რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებსა და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5 პროცენტზე მაღალი, თუმცა, თებერვლიდან ეკონომიკას და შემოსავლების ნაწილს დაეტყო გარკვეული შეფერხებები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მისი განცხადებით, მთავრობამ შესაბამისად შესრულების ნაწილში შეზღუდვები განახორციელა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პანდემიის საპასუხოდ საჭირო რესურსების მობილიზება.
„გასულ წლებში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, სავალუტო ფონდთან არსებულ წარმატებულ პროგრამასთან ერთად იყო ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა უმოკლეს დროში საერთაშორისო ინსტიტუტებთან მიგვეღწია შეთანხმებას საქართველოსთვის დამატებით 1,5 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ჩარჩო ითვალისწინებს რეალური მშპ-ს შემცირებას 4,0 პროცენტით, შემოსავლების დანაკლისს 1,7 მლრდ ლარზე მეტით, არსებულ ბიუჯეტში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებას 600.0 მლნ ლარამდე ოდენობით და საქართველოს მთავრობის ანტრიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო რესურსის მოძიებას 3,4 მლრდ ლარამდე. მიმდინარე წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 8.5%-ით განისაზღვრება. არსებული პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4%-ს, ხოლო 2022 წლისთვის 6.0%-ს მიაღწევს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის გამოყოფილ თანხებზე კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 14 432,9 მლნ ლარს.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო აუცილებელი გახდა დამატებითი ასიგნებების მობილიზება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ასიგნებების მოცულობა ჯამში იზრდება 1 490,9 მლნ ლარით და შეადგენს 15 923,8 მლნ ლარს.
პანდემიიდან გამომდინარე საჭირო დამატებითი ხარჯი ჯამში შეადგენს 2 037,9 მლრდ ლარს, ხოლო პანდემიამდე არსებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული შემცირება შეადგენს 547,0 მლნ ლარს, მათ შორის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში მიმდინარე ხარჯები შემცირებულია 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები შემცირებულია 347,5 მლნ ლარით.
მომხსენებლის განცხადებით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, წლევანდელი ბიუჯეტი -4% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, რის გამოც მთელი რიგი უწყებების დაფინანსება მცირდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებების დაფინანსების შემცირების მიუხედავად, არ უქმდება არცერთი პროექტი და პროგრამა და მათი მხოლოდ ვადების ცვლილება განხორციელდება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 251,3 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის მიმდინარე ხარჯების ნაწილში 16,7 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯების ნაწილში 234,6 მლნ ლარით.
ძირითადი პროგრამების მიხედვით, შემცირების მაჩვენებელი შემდეგია: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მცირდება 117,5 მლნ ლარით; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მცირდება 44,3 მლნ ლარით; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია მცირდება 50,4 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი პროგრამები და პროექტები ჯამში მცირდება 39,1 მლნ ლარით.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიც წარადგინა და იმ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ გასულ საბიუჯეტო წელს მიაღწია.
გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალური განმარტებები გააკეთა.
პანდემიის პერიოდში მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობა და 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შეაფასა.
„იმ ამოცანების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიო პანდემიის და კოვიდ-19 ის გამო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება, ეს ბიუჯეტი და წარმოდგენილი ცვლილებები არის ოპტიმალური და საქართველოს პარლამენტი იყო აქტიური მონაწილე ამ დოკუმენტის შემუშავებისა და იმ ცვლილებისა, რაც დოკუმენტშია ასახული და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამან უნდა უზრუნველყოს ის მიზანდასახულობა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება ეტაპობრივად დავძლიოთ, მათ შორის, ეკონომიკის გახსნის თვალსაზრისით, ბიზნესის და მეწარმეობის თანმიმდევრული აღდგენის, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პრიორიტეტული ამოცანების მაქსიმალურად სრულყოფისთვის. ცხადია ეს ცვლილებები ამ ამოცანებს შეესაბამება. რაც შეეხება კლებას, რომელზეც აქ იყო საუბარი, 251 მილიონი ლარის კლება არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაში, მაგრამ მე შევადარე და ყურადღება მინდა მივაქციოთ იმას, რომ 2019 წლის ფაქტიური დონე არის შენარჩუნებული. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის ამბიციური გეგმები, რომელიც ამ მიმართულებით აქვს ქვეყანას და სახელმწიფოს იქნას შესრულებული. კარგია, რომ არცერთი პროექტი არ გაჩერდება და ასევე კარგი იქნება თუ ვიმუშავებთ იმ საკითხზე, რომ წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის თანხები 50,4 მლნ ლარის შემცირების ნაცვლად შემცირდეს 20-30 მლნ ლარით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილისა და რომან მუჩიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განიხილა.
მომხსენებლის, სულხან მახათაძის განმარტებით, კანონპროექტი შედგება 2 მუხლისგან. პირველი მუხლით განსაზღვრულია მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების (მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივგომბორის აღკვეთილს) ფართობი და საზღვრები. კანონპროექტის მე-2 მუხლით კანონის ძალაში შესვლის თარიღი დადგინდა და 2021 წლის პირველი იანვრით განისაზღვრა.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, პროექტთა პაკეტთან ერთად, კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად მერაბ ქვარაიამ წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას.
აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
მომხსენებლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში.
ასევე, სწორდება გამოვლენილი ტერმინოლოგიური ხარვეზები.
მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა ის მუხლები სადაც შედის არსებითი ცვლილებები. კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
02 სექტემბერი 2026, 13:42
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის განცხადებაზე, თითქოს ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც გაუქმდა: არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
02 სექტემბერი 2026, 13:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალი ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებითი კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც ყველა კანონპროექტი იქნება ასახული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არ აქვთ არაფრის უნარი, არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ
ოპოზიციის მთელი აქტივობა, დღის წესრიგი ის არის, რომ შეჰყურებენ სხვას. კარგი იქნება თუ - ცუდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.
02 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა
თვითმხილველებისა და რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი სადგურის პირდაპირ იყო. Bild-ი წერს, რომ უცნობი საგანი სადგურისკენ მიმავალ გასასვლელში მდებარე თურქული საიუველირო მაღაზიის წინ აფეთქდა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ღამის 3:15 საათზე, შენობის გასასვლელში მოხდა.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე. გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას
ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
02 სექტემბერი 2026, 13:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე
დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის პოსტზე: ეს არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული განცხადება, ეს არის გეგმაზომიერი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ აუცილებელია ომში ჩართვა
ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით არსებულ ხილულ თუ უხილავ ჯგუფს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:51
მსოფლიო
FT: ევროკავშირი კალასის საგარეო პოლიტიკური სამსახურის რეფორმას აჩქარებს
გამოცემის ცნობით, ეს საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით ხდება, რომლებიც წლის ბოლომდე ბრიუსელის საგარეო პოლიტიკური აპარატის რეფორმირებას ითხოვენ. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს ნაბიჯი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ინსტიტუციური რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას ნიშნავს.
02 სექტემბერი 2026, 12:41
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სააკაშვილის განცხადებაზე: არაერთი განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ თითქოს საქართველომ უნდა დაივიწყოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, თქვას უარი და გააგრძელოს ცხოვრება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენი გუნდი არასდროს შეეგუება ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ
მისი განცხადებები როგორც წესი არათანმიმდევრულია და ამაში გასაკვირი არაფერია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რომ ის გარკვეულწილად გაემიჯნა გიორგი ბარამიძის განცხადებას, დღეს გამოდის და ფაქტობრივად იგივე ნარატივს ავრცელებს, რაც დაიწყო გიორგი ბარამიძემ, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:41
საზოგადოება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია
02 სექტემბერი 2026, 12:20
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“
„პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
საზოგადოება
ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:51
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.
02 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ემიგრანტის“ სტატუსი ინდულგენცია აღარ არის, ხოლო სახელმწიფო წყობილების რყევად შეფასებულ ქმედებებში მონაწილეობის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ გაძევებით დასრულდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებული და 27 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, შემდეგ კი მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული დენის კულანინის საკითხზე ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას.
02 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
თაიმს-სქვერზე დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს დაესხა თავს და Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი მოკლა
პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
02 სექტემბერი 2026, 11:41
საზოგადოება
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.


