი სპორტსმენია“, - ამბობს კამერონ ნორი.

ბიძინა კულუმბეგოვი

17 ოქტომბერი 2021, 15:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ

თუ ვინმეს სჭირდება შეხსენება სპეციალისტებისგან, რას მოგვიტანს მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია, ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში ჩვენ 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.