გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები. ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომები.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საქართველომ წარმატებაზე პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ ახლა გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევის დროა.
„ახლა, როდესაც მოხსნილი გვაქვს თითქმის ყველა შეზღუდვა, ვემზადებით საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი გახსნისთვის. ამავდროულად, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ საზღვრების ეტაპობრივ გახსნას, ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არა მხოლოდ იმის გამო, რომ მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ. ჩვენი მიზანია, შემდგომი ინვესტიციები განვახორციელოთ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, მაშინაც კი, როდესაც შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.
„ჩვენ უფრო დიდი მიზნები გვჭირდება. იმედი გვაქვს, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ჩვენს ეტაპობრივ ინტეგრაციას, რომელიც მთავარი სამიზნე ორიენტირი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის; ველით, რომ პარტნიორების ინტერესებსა და წინსვლაზე დაფუძნებული მიდგომა შენარჩუნდება - ეს შეიძლება გულისხმობდეს ქვეყნებთან ახალ ფორმატში მუშაობას, დარგობრივი დიალოგის ხელშეწყობას; საჭიროა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების ხელშეწყობა, სადაც კონკრეტული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის პოტენციალზე გაკეთდება. ეს ერთ-ერთი სამიზნე ორიენტირი უნდა იყოს, რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობის სტიმულირებისთვის, ისევე როგორც - ევროვავშირისა და აზიის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებთან დაკავშირებული მიზნების დაკმაყოფილებისთვის; სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ჩვენი რეალობაა, რასაც მწვავე შედეგები აქვს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ევროკავშირის მხარდაჭერის იმნედი გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის საქმეში, მეტი ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში - როგორც საქართველოში, ასევე პარტნიორობის არეალში”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები მონაწილეობდნენ. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც ხელი გლობალურმა პანდემიამ შეუშალა, 2021 წლის დასაწყისში, პორტუგალიის თავმჯდომარეობის პირობებში გაიმართება.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 17:58
საზოგადოება
მეუფე შიო: მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება
მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
19 აპრილი 2026, 17:54
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
19 აპრილი 2026, 17:50
სპორტი
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
19 აპრილი 2026, 17:27
საზოგადოება
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
19 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს
„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.
19 აპრილი 2026, 17:21
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის
უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
19 აპრილი 2026, 17:16
მსოფლიო
ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს
„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და ეს დიდი შეთანხმების თემაა. როგორც კი ამას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ დონალდს [ტრამპს] შევხვდეთ და ამ გარიგებას ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
19 აპრილი 2026, 17:10
მსოფლიო
ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ
„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.
19 აპრილი 2026, 17:08
მსოფლიო
ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსული სახელმწიფოს ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეიძლება. ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
19 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ
„ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ, რადგან თუ არ დათანხმდებიან, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს გაანადგურებს“, - დაწერა ტრამპმა.
19 აპრილი 2026, 15:55
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა
„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
19 აპრილი 2026, 15:55
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
19 აპრილი 2026, 15:55
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
19 აპრილი 2026, 15:35
სპორტი
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
19 აპრილი 2026, 15:02
სპორტი
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.
19 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება
Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.
19 აპრილი 2026, 14:47
მსოფლიო
ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია
„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.
19 აპრილი 2026, 14:36
საზოგადოება
მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.
19 აპრილი 2026, 14:32
ეკონომიკა
ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში
საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.
19 აპრილი 2026, 14:30
მსოფლიო
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს
„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.


